ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

Art-გენი დაიწყო

85211a160376

უკვე მეშვიდე წელია- ერთი და იგივე ადგილი, იგივე სიმღერები, იგივე სახეები , მწვადი და შოთი, ჰამაკებში და ბალახებში მიმოფანტული ხალხი და იგივე ჟრიამული.

სცენასთან ხარ- ქვევით გინდა: ეზოებში სიარული, ბალახებში ჯდომა ლუდით ხელში, ქვევით ხარ- სცენა გიზიდავს, სიმღერებით, ლექსებით ,შეძახილებით და ტაშით.

n356r

წლევანდელი შენამატი- ქართული კალიგრაფიის კუთხე

7zbcy

ყოველწლიური – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

ფესტივალის პირველი დღე სამეგრელოს, იმერეთისა და მცხეთა მთიანეთის ფოლკლორს დაეთმო. კონცერტი გახსნა ჩხოროწყუს ანსამბლმა – 86 წლის პოლიკარპე ხუბულავას ხელმძღვანელობით

6j8e8

ანსამბლი ყოველთვის გამოირჩეოდა საინტერესო სასცენო გაფორმებებით და მცირე წარმოდგენებით

kubu2

საღამოს ფოლკლორულმა ნაწილმა 10 საათამდე გასტანა , მცირე პაუზის შემდეგ კი სცენაზე ჯგუფი ”აუთსაიდერი” გამოჩნდა.

gmwcz

რობიმ სულ 6-7 სიმღერა შეგვისრულა და ბოდიში მოგვიხადა ” დღეს ნამეტანი მძიმე როკულ-მეტალისტურ განწყობაზე ვიყავითო”- თუმცარა ბოდიში ნამდვილად არ ჰქონდა მოსახდელი აუდიტორიის განწყობით თუ ვიმსჯელებთ. მიუხედავად გაძლიერებული დაცვისა , ერთი ”ფანი გოგონა” ვერაფრით ვერ ჩამოიყვანეს სცენიდან.

ფესტივალის პირველი დღე – სანქტ პეტერბურგიდან სტუმრებმა -ჯგუფმა “M a r k s c h e i d e r K u n s t” დახურა. მიუხედავად მცირე ინცინდენტისა (სცენაზე ლუდის ბოთლის სროლა) ჯგუფმა დიდი ოვაციები დაიმსახურა. ცეკვის მოყვარული ქართული საზოგადოება, ჯგუფის წევრების მოწოდების შემდეგ – სცენაზე ახტა და მთელი კონცერტის განმავლობაში არ გაჩერებულა.

1q9p1

ასე ჩაიარა ფესტივალის პირველმა დღემ. წინ კიდევ 5 საინტერესო დღეა, ასე რომ ყველაფერი წინ არის. დღეს რაჭისა და აჭარის ფოლკლორის შემდეგ , ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გველოდება.

წყარო: ubralod.ge

მსგავსი ამბები

Back to top button