არქივი

შავი ზღვა და მისი ეკოლოგიური პრობლემა

ae07787270ed

შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, “ევქსინეს ზღვა” – შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.
ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 221 მ.
შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.
მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.
c83b50310a92
პრობლემა:
შავი ზღვის სიღრმე საშუალოდ 220 მეტრია.ამჟამად მისი მხოლოდ ზედა 100 მეტრიანი ფენაა ჟანგბადის შემცველი და მაშასადამე სიცოცხლის მატარებელიც.ქვედა ფენა კი ფაქტიურად მკვდარია-მოწამლულია გოგირდწყალბადით.1980-ანი წლებიდან ყოველწლიურად გოგირდწყალბადის დონე ზღვაში იწევს ზევით ორი მეტრით,თანაც რაც უფრო იზრდება მისი დონე,მით უფრო ჩქარდება ეს პროცესი.ამასთანავე არ მოჩანს ამ საბედისწერო პროცესის ბუნებრივი გაწონასწორების პერსპექტივა,თუ არ შეწყდა გოგირდწყალბადის გამოყოფა ზღვაში.
მიზეზი:
საქმე ის გახლავთ,რომ შავ ზღვას აქვს ერთობ ვიწრო და მეჩეჩიანი ყელი-ბოფორის სრუტე(სიგრძე-30 კმ. სიგანე-3700-750მ,სიღრმე 27,5-121 მეტრი)რომელშიც ორი დინება შეინიშნება:ზედა-შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისაკენ და ქვედა-მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.ზედა დინებას გააქვს წელიწადში 325 მ3 წყალი მარმარილოს ზღვაში.ქვედას შემოაქვს 173 კმ.კუბი წყალი.ზედა დინებას გადააქვს შავი ზღვის წყალი ზედა ფენიდან,რომელიც არ არის (ჯერ-ჯერობით)მოწამლული გოგირდწყალბადით.

სავალალო შედეგი:
თუ არ მოხდება ზემოთხსენებულ საბედისწერო პროცესში ხელოვნური ჩარევა,რამდენიმე ათეულ წელიწადში არნახული ეკოლოგიური კატასტროფის მომსწრენი გავხდებით.შავი ზღვა მოიწამლება გოგირდწყალბადით და მასში სიცოცხლე შეწყდება.ზღვის სიკვდილი კი თავისთავად ეკოლოგიური კატაკლიზმია,ხოლო თუ ამას ზედ დაერთო კიდევ გოგირდწყალბადის აფეთქებაც(რაც შესაძლოა მოყვეს ძლიერ მიწისძვრას)მაშინ ატომური აფეთქების მაგვარი უბედურება დაგვატყდება თავს.ამ დროს წარმოიშვება ცად ატყორცნილი უდიდესი მასა გოგირდ მჟავასი,რომელიც მერე მომაკვდინებელ წვიმად მოევლინება დედამიწას

ისტორიის ფურცლებიდან:

1996 წლის 31 ოქტომბერს ბულგარეთის,რუმინეთის,რუსეთის,საქართველოსა და უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრები ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ,სადაც ხელი მოეწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას,ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ პროგრამას,რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვის გადასარჩენად ოდესმე შექმნილა.
შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამის (BSEP) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ შავი ზღვის გარემო სავალალო მდგომარეობაშია,მაგრამ თან დაგვანახა,რომ სიტუაცია სულ მთლად უიმედო არ არის-შავი ზღვის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.დოკუმენტი,რომელსაც ხელი მოეწერა,უბრალო შეშფოთების განცხადება არ არის.ამ დოკუმენტში ის ღონისძიებებია გათვალისწინებული,რომლებიცდაბინძურების წყაროებს კონტროლს გაუწევს.
სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.ზღვის დაბინძურება საერთაშორისო საზღვრებს არაფრად აგდებს.ზღვის დაბინძურებაში რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის უდანაშაულო.აგრეთვე სახელმწიფო თავს ვერ დაიცავს დაბინძურების უარყოფითი შედეგების ზეგავლენებისაგან ქვეყნის ეკონომიკაზე თუ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შტრატეგიულ გეგმაზე ხელის მოწერით ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება-იმუშაონ მთელს რეგიონში 160 მილიონი ადამიანის კეთილდღეობისათვის.
ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი გამოცხადდა “შავი ზღვის საერთაშორისო დღედ”

წყარო:shavizgva-nini-nino.blogspot.com და ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button