გასართობისაკითხავისასარგებლო

კინოროლები

წარმოიდგინეთ ბრედ პიტი ჯეისონ ბორნის როლში (“ბორნის იდენტიფიკაცია”) ან ჯონ ტრავოლტა ტომ ჰენკსის ადგილას “ფორესტ გამპში”. ამ პოსტში გაჩვენებთ კინოროლებს, რომლებზეც ზოგმა მსახიობმა უარი განაცხადა და შემოდგომში შეიძლება ინანა კიდეც.  სურათების ნახვის შემდეგ თქვენ თვითონ განსაჯეთ შეეფერებიან თუ არა ისინი  ამ როლებს ;)

მაგალითად  “ბეჭდების მბრძანებელის” სერიებში gandalfის როლი თავიდან შონ კონერს შესთავაზეს.  თურმე შონი სცენარის წაკითვის მიუხედავად ფილმის  აზრს ვერ ჩაწვდა და ამ საკმაოდ შემოსავლიან როლზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ სერ იან მაკკელენს გაუმართლა და  ის დაამტკიცეს კეთილი ჯადოქრის როლზე.

სწორედ გვინეტ პელტროუ იყო ჯეიმს კამერუნის პირველი კანდიდატი რომელსაც უნდა ეთამაშა როუზის როლი “ტიტანიკში”, მაგრამ მან უარი განაცხადა. შემდეგ ეს როლი კლერ დენისს შესთავაზეს. მას უკვე ნათამაშები ქონდა ლეონარდოსთან ერთად შექსპირის “რომეო + ჯულიეტაში”. საბოლოოდ როგორც ვიცით ეს როლი ქეით ვინსლეტს შეხვდა. (ამ ფილმის მერე ეს ქალი არცერთ როლში არ მომწონებია :armjera: )

ბორნის როლი თავიდან ბრედ პიტს შესთავაზეს მაგრამ მან არჩევანი სხვა საიდუმლო აგენტის როლზე შეაჩერა ფილმიდან “ჯაშუშური თამაშები”.  ბორნის როლი კი მეთ დეიმონს შეხვდა, რომელიც პიტთან ერთად თამაშობდა “ოუშენის 11 მეგობარში”. ფილმის რეჟისორს დოუ ლიმანს შემდეგში მაინც მოუწია ბრედთან ერთად მუშაობა “მისტერ და მისის სმიტებში”.

ჰანა დარილმა თავის დროზე უარი თქვა ვივიენის როლზე ფილმში “ლამაზმანი”. მისი თქმით ეს ფილმი არის პროსტიტუციაზე, რომელსაც ლამაზ მელოდრამად ასაღებენ. ჯულია რობერტსს კი ამ ფილმმა მსოფლიო ვარსკვლავობა მოუტანა.

“X ადამიანებში” ვულვერინის როლზე რასელ ქროუს დამტკიცებას აპირებდნენ, მაგრამ მას ბევრი ფული მოუთხოუვია. ასე რომ სუპერ გმირის როლი ჰიუ ჯეკმანს შეხვდა.

თავიდან მეთ დეიმონი მოისაზრებოდა ჯეიკ სალის როლზე ჯეიმს კამერუნის “ავატარში”, მაგრამ საბოლოოდ როლი ვერ მიიღო. მოგვიანებით მსახიობმა  განაცხადა, რომ მისი არმონაწილეობით ფილმმა ბევრი დაკარგა.

ჯეიკ ჯილენჰალსაც ქონდა “ავატარში” მონაწილების შანსი, მაგრამ მან  აირჩია……… “პერსიის პრინცი”.   რა  თქმა უნდა დიდი შეცდომა იყო.  “ავატარი” გახდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, მსახიობი სემ ვორთინგთონი კი ჰოლივუდის  ყველაზე სასურველი მამაკაცი.  “პერსიის პრინცი” კი უბრალოდ “პერსიის პრინცად” დარჩა.

