არმაზის ბილინგვა
1940 წელს მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არმაზისხევში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ე.წ. “არმაზის ბილინგვა” ანუ ქვის ბრტყელი ფილა ზედ ამოკვეთილი ორენოვანი (არამეული და ბერძნული) წარწერით (ბი – ორი, ლინგვა – ენა). ქვის ფილა, წარწერის მიხედვით, ყოფილა ახალგაზრდა ქალის სერაფიტას საფლავის ქვა.
არმაზისხევში, საერთოდ, გათხრების შედეგად გამოვლენილია ქართლის სამეფოს პიტიახშების ნეკროპოლი (სამაროვანი), ქვაყუთების სამარხებით. აქვე ყოფილა პიტიახშების რეზიდენცია. გამოვლენილია სამეურნეო ნაგებობები, კეთილმოწყობილი აბანო, მოზაიკური იატაკით, ცხელი და ცივი წყლის მილებით და სხვ.
არმაზისხევის რომაული აბანო
წარწერის არამეული ტექსტი წაიკითხა და გაანალიზა ცნობილმა ქარტველმა მეცნიერმა აკად. გიორგი წერეთელმა, ხოლო ბერძნული – აკად. ს. ყაუხჩიშვილმა. ორივე ტექსტი თითქმის ანალოგიურია. გ. წერეთელმა ამ არამეულ დამწერლობას უწოდა “არმაზული დამწერლობა”.
წარწერა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:
1. მისი პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე გ. წერეთელმა წამოაყემა ახლებური ჰოპოთეზა, რომ ქარტული დამწერლობა წარმოიქმნა არამეული დამწერლობიდან.2. წარაწერის შინაარში უაღრესად მნიშვნელოვანია ქართლის სამეფოს სახელმწიფო წყობილების შესასწავლად.
წარწერაში აღნიშნულია, რომ:
სერაფიტა გარდაიცვალა 21 წლისა. ის ყოფილა ქართლის მეფის ფარსმანის პიტიახშის ზევახის ასული. მისი მეუღლე ყოფილა ქართლის მეფის ხსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვარი იოდმანგანი. იოდმანგანის მამა კი (ე.ი სერაფიტას მამათილი) ყოფილა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი აგრიპა.
ბერძნული ტექსტის თარგმანი:
” სერაფიტი, მცირე პიტიახშის, ზევახის ასული, პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძის, იბერთა მეფის, ქსეფარნუგის მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძრვარი, იოდმანგანის მეუღლე გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.”
არამეული ტექსტის თარგმანი
” მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, ქსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის ვინც იყო… არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზიტ, და გარდაიცვალა 21 წლისა.”
ამრიგად, წარწერაში დასახელებულია ორი მეფე: ფარსმანი და ხსეფარნუგი. ფარსმანი ეს არის წყაროებში ცნობილი ფარსმან II, რომელსაც “ქართლის ცხოვრებაში” ეწოდება “ფარსმან ქველი” და რომელიც მეფობდა II ს-ის პირველ ნახევარში. ამის მიხედვით წარწერა თარიღდება მეორე საუკუნით.
წარწერაში იხსენიება აგრეთვე ქართლის მეფის პიტიახში და მეფის ორი ეზოსმოძღვარი აგრიპა და მისი ვაჟი იოდმანგანი. ამრიგად, უმაღლესი მოხელეობა სამემკვიდრეო ჩანს. შინაარსიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარი სარდალია ( შესაძლოა სამხედრო უწყების გამგებელი), რადგანაც მას მოუპოვებია მრავალი გამარჯვება.
“არმაზის ბილინგვა” მოწმობს აგრეთვე, რომ ქართლის სამეფოში ამ დროს გავრცელებული ყოფილა არამეული და ბერძნული დამწერლობა და, შესაძლოა, ის ასრულებდა სახელმწიფო დამწერლობის როლს. ამას მხარს უჭერს ისიც, რომ მცხეთაშივე აღმოცენილია მონოლინგვაც ( ერთენოვანი არამეულწარწერიანი ქვის ფილა) და სხვა ძეგლები, არამეული და ბერძნული წარწერებით.
არმაზციხის ნანგრევები
არმაზისხევში ნაპოვნი აკლდამა
წყარო: საქართველოს და მსოფლიოს ისტორია 11 კლ; საქართველოს ისტორიის წყაროები აბიტურიენტებისთვის; wikipedia.org;