რატომ უნდა აკოცოთ ერთმანეთს?
1. კოცნა შველის სტრესის მოხსნას. დაიწყეთ დღე კოცნით და უფრო ადვილად გადაიტანთ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს. კოცნის დროს გამოიყოფა ადრენალინი და შეიცავს ჰიდროკორტიზონს, ჰორმონს, რომელიც ანადგურებს იმ ნივთიერებას, რომელიც გამოიყოფა მაშინ, როდესაც სხეული სტრესშია. + ამას დაუმატეთ კიდევ ის, რომ კოცნისას, მთლიანად სხეული განიცდის ძააალიან მაგარ რელექსაციას!
2. კოვნა ებრძვის კბილის დაავადებებს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კოცნის პროცესი არის პირის ღრუს ნატურალური გაწმენდის საშუალება. ანუ იგივეა დაახლოებით რაც კბილების გამოხეხვაა. (ეს იმას არ ნიშნავს, რომ კბილები არ უნდა გამოიხეხოთ და ისე აკოცოთ!!! :D) ღრმა კოცნისას გამოიყოფა ისეთი სითხე, რომელიც ებრძვის ბაქტერიებს და ვირუსებს.
3. კოცნა წვავს კალორიებს. რაც უფრო მგრძნობიარეა კოცნა, მით მეტ ადრენალინს გამოყოფს ორგანიზმი. შესაბამისად მით უფრო კარგად მუშაობს გული და სისხლს აწვდის მთელ ორგანიზმს. + ამას კოცნა შეიძლება გადაიზარდოს მგძნობიარე კოცნაში, მგძნობიარე კოცნა შეიძლება გადაიზარდოს სექსში და 9 თვის მერე პატარა ბავშვში :D
4. კოცნა ავარჯიშებს სახის კუნთებს. კოცნას შეუძლია თქვენი ტუჩები, ენა, ლოყები, ნიკაპი, ყელის კუნთები დატვირთოს მთლიანად. აქედან გამომდინარე მუშაობს მთელი სახე და ეს ეხმარება სისხლს უკეთეს გადაადგილებაში. ეს საბოლოოდ იწვევს ნაოჭების გვიან გაჩენას და დაბერების პროცესის დაგვიანებას :) ზოგი იმასაც ამბობს, რომ ეს ვარჯიში გეხმარება გამოიყურებოდე ახალგაზრდად, ჯანსაღად და უფრო ბედნიერად.
5. კოცნა აძლიერებს იმუნურ სისტემას. კოცნის პროცესისას თქვენს პარტნიორთან ცვლით ბაქტერიებს და სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც ამ მომენტში გამოიყოფა. ეს ეხმარება ორგანიზმის შინაგანი დაცვის მექანიზმს გაძლიერებაში. საბოლოოდ კი აძლიერებს თქვენ იმუნურ სისტემას.
6. კოცნა აძლიერებს თქვეს მორალს. არაფერია იმაზე უკეთესი თუ თავს გრძნობთ ცუდად, რომ აკოცოთ ვინმეს მაქსიმალური გრძნობებით და გაფორმებებით :D შედეგს იგრძნობთ იმავე წამს და აუცილებლად გახდებით კარგად. თეორიულად, როდესაც კოცნი, ხარ ბედნიერი და როდესაც ხარ ბედნიერი, შესაბამისად თავს გრძნობ კარგად! რატომ ხდება, რომ როდესაც დილით იღვიძებთ, კოცნით სავსე ღამის შემდეგ და ხართ უზომოდ ბედნიერი?
7. კოცნა არის ერთგვარი მედიტაცია. კოცნა იყენებს იგივე ტვინის ნაწილებს და ფსიქოლოგიურ ცვლებს, რასაც მედიტაცია. კოცნა აწყნარებს ტვინს და ფიქრობთ მხოლოდ 1 რამეზე. ეს ეხმარება ტვინის სხვა ნაწილებს დაისვენონ. თუ ვერ მოიპოვებთ სიმშვიდეს კოცნისას, კარგად დააკვირდით ვის კოცნით :D ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იპოვოთ სხვა პარტნიორი! :papa:
8. კოცნა პირდაპირ პროპორციულია სიყვარულთან. სიყვარული კოცნის გარეშე წარმოუდგენელია და პირიქით. კოცნის პროცესში განიცდით უდიდეს სიამოვნებას, ხართ ერთად თქვენს სასურველ პარტნიორთან და გიყვართ ის. ასე, რომ აკოცეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი და იყავით ბედნიერები!
P.S. :dabneuli: სასწრაფოდ ვეძებ გოგონას 18-დან 20 წლამდე.აუცილებელია: იყოს გამხდარი აღნაღობის და მაქსიმუმ 1.73 სმ სიმაღლის.
აუცილებელია: იყოს ლამაზი გარეგნობის. წითური თმა არის +
აუცილებელია: არ უნდა ქონდეს აქცენტი საუბრისას და არ უნდა უტყავდეს “ლ”-ებს.
აუცილებელია: არ უნდა უსმენდეს პაპსას (ბრიტნი სპირსი, ბებე და მსგავსი სლეობები)
აუცილებელია: არ ბალეშიკობდეს ჯეოსტარზე ბორის ბერდიას!
აუცილებელია: ქონდეს ელემენტარული განათლება და მჭადს ნახშირისგან არჩევდეს :D
აუცილებელია: იცოდეს ინგლისური და კომპიუტერი (ამის გარეშე შანსი არაა რამე ქნა დღესდღეობით :D)
აუცილებელია: არ სვავდეს სასმელს დიდი რაოდენობით!!! მაქსიმუმ 2 ჭიქა. 1 მანდილოსნების სადღეგრძელოზე რო მოიხადოს სამადლობელო და მეორეც რამე განსაკუთრებულზე :D
აუცილებელია: ჰოროსკოპით უნდა იყოს თხის რქა!!!
სასურველია: არ ბალეშიკობდეს მადრიდის რეალს (ფეხბურთში)
სასურველია: არ უყურებდეს ბრაზილიურ, არგენტინულ, მექსიკურ და ა.შ. სერიალებს.
სასურველია: არ გიჟდებოდეს ევროპულ მანქანებზე (ოჯახში მაინც იაპონურები გვეყოლება) :D
სასურველია: არ უნდოდეს 29 ბავშვი… 2 არის მაქსიმუმი.
სასურველია: არ ეწეოდეს პლანს. თუ წამალზე ზის არის + (ერთად უფრო ადვილად ვიჩალიჩებთ ზახოდებზე) :D
სასურველია: არ ეწეოდეს სიგარეტს და მეც მაიძულოს რო დავანებო თავი!
თუ ეყოლება რამე უკანა ვიდუში მანქანა (არაჯიპი) ეგეც დიდი +-ია!
რავიცი, ეს კრიტერიუმებია, რაც მოვიფიქრე ამ წუთას თან მეზარება მეტის წერა საქმე მაქვს აუარება…
მოკლედ თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს, არ მოგერიდოთ და დამიკავშირდით შემდეგ მისამართზე: დედიკოს_ბიჭი@gmail.com ან დატოვეთ კომენტარი ამავე პოსტში.
ველი გამოხმაურებებს :cool: