საკითხავისაქართველოსურათები

საქართველოს საზღვაო კურორტები

407f81c5f8ee

ქობულეთი – ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ.

ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის კლიმატი რბილი სუბტროპიკულია. ქობულეთი საბჭოთა კავშირში რეგიონალური მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ტურიტი სტუმრობს

ქობულეთში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ბათუმი-ფოთი (ს-2). ქალაქში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე.
ქალაქში არის ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები; ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია; 11 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 მეჩეთი, 4 პარკი და 15 სასტუმრო.

b634bd1791d7
de7f646ee1d3
c73d7aee9a93

ურეკი — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზ.დ. 4 მ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. მოსახლეობა 1,4 ათასი (2005). ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.
არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი “ნა-ეკ-ურ-ა” ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.

ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია. 2003 წელს აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს – „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ .

6683a9982927
2a7f2e08c31a

გრიგოლეთი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 3 მ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.

გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს,(ამას არ ვეთანხმები ვფიქრობ ვიკიპედიაში რაღაც შეცდომაა და ეგრე წიგნშიც ვნახე ეწერა რომ ფოთშიც თურმე მაგნიტური ქვიშა ყოფილა რაც არარეალურია) რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი.

6875bf8f29b7
8d10c2a6e160
e14d35739282

სარფი – სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ტობაშის ნაპირებზე. სოფელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზით E70, ს 2 უკავშირდება ქალაქ ფოთს. სარფი მდებარეობს საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, სოფელში არის საბაჟო-გამშვები პუნქტი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სარფში უკანასკნელ ათწლეულში განვითარდა საკურორტო ინფრასტრუქტურა.
სოფლის ტერიტორიაზე არის ტორფის საბადო. აქვე მინდა დავამატო რომ სარფში არის ძალიან სუფთა წყალი და სუფთა “პლიაჟი” სქვა ქალაქეფთან შედარებით

19afe93e3bdf
741fbae09c31

წყარო:ვიკიპედია და მე :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close