ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 4)

_ საიდან იცი, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ? _ პინოქიო უკვე მეტისმეტად დაღლილიყო აღამართებზე სიარულით. თანაც, მზე ძალიან აჭერდა და ეს სიარულს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა.
_ საიდან იცი, რომ ამ გზით უნდა წავიდეთ?!!! ეს კითხვები, ალბათ უკვე მიხვდით, ბემბის მისამართით იყო დასმული, რომელიც ჩუმად მიდიოდა და პინოქიოს ამ ყვირილნარევ შეკითხვებს პასუხს არ აძლვდა.
_ შენ უფრო კარგი გზა იცი? _ სანტა კლაუსი ამ შემთხვევაში პრაქტიკული იყო.
_ შენ არ გელაპარაკებიან. _ ზედაც არ შეუხედავს, ისე უპასუხა.
_ ბემბი, გააჩერე ეს გველი, თორემ სოროში ჩავაკლავ, იცოდე!
_ აი, მოდი და გაარემონტე!
პინოქიომ ყოველთვის იცოდა, რომ ნებისმიერი, ვისთანაც ასეთ საუბარს დაიწყებდა, მას დაამარცხებდა, რადგან ხის კაცუნას არც სათანადო ინტელექტი ჰქონდა მჭევრმეტყველებისთვის და არც თანდაყოლილი ნიჭი. ამიტომ მისი არათუ დამარცხება, არამედ განადგურებაც კი ძალიან
ადვილი იყო. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდა, თუმცა, ამ ცოდნის მიუხედავად, ასეთი საუბრების ინიციატორად ყოველთვის თავად გვევლინებოდა. როგორც ამ შემთხვევაში და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც საბოლოოდ დაამარცხებდა პიტაჩოკი, რომელსაც ამ საკითხში გაცილებით მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, რომ არა თავად ბემბი, რომელიც საუბარში ჩაერია. მართლაც, არ შეიძლებოდა წამოგყოლოდა მეგობარი ამხელა გზაზე ისე, რომ არ სცოდნოდა, თუ სად მიდიოდა.
_ ნამდვილად ვიცი, რადგან, როდესაც ტყეში გეძინათ, მეცხვარეს შევხვდი. _ ტყუილი იყო,
მაგრამ არცთუ ისე ცუდად ნათქვამი.
_ გვატყუებს რაღაცას. _ ჩაილაპარაკა პიტაჩოკმა.
_ რა მნიშვნელობა აქვს, გატყუებთ თუ არა, უკვე სამი საათია, ამ გზით მოვდივართ. რომც
გატყუებდეთ, უკან დაბრუნებას აზრი მაინც არ ექნება.
_ აი, ხომ გეუბნებოდით არა, თქვე დეგენერატებო?! ტყუილად კი არ ვეკითხებოდი, სად მივდივართ,
ამდენი ხანი რატომ არაფერი არ ჩანს, რატომ ცხელა-მეთქი? _ პინოქიო ძალიან აქტიური იყო.
_ სიცხე რა შუაშია? _ ეს კითხვა სანტასგან წამოვიდა.
_ შენ არ გელაპარაკები!
_ მაშინ მე გეკითხები, პიტაჩოკი!
_ რა იყო, ყველანი ერთად შეიკარით ჩემს წინააღმდეგ, თუ რა პონტია, ვერ გავიგე? იცოდე,
ერთხელაც, ღამე დაიძინებთ და ყელებს დაგჭრით, თქვე არაადამიანებო.
_ შენ რომელ რასას ეკუთვნი? _ ჰკითხა პიტაჩოკმა და ისევ საშინლად გაიცინა.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, პიტაჩოკმა ასეთ დროს დანდობა არ იცოდა. თუ ხედავდა, რომ კაიფის
ობიექტი ქაჯია, ბოლომდე აწვებოდა.
_ შენ რომელ რასას ეკუთვნი? _ ბემბი ძმაკაცს მიეხმარა. _ რომელს – ღორებისას, ტახებისას,
თუ გოჭებისას?
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა.
