არქივი

რა?სად?როდის? #5

62b64e2a9f99
გამოცადე შენი თავი 

1.ამერიკელ ინდიელთა ზოგიერთ ტომში, ქალების სამხედრო პატივით დაკრძალვის ტრადიცია იყო. თუმცა მსგავსი რიტუალი მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრი იყო. რომელი ან როგორი ქალები იკრძალებოდნენ ამ წესით?

2. შირაქის ველზე არის აბრა, რომელზეც განთავსებულია წარწერა: ”საძოვარი ფასიანია. უკუდო პირუტყვისთვის — 50 თეთრი, მოკლეკუდიანისთვის — 1 ლარი, გრძელკუდიანისთვის — 2 ლარი. როგორ აიხსნება ცვალებადი ფასის არსი?

3. როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტანელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტანელები განთქმულნი იყვნენ ლაკონური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა. რა სიტყვა იყო ეს?

4. დაასრულეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდა კარგად გაიცნო ადამიანი, მიაქციე ყურადღება არა იმას, თუ როგორ საუბროს, ტირის ან ღელავს იგი, არამედ დააკვირდით მას მაშინ, როცა…”

5. უკანასკნელ პერიოდში ჩინეთში დასაოჯახებელი ახალგაზრდები მოკლედ წერენ თავის მონაცემებს და მოთხოვნებს პარტნიორზე. ეს ცნობები მთელ ჩინეთში მოძრაობს და უმეტეს შემთხვევაში აღწევს მიზანს. რაზე წერენ ამ მონაცემებს?

6. იაპონელებმა ის დატოვეს ფორთოხლის გამო, არაბებმა თუთიის, ჩვენ ვაშლის. რა?

7. ნაპოლეონს იტალიის ბრძოლებში ხშირად მოსდიოდა უთანხმოება გენერალ ოჟეროსთან. ერთხელაც ნაპოლეონმა მას განუცხადა: ”თუ კიდევ არ დაემორჩილებით ჩემს ბრძანებებს, ვუბრძანებ ჩვენს შორის განსხვავება მოსპონ”. რა განსხვავება იყო ნაპოლეონსა და ოჟეროს შორის?

8. ჰეროდოტე თავის ”ისტორიაში” მოგვითხრობს ხეზე, რომელიც ინდოეთში ხარობს და ”ბეწვს” ისხამს. მისგან ინდოელები ტანსაცმელს ამზადებენ. დაასახელეთ იგი.

9. დიდი ხანი არაა, რაც ევროპაში გამოჩნდა სპორტის ახალი სახეობა, რომელსაც ”ილარ” ეწოდება. რას წარმოადგენს იგი?

10. არაბებმა ერთ-ერთი ქალაქის დაპყრობისას ამ ქალაქიდან გაიტანეს 3000 საპალნე ჯართი, რომელიც ერთ-ერთ მსოფლიო საოცრებას ეკუთვნოდა. ამას 1000-მდე აქლემი დასჭირდა. დაასახელეთ, თუ რისი ნაწილები გაიტანეს არაბებმა.

Back to top button