არქივი

რუანდის გენოციდი

87bht
ყველაფერი რუანდის გენოციდის შესახებ !

რუანდის გენოციდი – მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში (რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში, გერმანიის ყოფილი კოლონია), რომლის დროსაც 100 დღის განმავლობაში, 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.

ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.
მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.

1993 წლის ოქტომბერში გაერომ დაარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო, ტანზანიის ქალაქ არუშაში. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს. გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. გაეორს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო რომეო დალერი.

გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები ჰუტუს დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.
გენოციდი დასრულდა როცა ტუტსის ტომის დაჯგუფებამ, რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურნდის სამოქალაქო ომი.

რუანდის გენოციდის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს ტუტსისა და ჰუტუს ტომებს შორის ურთიერთობა.

გეოგრაფია

არსებობს მოსაზრებები რომ რუანდის გენოციდის ერთ ერთი საფუძველი იყო ეკონომიკური სიტუაცია. დიდი ტბების რეგიონი, არის ძალიან მდიდარი ნაყოფიერი მიწებით, ამიტომ ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია მთელს აფრიკაში. ძალიან დიდი კონკურენციაა მიწებსა და რესურსებზე.

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მიზეზი რუანდის გენოციდისა გახდა სწორედ ეს მიწები და აქ მცხოვრები ადამიანების სიმდიდრე.

XV საკუნეში ტუტსის რამდენიმე კლანმა დაარსა რუანდის სამეფო. მეფეები რომელთაც მუამებს უწოდებდნენ ტუტსის ტომის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო მოსახლების 82-85% ჰუტუები და მათი უმრავლესობა ღარიბი მოსახლეები იყვნენ.

ტუტსი მუამები მიწებს ანაწილებდნენ ძირითადად ტუტსის ტომის წარმომადგენლებზე.

ev7za
რუანდა

გენოციდის წინა პერიოდი

სიტუაციის უფრო და უფრო დაიძაბა 1990 წლიდან, როდესაც უგანდაში გაქცეულმა ტუტსებმა ხმა აიმაღლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მოითხოვეს.
1985 წელს შეიქმნა რუანდის პატრიოტთა ფრონტი, პოლ კაგამეს მეთაურობით. 1990 წლის 1 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის ძალები შეიჭრნენ რუანდაში, ისინი ხელისუფლებისაგან ითხოვდნენ უფლებების აღდგენას და დაახლოებით 500, 000 ტუტსისთვის სამშობლოში დაბრუნების საშუალებას.
რუანდის მთავრობამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და ტუტსის ფეოდალური, მჩაგვრელი რეჟიმის აღდგენის მცდელობა. პრეზიდენტი ჰაბიარიმანა შეუდგა ტუტსებისა და იმ ჰუტუების დაპატიმრებას რომლებიც აჯანყებულებს ემხრობოდნენ.

lgkch
მოკლულთა თავის ქალები

არუშას ხელშეკრულება

1993 წლის 4 აგვისტოს, არუშაში (ტანზანია), რუანდის პატრიოტული ფრონტის და რუანდის მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც შეიცავდა ხუთ თავს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუანდის სამოქალაქო ომი წყდებოდა.

მზადება გენოციდისთვის

შემდგომ პერიოდში როდესაც ხდებოდა პოლიტკურ ძალათა გადანაწილება სიტუაცია ახლიდან დაიძაბა. რადიოში, სატალევიზიო არხებზე, გაზეთებში, რომელსაც ჰუტუები აკონტროლებდნენ დაიწყო შიშისა და სიძულვილის პროპაგანდა. მთავრობამ დაიწყო დაჯგუფებების შემქნა, მათი წვრთნის დაფინანსება და იარაღის შეძენა. თანამდებობის პირები საიდუმლოდ ხვდებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს და ავალებდნენ შეექმნათ რაზმები, რომლებსაც ”ინტერაჰამუე” (ისინი ვინც ერთად დგანან (ან იბრძვიან)) და ”იმპუზამუგამბი” (ისინი ვისაც ერთი მიზანი აქვთ) ეწოდა.


ბავშვი, რომელიც გენოციდის მსხვერპლი გახდა . :(

გენოციდი

1994 წლის 6 აპრილიდან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა მილიციის რაზმებმა ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ასევე ხოცავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც. ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები. დედაქალაქში და მთელი ქვეყნის მაშტაბით გადაიკეტა გზები რათა არც ერთი ტუტსი არ გაქცეულიყო.
მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარე ხოცვა ჟლეტაში, 6 აპრილიდან, ივლისის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 800, 000-დან 1,071,000-მდე ტუტუსი იქნა მოკლული.
რადიო სადგურებიდან ხალხს მოუწოდებნენ დაეხოცათ თავიანთი მეზობლები, ვინც ამ ხოცვა ჟლეტაში ჩაბმაზე უარს ამბობდა ხოცავდნენ.
მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო ე.წ. მაჩეტე, მსხვრეპლთა უმრავლესობა სწორედ ამ ცივი იარაღის გამოყენებით დაჩეხეს.

უნიმარი (UNIMAR)

უნიმარის მიისიის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა, რომლისვისაც ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში იყო ცნობილი რომ გენოციდი იგეგმებოდა, გაეროს გაუგზავნა ცნობები ამის შესახებ და მომდევნო თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას რუანდაში. დალერს დაევალა მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისა და უცხოეთის მოქალაქეების დაცვა.
დალერმა აცნობა გაეროს რომ მისთვის ცნობილი იყო ჰუტუს მილიციის რაზმების სამალავების და იარაღის საწყობების ადგილმდებარეობა და ითხოვდა დამხმარე ძალას რათა დამნაშავეები განეიარაღებინა. აშშ-მ ოფიციალურად თქვა უარი ჩარევაზე, მას მიბაძეს საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

ახლა კი სურათები…

zzfo6
გენოციდის მსხვერპლები, გადაღებული ქ. მურამბის სკოლაში

fe1h0
მემორიალი

el3ka
გადაღებული ქ.მურამბის სკოლაში. 1994

6dosy

ubq8u
where genocide once claimed a nation Hope Rises !

წყარო : WIKIPEDIA.ORG|Google.com . BY ZOE ! ;)

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Back to top button