არქივი

რა? სად? როდის? #3

62b64e2a9f99
გამოცადე შენი თავი 

1.ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება. რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე როგორც Mele kalikimaka!?

2.ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?

3. ერთი ვერსიით, სამეფო ოჯახის პატივსაცემად, 1907 წელს შეთანხმებულთან შედარებით, იგი დაახლოებით 2 400 იარდით დააგრძელეს. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ უინძორის სასხლის ფანჯრებიდან ედევნებინათ მისთვის თვალი. რამდენ მეტრს შეადგენს მისი სიგრძე 1924 წლიდან?

4. 1984 წლის 24 იანვარს, 22 წლის ბავარიელმა კლაუს ფრიდრიხმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რომლის ხანგრძლივობაც იყო 12 წუთი და 57,3 წამი, მაგრამ ხანგრძლივობა არ წარმოადგენს რეკორდს. რეკორდისთვის მზადება გრძელდებოდა 31 დღე (დღეში 10 საათი) მაგრამ არც ეს დღეების რაოდენობა წარმოადგენს რეკორდს. რეკორდი ასახულია რიცხვებში 320 236-დან 281 581. რას აკეთებდა 31 დღის განმავლობაში კლაუს ფრიდრიხი?

5. სუმოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება ტატიაი. ამ ელემენტში გამარჯვება, დაახლოებით 80% შემთხვევებში შერკინებაში ამარჯვებინებს რიკიშის, ამიტომაც ამ ელემენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიოძის მხრიდან და დამნაშავეები მკაცრად, მათ შორის ფინანსურადაც ისჯებიან. შეძლებისდაგვარად ზუსტად თარგმნეთ ტატიაი.

6. Hotmail-ის დამაარსებელს ჯეკ სმიტს მსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული ფოსტის წვდომის იდეა მოუვიდა. როდესაც საბირ ბჰატია ამგვარი სერვისის ბიზნეს-გეგმით ხელში გამოჩნდა, მან გადაარჩია სიტყვები, რომლებიც „mail-ზე“ მთავრდებოდა და არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. მიზეზი მეტად მარტივია და იგი ერთ-ერთ ენასთანაა კავშირში.დაასახელეთ ეს ენა.

7. კარგ რესტორნებში, როდესაც სომელიე კლიენტს ღვინოს მოართმევს, პირველ რიგში საცობს აწვდის მას. კლიენტმა საცობი უნდა კარგად დაათვალიეროს და დაყნოსოს. დაყნოსვის მიზეზი და მიზანი ასე თუ ისე გასაგებია, აი საცობის დათვალიერება კი ძველი ტრადიციაა. იგივე ინფორმაციის მისაღებად რისი დათვალიერებით შეიძლება შემოიფარგლოს დღევანდელი კლიენტი?

8. ერთ-ერთ საიტზე, ყველაზე უცნაურ პროფესიათა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ახალი პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად იაპონიაშია გავრცელებული. უთანამედროვესი ტექნოლოგიების ქვეყანაში კვლავ გაიზარდა მოთხოვნა მწერლებზე. ვენდოთ იაპონიის კავშირგაბმულობის სამინისტროს სტატისტიკას და დავუშვათ, რომ ყველა იაპონელი ვისაც ამის საშუალება აქვს მხოლოდ ერთი „რაითერის“ „შედევრს“ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ამ „რაითერს“ თეორიულად შეუძლია ერთ „შედევრში“ დღეში ოცმილიონიანი ჰონორარი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მის ერთ გამოყენებაში ერთ ცენტს აიღებს. რას ქმნიან კითხვაში მოხსენიებული მწერლები/“რაითერები“?

9. ფრინველი Buphagus, როგორც წესი შინაური და გარეული ცხოველების — სპილოს, კამეჩის, მარტორქას, ანტილოპის და სხვათა ზურგზე გადაადგილდება. მათ ბალანში ეს ფრინველი საკვებს — ძირითადად სისხლისმწოვ მწერებს მოიპოვებს. ამგვარი თანამშრომლობით კმაყოფილი არიან როგორც საჭმლის მომპოვებელი, ასევე მათი „ტრანსპორტი“. ეს უკანაკნელნი პარაზიტებისგან თავისუფლდებიან და კიდევ ერთ ხეირს ნახულობენ, თუმცა ნაკლებად ვთქვათ სპილო და მარტორქა და მეტად კამეჩი და ანტილოპა. მაშ კიდევ რაში ეხმარება Buphagus-ი ამ ცხოველებს? მიიღება შინაარსით ანალოგიური პასუხები.

10. ზაფხულში, მანჰეტენის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად იგრძნობთ მაღაზიების ღია კარებიდან მომქროლავ სიგრილეს. ისინი ამგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით კლიენტების მოზიდვას ცდილობენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ამგვარი უყაირათობის წინააღმდეგ, და ენერგომომარაგების ინტერესების დასაცავად არის მიმართული. სტატიის სათაურში, რომელშიც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე, აღნიშნული იყო, რომ მაიკლ ბლუმბერგმა ხელი მოაწერა ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბებულ კანონს, რომლის სახელწოდებაც თქვენთვის ცნობილია. დაასახელეთ ამ კანონის სახელწოდება. არ შეცდეთ, არასწორ პასუხზე გამონაკლისები არ დაიშვება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button