_ უბრალოდ, ვღადაობთ რა! _ თქვა პიტაჩოკმა და თან თავისი ვარდისფერი კაშნე ყელზე კარგად
შემოიგდო. _ თუ უნდა, ხმას აღარ გავცემ და ეგ იქნება. მე რა, ჩემთვის სულ ერთია. მაგასთან გინდ
მილაპარაკია, გინდ _ არა _ ბემბი ამ ბოლო სიტყვებს მიხვდა, მაგრამ ვერ მიხვდა ადრესატი.
_ ისე, სხვას რომ დაცინი, _ უკვე ხუმრობა ეტყობოდა ხმაში ირემს. _ შენ როგორ დადიხარ?
_ როგორ დავდივარ? _ მართლა ვერ მიხვდა
_ ან შენ როგორ დადიხარ, ან სანტა როგორ დადის?
_ და როგორ, ერთი გვითხარი აბა?
_ ამ სიცხეში ეს ამხელა კაშნე რომ გიკეთია, ამას კიდევ ეს რაღაც წითელი სქელი ზედა რომ
ჩაუცვამს, რა არი, არ გცხელათ, თუ როგორ არის თქვენი საქმე? თუ მარტო პინოქიოზე შეიძლება
კაიფი და თქვენზე არა? რომ იცოდეთ, მე რომ არ ვიყო, აქამდე დიდი ხნის დახოცილები ეყოლებოდით.
პირველ რიგში, შენ მიგასიკვდილებდა, პიტაჩოკ.
_ და მე რატომ, რამე დავუშავე?
_ არა, ისეთი არაფერი, მაგრამ პაპაზე ბევრად სუსტი ხარ. ამიტომ ჯერ შენ მიგასუხარებდა და
მერე _ პაპას. თან, თუ გგონიათ, რომ გაიგებდით, ძალიან ცდები. ღამით მოგეპარებოდათ და
მძინარეებს ყელს გამოგჭრიდათ.
პინოქიო ყველაფერს ისმენდა და, სიმართლე ითქვას, ცოტა სიამაყის გრძნობითაც აივსო. მისთვის
ხომ ამაზე მეტი კომპლიმენტი არ არსებობდა. ვერ ეტყოდი, გულითაც რომ გდომებოდათ, რადგან
ვინმეს მოკვლის გარდა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. _ ამიტომ, თავი შეიკავეთ, რადგან ასე
უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ამ დედანაქაჩი მოგზაურობისთვისაც.
_ კარგი, მაშინ ის გვითხარი, საით მივდივართ? _ ეს უკვე სანტა იყო, რომელსაც მართლაც
სქელი ზედა ეცვა და შუბლზე ოფლი ცვრად ასხამდა. ერთხანს აქტიურად იწმენდდა ოფლს
ცხვირსახოცით, შემდეგ დაიღალა და თავის ნებაზე მიუშვა. ახლა უკვე ნათლად დაინახავდით მის
შუბლზე დაგროვილ წვეთებს. ეს არც ბემბის გამორჩენია.
_ გაიხადე, კაცო, ეგ ბუშლატი, თორე დაიღვარე ოფლად, ვერ ხედავ?
_ ოო, მოიცა რა, იყოს, საღამოს აგრილდება და ისევ უნდა ჩავიცვა მერე, _ ჯერ შუადღე იყო.
_ რას იცმევდი საერთოდ, წამოსულიყავი უმაგისოდ, აქ ვის ეპრანჭები, ერთი გამაგებინა.
_ ლაპარაკი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს. ის გვითხარი, საით მივდივართ და რამდენ ხანში ვიქნებით
იმ ადგილას, სადაც შენ გვპირდები.
_ მე არაფერს არ შეგპირებივართ.
_ მაშინ უბრალოდ გვითხარი, საით მივდივართ?
