არქივი

შავი არქეოლოგები ისტორიულ ჰერეთში

7269d86f15d6
აზერბაიჯანში , ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე ძველი სამარხები და ნამოსახლარები გამალებით ითხრება. თუმცა გათხრებს აქ არა არქეოლოგები არამედ განძის მაძიებლები აწარმოებენ. მოპოვებული მასალებიდან ოქროს ნივთები ბაქოში მიდის გადასადნობად. ხოლო ასევე ოქრო ბრინჯაოსა და სხვა მასალა, რომელსაც ისტორიული ღირებულება გააჩნია სხვა ქვეყნებში გადის გასაყიდად.

ბრინჯაოსაგან დამზადებული მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელსაც სურათზე ხედავთ განძის მაძიებელთა ერთ ერთი ნადავლია. მეკობრულად მოპოვებულ რამოდენიმე ნივთთან ერთად იგი გასაყიდად საქართველოში ჩამოიტანეს. პირი რმელმაც ნივთები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოიტანა, ამბობს რომ იგი ზაქათალას რაიონშია ნაპოვნი, თუმცა ზუსტ ადგილს არ აკონკრეტებს.
საქართველოში ჩამოტანილ ნივთთაგან ერთ ერთზე სურათის გადაღება მოხერხდა.
,,ბევრგან ვყოფილვარ და შავი არქეოლოგების კვალი ყველგან ჩანს. კახის რაიონში ისიც მითხრეს, თითქოს ერთ ერთ ქართულ ნასოფლარში ოქროს ნივთები უპოვიათ და ბაქოში წაუღიათ. დახლოებით ორი წლის წინ კი, კახის რაიონული ცენტრის გასწვრივ მდებარე მთის, ულუბაშის ფერდზე ნიაღვრის მოვარდნის შემდეგ ძველი სამარხები გამოჩნდა. ყოფილი ქართული სოფლის სოსიკაანთ კარის ნასახლარებზე ახლა მთლიან ქვევრებს თხრიან და ყიდიან”
როგორც ირკვევა ისტორიულ ჰერეთის ტერიტორიაზე განძის მაძიებლები წლების განმავლობაში მუშაობენ. აგრეთვე ისინი საფუძვლად იღებენ იმ ისტორიულ წყაროებს სადაც ნათქვამია რომ სახლს საძირკველში ოქროსა და ვერცხლს ატანდნენ.

 

 

წყარო : http://www.for.ge

Back to top button