არქივი

RIP ხალხი რომელიც სხვის იდეებზე ცხოვრობს

null
სტატიის სანახავათ შედით სრულიადში

ამ სტატიაში მე გაგანდობთ ჩემს აზრს და ვეცდები რამით მაინც შევცვალო ქართველი RIP_ერების აზრი. მოკლედ ნაკლებათ განუვითარებელ (არა ტექნიკურ სფეროში არამედ პირდაპირი მნიშვნელობით) ისეთი როგორიცაა რუსეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც რუსები ეძახიან ხაკერობის ერთერთ ქვედარგს RIP_ს. მოკლედ რას ნიშნავს ეს: არის ნიჭიერი ადამიენების ჯგუფი რომლებიც მართლა გამოცდილები და ხშირ შემთხვევაში ფროფესიონალები არიან, ქმნიან ამა თუ იმ ფირმის ან წვრილი ბიზნესის ან რაიმე ტიპის პროდუქციის სარეკლამო ან საინფორმაციო გვერდებს და ითვალისწინებენ არამარტო ინფორმაციის კარგ მიწოდებას არამედ საიტის გარეგნობას (დიზაინს). ისინი არიან ინტერნეტ სივრცის მომავალი და ამით ისინი ამაყობენ რადგან ყველა წერტილიც კი მათი შექმნილი და ნაწვალევია. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით თუ რა ძნელი და დამღლელია ეს საქმე და არიან RIP_ერები რომლებიც ასეთი ხალხისგან იკვებებიან.
მე მაგალითად უკვე 3 ფირმას დავუმზადე საიტი და სამივე ძალიან გმაყოფილია ჩემი ნამუშევრით ისინი ჩემს სახელს სხვა ფირმებსაც ურჩევენ და მე გავაკეთებ იმ საქმეს რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ეს შემოქმედ ხალხზე. ხოლო ეხლა რაც შეეხება RIP_ებს. მოკლედ მე მინდა შევქმნა საიტი და გავხადო პოპულარული, მინდა რომ მქონდეს ისეთივე დიზაინი როგორც პოპულარულ საიტს, მოკლედ არ გამაჩნია საკმარისი განათლება რომ ავაწყო დიზაინი და არც მსურს სწავლა რადგან ამაზე უკვე იწვალა ვიღაცამ და მე ავდგები და მოვპარავ. ესეთი რამე განვითარებულ ქვეყნებში არ ხდება და დიდი სირცხვილიც არის მისთვის ვინც ამას გაბედავს. მოკლედ დიზაინის მოპარვა ძალიან ადვილია და არ შეიძლება ამით იამაყო. ეხლა შედით ამ საიტზე Geomasters.tk მე რომ ვნახე სიცილით მოვკვდი აი ასეთ ხალხს ქვია ძალით RIP_ერები (ძალით იმიტომ რომ წესივრადაც ვერ იპარავენ :D ). მე არ ვამბობ რომ ეს დიზაინი ჩემი მოფიქრებულია და რამე მაგრამ ერთს დანამდვილებით გეტყვით და თუ გინდათ გამოცდილ ვებმასტერს შეამოწმებინეთ რომ ეს საიტი დავიდან ბოლომდე ჩემი აწყობილია და საერთოდ არ ემთხვევა ორიგინალს. მე მხოლოდ საიტის სტრუქტურა გადავიღე თორემ ტექნიკური მხარე სულ ჩემია. რაღაც საუკეთესოს შექმნა თუ ქსურს იმას უნდა აჯობო რომელიც პირველია. ანუ როდესაც შენ ზიხარ და დროს ხარჯავ იმასი რომ სხვას მოპარო ნამუშევარი და ამით ამაყობ მაშინ შენც ერთერთი მათგანი ხარ და ესეთ ხალხს მე სასაცილოდაც ვერ ვიტან. რადგან ეს ღვთისგან ნაბოძები დრო იმაში უნდა დახარჯო რომ ვინმე გაამწარო და თავი აგინებინო ხოლო ეს ქუჩაში რომ გავიდეს არ იქნება სწორი. არ ჯობია დაჯდე და შენით იწვალო ? შეიძლება პირველ ან მეორე ცდაზე არაფერი გამოგივიდეს მაგრამ ნელნელა ალღოს აუღებ. ეს ისეთი რაღაცაა როგორც მათემათიკა. თუ იცი რაგაცა ის რაგაც ახლის სწავლაში დაგჭირდება და ასე შემდეგ. მე არ ვამბობ რომ მაგარი ვებმასტერი ან რაიმე ასეთი ვარ მაგრამ მე რაც მომინდომებია გამიკეთებია და გავაკეთებ კიდეც. ხოდა ტყუილუბრალოთ დროის ხარჯვას ჯობია რამე ისეთი გააკეთო რაც შენთვისვეა კარგი. ალბათ ვინც ამას კითხულობს ყველას უნდა რომ იყოს პროფესიონალი ვებმასტერი. მაგრამ თუ სხვა საიტებიდან აღებული დიზაინით და სკრიპტებით აქვს საიტი აწყობილი მაშინ ის სულ ამ დონეზე იქნება და სხვისი დიზაინის შეშურდება მაინც და ასე გაგრძელდება სანამ ასაკი არ მოუვა და მიხვდება რომ არაფერი არ შეუძლია და დაიწყებს სხვა საქმიანობაზე ფიქრს.  ხოლო ადრევე მიხვდება რა არის სწორი იმან შეიძლება რამეს მიაღწიოს.
იხილეთ ასევე
Close
Back to top button