_ როგორ გგონიათ, ცხენები ან სხვა რაიმე სატრანპორტო საშუალება არ გვჭირდება? თუ ფეხით
უნდა ჩავიდეთ იმ დევის სამეფოში? _ ბემბის გაღიზიანების მიზეზი უცნობი გახლდათ. მას მიზეზი
არც კი ჰქონდა, რადგან ცუდი არავის არაფერი უკადრებია. უბრალოდ, ტყუილის დაფარვა უნდოდა
და შეუტია.
_ მერე ეგრე თქვი, შე კაი კაცო, რა გაყვირებს?! _ პიტაჩოკი ცოტა გაბრაზდა, რადგან უმიზეზო
შენიშვნები არ უყვარდა.
_ მერე ცხენების გარეშე რომ ვერსად წავალთ? სად მივდივართ ახლა? _ ეს პინოქიო იყო.
ბემბი მიხვდა, რომ უკვე ზედმეტი მოსდიოდა და ამიტომ საუბრის ტონი შეცვალა. პრინციპში,
ძალითაც არ უნდოდა; უბრალოდ, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ქნა. თუმცა,
საბოლოოდ კეთილგონიერება ეყო და ტყუილის თქმას, წყნარი ტონით შეუდგა.
_ ჰოდა, თქვენ რომ გეძინათ, რა უნდა მექნა? ადრე გამეღვიძა და ტყეში ხეტიალი და თვალიერება
დავიწყე. მაშინ შემხვდა მეცხვარე – აუარება ცხვარი ჰყავდა. ფარა იმდენად დიდი იყო, რომ სანამ
მეორე ბოლო და თვითონ მეცხვარე გამოჩნდა, დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა. ყველაზე
საოცარი კი ის იყო, რომ ამ ფარას გარშემო მგლები დატრიალებდნენ და ძაღლების მოვალეობას
ასრულებდნენ. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რომ კბილი მაინც გაეკრა ცხვარისთვის.
_ შენ რა იცი, რომ არ უფიქრია? _ ისევ პინოქიო იყო.
_ პინოქიო, ეს გაზვიადებული ამბავია. ბემბი ცდილობს, ლამაზად მოგვიყვეს ამბავი, ანუ
ლიტერატურული სხვადასხვაფერობით შეალამაზოს. სინამდვილეში, მან, რასაკვირველია, არ იცოდა,
რა იფიქრეს მგლებმა. უბრალოდ, თქვა, რომ მათ ასეთი რაღაც არ უფიქრიათო. _ პიტაჩოკს ბემბიმ
შეაწყვეტინა.
_ არა, მე ზუსტად ვიცი, რომ მათ ასეთი რაღაც არ უფიქრიათ. _ ძალიან კატეგორიული იყო.
_ მაშინ საიდან იცი? _ ახლა უკვე პიტაჩოკიც დაინტერესდა.
_ საიდან და, მგლები რასაც ფიქრობენ, აკეთებენ კიდეც. _ აი, ასე თქვა ბემბიმ.
_ ვააა, გოჩა მანველიძე!! _ ეს სახელი და გვარი ზუსტად ისე გამოაცხადა პიტაჩოკმა, როგორც
ოსკარის ცერემონიალის დროს აცხადებენ ხოლმე.
_ გოჩა რა შუაშია? თუ გაინტერესებთ, მოვყვები; თუ არადა, რაც გინდათ, ის ქენით! _ ბემბის
მიზეზი მიეცა გაბრაზებისთვის.
ტყუილს რა ვუთხარი, თორემ რა იყო გასაბრაზებელი ამ უწყინარ ხუმრობაში?!
მოკლედ, ბემბიმ თხრობა გააგრძელა და მეგობრები მოატყუა, რომ თითქოს ამ მეცხვარეს უთხრა,
შორ გზაზე მივდივართო. მერე ისიც დააყოლა, ფეხით ვართ, მანქანა მოგვპარესო და მეცხვარემ
ყველაფრის მერე ცოტა იფიქრა და უპასუხა, კარგი ვინმე ჩანხარ და ამიტომ დაგეხმარებიო და რაღაც
ადგილი მიასწავლა, სადაც გადაადგილების პრობლემას გადაუჭრიდნენ. მეცხვარემ უთხრა, თუ
მანქანას არა, როგორც მინიმუმ, ცხენს მაინც მოგცემენო.
