საკითხავიუცნაური

ელვაშესაკრავის წარმოშობის ისტორია

c2dccb23aedb
ამ პოსტში თქვენ წაიკითხავთ ელვაშესაკრავის,უხეშად რომ ვთქვათ “ზმეიკის” წარმოშობის ისტორიას =]
155 წლის წინ ამერიკელმა ინჟინერმა,უიტკომბ ჯადსონმა ელვაშესაკრავი მეგობრის მიმართ თანაგრძნობის გამო გამოიგონა.მის მეგობარს ზურგის ტკივილი აწუხებდა,რის გამოც ფეხსაცმლის თასმების შეკვრა უჭირდა.შეწუხებულმა მეგობარმა უიტკომბს სთხოვა,ისეთი მოწყობილობა გამოეგონებინა,რომლის შეკვრასაც ცალი ხელით მოახერხებდა.მალე მან ელვაშესაკრავი წარმოადგინა,მაგრამ მის გამოგონებას დიდი ხნის განმავლობაში ინტერესი არ გამოუწვევია.ადამიანები ამ შესაკრავით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ.თანაც,წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ტანისამოსის ფასი ორჯერ იზრდებოდა.სიახლეს თან 2 გვერდიანი ინსტრუქცია მოჰყვებოდა.ელვაშესაკრავმა პოპულარობა 20 წლის შემდეგ მოიპოვა,როდესაც საქმეში ახალგაზრდა,შვეიცარიელი ემიგრანტი,გიდეონ სუნბეკი ჩაერთო.26 წლის ინჟინერმა ელვაშესაკრავი უფრო მოქნილი გახადა.
1923 წელს,დიდი ფეხსაცმლის ქარხნის პრეზიდენტმა,ბერტრანმა ახალი მოდელის რეზინის “კალოშებისთვის” შესაკრავად “ელვა” გამოიყენა.როგორც თავად აღნიშნა,ელვაშესაკრავი სპეციფიკური ხმის—“ზზზზიპ!” გამო შეიყვარა.მას შემდეგ ინგლისურ ენაში შესაკრავმა ახალი სახელი დაიმკვიდრა—“ზიპერი”.
XX საუკუნის 30-იან წლებში ელვაშესაკრავი სექსუალური აქტიურობის სიმბოლოდ გადაიქცა.ახალი ტექნოლობია ტანისამოსის გახდისა და ჩაცმის სისწრაფის რამდენჯერმე გაზრდის საშუალებას იძლეოდა.მაშინ ქალისთვის ელვაშესაკრავიანი ტანისამოსის ტარება ცუდ ტონად იყო მიჩნეული,რადგან მსუბუქ აზროვნებასა და იოლად ხელმისაწვდომობას უსვამდა ხაზს.
ელვაშესაკრავი ქალის ტანისამოსის ელემენტად XX საუკუნის 50-იან წლებიდან მოგვევლინა.ამჟამად დედამიწაზე არსებული ელვაშესაკრავების 70%-ს ფორმა YKK აწარმოებს,რომელიც 1934 წელს,იაპონიაში დაფუძნდა.კომპანიის ფილიალები 70 ქვეყანაშია გაფანტული.ყველაზე დიდი ზომის ელვაშესაკრავი 1989 წელს,ნიდერლანდებში დაამზადეს და მისი სიგრძე 2851 მეტრი იყო. :)

მსგავსი ამბები

Back to top button