იან ფლემინგს გრანტ ჰოვერი ჰყავდა ჩაფიქრებული სუპერ ჯაშუში როლზე ფილმში ” აგენტი ნოუ”, მაგრა მის შეთავაზებას გრანტი შეხვდა სიტყვით  “ნოუუუუ”. 58 წლის მსახიობი ფიქრობდა რომ ამ როლისთვის ზედმეტად ბებერი იყო. შონ კონერს კი ნამდვილად გაუმართლა.

სწორედ ჯულია რობერტსი იყო გაფორმებული ქალის მთავარ როლზე “შეყვარებულ შექსპირში”. მაგრამ უარი განაცხადა, რადგან იმ დროისთვის მისმა ბოიფრენდმა დენიელ დეი-ლუისმა არ ისურვა შექსპირის როლის თამაში. რამოდენიმე წლის შემდეგ გვინეტ პელტროუმ მოგვევლინა ამ როლში და დამსახურებულადაც მიიღო ოსკარი.

თავდაპირველად ჯონ ტრავლოტას შესთავაზეს ფორესტ გამპის როლი რობერტ ზემეკისის ფილმში. მაგრამ მან უარი განაცხადა, ისევე როგორც ბილ მიურეიმ და ჩევი ჩეისმა. ტომ ჰენკსმა შეასრულა იგი და თავისი მეორე ოსკარიც მიიღო. მან აჯობა ჯონ ტრავოლტას რომელიც ნომინირებული იყო იმავე წელს იმავე ნომინაციაზე ფილმისთვის “მაკულატურა”.

თავიდან ჩაფიქრებული იყო რომ  “მატრიცა”  შავკანიანი უნდა ყოფილიყო და ეს როლი უილ სმიტს უნდა ეთამაშა. მაგრამ იგი ვერ ჩაწვდა “მატრიცის” აზრს. მისი აზრით იგი ამ ფილმში ყველაფერს აურევდა. კიანუ რივზი კი მასთან შედარებით უფრო ნიჭიერი გამოდგა.

ალ პაჩინომ უარი თქვა ჰან სოლოს როლზე “ვარსკვლავურ ომებში” და ჰარისონ  ფორდს დაუთმო.  შესაძლოა ეს ფილმი ზედმეტად “არა ამქვეყნიური” იყო იმ ვარსკვლავისთვის, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა განგსტერული როლებით ფილმებში “ნათლია” და “კარლიტოს გზა”.

“მეექვსე გრძნობის” მომავალმა ვარსკვლავმა გაიფიქრა: “აჩრდილის თამაში წამგებიანი იქნება ჩემი კარიერისთვის”. და მან უარი განაცხადა “აჩრდილში” მონაწილეობაზე. იმ დროს რა იცოდა ბრუს უილისმა, რომ  ფილმი საკმაოდ შემოსავლიანი გახდებოდა და მსოფლიო პოპულარობას მოუტანდა პატრიკ სვეიზსსა და დემი მურს.

ლეომ თავიდან ინტერესი გამოხატა ეთამაშა პატრიკ ბეიტმენის როლი “ამერიკელ ფსიქოპატში”. თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან მისი აზრით სერიული მკვლელის როლის თამაშს  ფანები ვერ შეურიგდებოდნენ.  ამან საშუალება მისცა კრისტიან ბეილს ეს როლი ხელში ჩაეგდო.

რურკი და სტალონე ორივენი მოიაზრებოდნენ აქსელ ფოლის როლზე ფილმში ” პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან”. თავდაპირველად ფილმი ჩაფიქრებული იყო როგორც მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი და არა კომედია, როგორც ეს შემდგომში გამოვიდა. როდესაც მათ მიატოვეს პროექტი, სცენარი თავიდან გადაიწერა, ისე რომ მორგებოდა ახალ ვარსკვლავს ედი მერფს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close