_ ჰოდა, ამის შემდეგ მეცხვარე წავიდა. დავემშვიდობე და თქვენც გაგაღვიძეთ. მორჩა, მეტი
არაფერი მომხდარა. _ დასრულა ამბის მოყოლა.
ამ ამბავში ბევრი რამ იყო უცნაური. დიახ, ზუსტად ასე გაუმართავად უნდა ვთქვა ეს წინადადება,
რადგან თავად ბემბის ტყუილიც გაუმართავი იყო, იმდენად გაუმართავი, რომ პინოქიომაც კი არ
დაიჯერა. აღარაფერს ვამბობ სანტასა და პიტაჩოკზე, რომელიც ცოტა ნაწყენიც ჩანდა ტყუილის
გამო. ისე, არც მას უნდა სწყენოდა, რადგან თავადაც ხომ ტყუილებისა და შანტაჟების დიდი მცოდნე
და მიმდევარი გახლდათ. ამიტომაც იყო ალბათ, რომ ყველაზე ადრე იგი მიხვდა ბემბის ვერაგულ
ჩანაფიქრს, რომელმაც მეგობრების გაცურება გადაწყვიტა. მაგრამ ამას ახლა უკვე არავითარი
მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან, როგორც თავად ბემბი ამბობდა, ნახევარი გზა უკვე გავლილი
ჰქონდათ და უკან დაბრუნებას ვეღარც შეძლებდნენ.
ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია და სამივენი მატყუარა ბემბის დაემორჩილნენ; თანაც ისე, რომ
არც ერთს არ უკითხავს, _ არა, უფრო სწორად, არც ერთს არ უმხელია იგი ტყუილში. ასე ჩუმად
გააგრძელეს გზა, თითქოს არაფერი მომხდარაო. სინამდვილეში, მათ წრეში დიდი განხეთქილება
მწიფდებოდა.
იმ წუთიდან, როცა ბემბიმ ისინი გააღვიძა, უკვე ექვსი საათი იქნებოდა გასული, როდესაც მათ
წინ წითელი ცა გამოჩნდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შორიდან მოკრეს თვალი სიწითლეს. ვერც
დაინახავდნენ, რომ არა ბინდი, რომელიც უკვე კარგა ხნის ჩამოწოლილი იყო. საინტერესოა ისიც,
რომ ძალიან მალე დაღამდა. შუადღეს საღამო არც მოჰყოლია, პირდაპირ ღამე დადგა და, როგორც
სანტა კლაუსმა თქვა, მაშინვე აცივდა:
_ შენ რა, ამ ადგილას ნამყოფი ხარ? _ ჰკითხა პიტაჩოკმა და თან ხელის კანკალით, კაშნე კისერზე
შეიგდო. ძალიან ციოდა.
_ არა.
_ აბა, საიდან იცოდი, რომ ღამე აცივდებოდა?
_ იქიდან, რომ მთაში ვართ, შუადღისას ცხელა, ღამით – ცივა. ელემენტარულია.
_ ვაა, საღოლ! შენ რამდენი იცი! და ახლა არ გცივა?
_ არა, მე სიცხე მიხურებს, თორემ ნებისმიერი სიცივის ატანა შემიძლია. _ გაიმარიაჟა სანტამ.
_ ამტანი ხარ, ბიჭო? _ ეს, რა თქმა უნდა, პინოქიო იყო, რომელმაც გაიხუმრა და თავადვე მოკვდა
სიცილით.
_ აუუ, რა დეგენერატია, _ თვალები მოჭუტა სანტამ და ეს სიტყვები ისე წარმოთქვა: _ სუფთა
ტუპოი! იმენნა ხე რა, ხე!! სად ისწავლე, ბიჭო, ეგ ხუმრობები, ჰა?!
_ დედაშენმა მასწავლა! _ ხმადაბლა უთხრა პინოქიომ.
