არქივი

ანრი დე ტულუზ ლოტრეკი

335cd3e57ea7

ანრი დე ტულუზ ლოტრეკი – ჯუჯა არისტოკრატი, მხატვარი.

44511fec71cd

b191d859dea1

51530a64b3b7

დაიბადა 1864 წელს არისტოკრატების ოჯახში. მისმა წარმომავლობამ უდიდესი გავლენა იქონია მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მაღალი წრისათვის საყვარელი ერთ-ერთი გასეირნებისას ცხენიდან გადმოვარდა, ორივე ფეხი მოიტეხა და ამის გამო სიცოცხლის ბოლომდე ჯუჯად დარჩა და მეორე – ჯუჯა რომ არ ყოფილიყო, არ იარსებებდა მისი გასაოცარი შემოქმედება. ფიზიკური სიმახინჯით დაკომპლექსებული, ის, არისტოკრატულ საზოგადოებაში თავს დამცირებულად გრძნობდა, რადგან იქ არავის აინტერესებდა, თუ როგორი ნიჭიერი მხატვარი იყო ანრი და სათანადოდაც ვერ აფასებდნენ. მხატვარი თავს კარგად მხოლოდ დედასთან გრძნობდა, მაგრამ ეს ღვთისმოსავი და მკაცრი ქალბატონი ბოლომდე ვერ გაუგებდა შვილის სურვილებსა და მისწრაფებებს. ამიტომ ანრი გაექცა მათ და თავი პარიზს შეაფარა, სადაც იმ პერიოდში გარყვნილება ჰყვაოდა. პარადოქსალურია, მაგრამ სწორედ ამ აღვირახსნილობას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მსოფლიოს ჰყავს ასეთი გენიალური მხატვარი, რადგან ლოტრეკის ადრეული ნამუშევრები არ არის ისეთი მაღალი დონის, როგორც პარიზში ჩამოსვლის შემდეგ (მახსოვს, მის შემოქმედებაზე საუბრისას ლექტორმა ამოგვხედა და გვკითხა, დამისახელეთ ლოტრეკის ადრეული ნამუშევრებიდან რომელიმეო. ყველას “მულენ რუჟის” სცენები წარმოგვიდგა თვალწინ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის თავდაპირველად ბუჩქებში დამალული პუდელებისა და ცხენების გარდა თითქმის არაფერს ხატავდა).
იმ ანრი დე ტულუზ ლოტრეკის, რომელსაც დღეს ყველა იცნობს, სიუჟეტები კი დაკავშირებულია არა ბუნებასთან, არამედ თეატრთან, ბალეტთან, პარიზის კაფეებთან, საროსკიპოებთან და მასში მომუშავე ქალების ცხოვრებასთან. მას სძულდა პეიზაჟური ფერწერა. ის თეატრებისთვის აფიშებს ხატავდა (რამდენიმე მათგანი ქვემოთაცაა წარმოდგენილი) და ეს ძლიერ მოსწონდა. შემდეგ უკვე პარიზული ბოჰემის ტილოებზე გადატანა დაიწყო. როდესაც ვან გოგი გაეცნო ლოტრეკსა და მის შემოქმედებას, აღფრთოვანდა. სხვათა შორის, ანრიმ მისი პორტრეტიც დახატა (იხ.ქვ.).

ცხოვრების თავისუფალმა წესმა მის ჯანმრთელობაზე დიდად იმოქმედა. ალკოჰოლიზმით დაავადებულს დაეწყო დევნის მანია. თანდათან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. მისი თხოვნით, იგი დედამ, გრაფის მეუღლე ადელმა საგვარეულო ციხე-კოშკში წაიყვანა. იქ ჩამოვიდა მისი უცნაური ხასიათით განთქმული მამა ალფონსიც. როდესაც ეს უკანასკნელი მომაკვდავ შვილს ბუზებს უგერიებდა, ანრიმ დედას უთხრა: “დედა, თქვენ მხოლოდ ცდილობთ”. შემდეგ ბიძაშვილს უთხრა: “ბებერი სულელი” (საკუთარ მამაზე). ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. 1891 წელს ლოტრეკი გარდაიცვალა.

შემოქმედების ადრეული ეტაპი.

3f3ce717f07e

დედის პორტრეტი

0e1ba76b3cc9

3bf297dea34d

f6ec37de1946

001372d838b4
ვან გოგის პორტრეტი.

დაბლა წარმოდგენილია აფიშები და მისი საუკეთესო ნამუშევრები. ერთ-ერთი მათგანი ლესბოსურ სიყვარულს ეძღვნება. ნამუშევარს ჰქვია “საწოლი”. თავად მიხვდებით, რომელ ნამუშევარზეა საუბარი. (ისე, სულ მამაკაცი მეგონა ერ-ერთი მათგანი)

1a872fa8aaa2

060026af96f6

330a2b63fd5e

a4d4c1aad922

73ba89b3ba93

a4bf8b809ab8

3afcdaf4fbba

9880ba406863

ae0ea5c0ffdb

9c5aa0922a8e

743ae93c96e1

შევეცადე, მაინც და მაინც ტიპიური, ბიოგრაფიული ცნობები არ დამეწერა, რადგან, ცოტა მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომ იმ ფაქტების შესახებ დავწერე, რომლებიც ვფიქრობ, ასე თუ ისე საინტერესოა. მე მისი შემოქმედების თავყვანისმცემელი ვარ და სიამოვნებით შევიტყობდი თქვენს აზრებს.

წყარო: ხელოვნების ისტორიის ლექციები და ჩანაწერები ლოტრეკის შესახებ.

მსგავსი ამბები

Back to top button