_ ე, შენი დედა ვატირე! _ დაიყვირა უცებ სანტამ და ხის კაცუნას პირდაპირ სახეში გლიჯა
მუშტი. აბა, მუშტით რას დააკლებდა და ხელიც კი იტკინა. პინოქიო კი კვდებოდა სიცილით.
_ დედა, თორე მეც არ მყავდეს რა!!
უკვე ჩამობნელდა და მაგრადაც აცივდა.
წითლად განათებული ცა უფრო და უფრო ახლოვდებოდა, თუმცა არავინ იცოდა, თუ რა იყო ეს.
ბემბის რამდენჯერმე კითხეს, მაგრამ მან ამის პასუხი ან არ იცოდა, ან იცოდა და არ ამბობდა. მხოლოდ
ერთს აზუსტებდა, რომ ისინი იმ მიმართულებით არ მიდიოდნენ. არადა, ცა ისე ახლოს იყო, რომ
ყველას ეგონა, რამდენიმე ნაბიჯში მის ქვეშ აღმოვჩნდებითო; ხოლო წითელი ცის ქვეშ აღმოჩენა
ნამდვილად არავის უნდოდა. და უეცრად ბემბი გაჩერდა. გაჩერდნენ სხვებიც, რადგან გზა არავინ
იცოდა და რომც სცოდნოდათ, მაინც გაჩერდებოდნენ:
_ აი, აქ უნდა იყოს, _ თქვა ირემმა. ძირითადად, ამ ადგილას მხოლოდ მაყვლის ბუჩქები ჩანდა
და ისიც უმაყვლოდ. ბილიკი არ იყო, პირდაპირ მუხლამდე ბალახში იდგნენ. ბალახი ზოგან მწვანე
იყო და ზოგან მზის სიმხურვალისგან გაყვითლებული. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ ამ ადგილას არავინ
დადიოდა, რადგან ბალახი გაუთელავი იყო, ხოლო ახლო-მახლო მაყვლები იდგა. უპრიანი იქნებოდა
გველებზე გვეფიქრა, რომლებიც სწორედ გამხმარ ბალახსა და მაყვლის ბუჩქებს ეტანებიან.
საინტერესოა, არა? ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ასე იყო თუ ისე, პინოქიო შუა გზაზე გაჩერდა და თქვა, ეს უნდა იყოს ის ადგილი, რომელსაც
ვეძებდითო. გარშემო არავინ ჩანდა. მეტიც, აქ ვინმეს ყოფნის კვალიც კი არ იგრძნობოდა. ნიავი არ
უბერავდა, მხოლოდ ძალიან ციოდა:
_ საინტერესოა! _ თქვა სანტამ _ აქ ასე არ უნდა ყინავდეს.
_ იქნებ განსხვავებული კლიმატური სარტყელია? _ იკითხა პინოქიომ.
_ სარტყელს დროზე ამბობენ, კლიმატური არის პირობები. _ ეს პიტაჩოკის შენიშვნა იყო.
_ კლიმატზეც ამბობენ, _ დაიცვა პოზიცია.
_ ეგრე ამაზეც ამბობენ, _ და სანტამ და პიტაჩოკმა გადაიხარხარეს.
ბემბი კი იდგა და ელოდა, როდის გამოჩნდებოდა ის, ვისთანაც მოვიდნენ. უხაროდა, რომ
მეგობრები ზედმეტი კითხვებით არ აწუხებდნენ და ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო.
თუმცა გულის სიღრმეში, ამ მეტისმეტი ნდობის გამო, შიშიც ჰქონდა, ვაითუ ყველაფერი იცოდნენ
და ეს ტყუილი არ მაპატიონო… მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, რადგან არ ჩანდა ის,
ვისაც მათთვის უნდა ეშველა და დევის სასახლიდან სულ რაღაც ორი დღის სავალ გზამდე უნდა
მიეყვანა. ახლა, როცა ამაზე ფიქრობდა, გულის სიღრმეში სევდა იპყრობდა, რადგან იმ ადგილიდან
თავისი მეგობრები უნდა მიეტოვებინა და ყველაფერი აეხსნა მათთვის, ყოველგვარი ტყუილების
გარეშე. ბემბი მათ სწორედ მაშინ ტოვებდა, როდესაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ეს
მას მოსვენებას არ აძლევდა, თუმცა, სხვა გზა არ იყო, რადგან…
მოკლედ, ახლა ამის დრო არ იყო. თანაც თვალებზე დაეტყო, რომ ცუდ რაღაცეებზე ფიქრობდა,
ხოლო როცა ცუდ რაღაცეებზე ფიქრობ, მაშინვე სახეზე გეტყობა. თვალებს ვერ მოატყუებ. ჰოდა, ეს
შავბნელი ფიქრებიც თვალებზე დაეტყო ბემბის. პინოქიომ დაინახა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
გაბრაზებული იყო სანტასა და პიტაჩოკზე, მაინც მოიცალა მეგობრისთვის და საუბრის დაწყება
გადაწყვიტა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, არც ახლა დასცალდა, რადგან უეცრად რაღაც სასწაული
ხმა გაისმა. მანქანის ხმას გავდა. სანტა მანქანების სპეციალისტი გახლდათ, თუმცა ვერც იგი ვერ
მიხვდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მანქანა უეჭველად სპორტული იყო. საოცარია, ხმა ისმოდა,
მაგრამ გარშემო არაფერი ჩანდა. მერე უეცრად ხმამ მოიმატა და ბემბის გვერდით რაღაც თეთრმა
ჩაუქროლა. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ იქ მყოფებმა მხოლოდ თეთრი ლაქის
დანახვა მოასწრეს, დანარჩენი ვერაფერი გაარკვიეს. მერე ლაქა უკან დაბრუნდა და ახლა ბემბის
მეორე მხრიდან გამოუქროლა. მერე დატრიალდა და პირდაპირ პინოქიოს ფეხებთან გაჩერდა,
რომელიც ბემბის წინ იდგა.
_ გამარჯობა! _ ხმამაღლა მიესალმა, თუმცა პასუხი ვერსაიდან მიიღო. _ გამარჯობა! _ ისევ
გაიმეორა იმ იმედით, რომ ახლა მაინც მიიღებდა პასუხს. თუმცა იმედები გაუცრუვდა, რადგან
საზოგადოება დუმდა. მერე თვითონაც გაჩუმდა და ცოტა ხანში, პინოქიომ იკითხა:
_ თხაა?
_ ოჰ, როგორც იქნა, როგორც იქნა, ხმა ამოიღეთ! ერთ-ერთი თქვენგანი მაინც არ არის ყრუმუნჯი!
მთავარი ის არის, რომ ყრუ არ არის, თორემ მუნჯი რომ იყოს, უკეთესია. სინამდვილეში კი
მუნჯიც არ არის და ეს სასიამოვნოა. დიახ, თქვენ ზუსტად მიხვდით, მე თხა ვარ, თანაც მატორიანი
თხა. აი, იცით, რომელი თხა? რომ იკითხავთ, ხოლმე ‘რა?~ და რომ გპასუხობენ _ ‘მატორიანი თხა~!
მე ზუსტად ის თხა გახლავართ. არა, უფრო სწორად, მისი შვილიშვილი. ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის
წინ მოხდა და პაპაჩემს უკავშირდება. იგი ზუსტად ჩემსავით სწრაფი იყო. მაგრამ ჩემზე მაგრად
ომობდა. პრინციპში, მე მეომარი საერთოდაც არ ვარ. უბრალოდ, დავგაზაობ და მორჩა! ეს არის ჩემი
საქმე. მე დავალებებს ვასრულებ. ხომ კარგად ჟღერს? მოკლედ, პაპაჩემი მაგრად ომობდა და
ერთხელ…
_ ბემბი, ვინ არის ეს თხა?! _ ასე უეცრად და უხეშად შეაწყვეტინა საუბარი სანტამ და ბემბის
გახედა.
_ ამან უნდა გაგვიყვანოს აქედან. უფრო სწორად, იმ ადგილას წაგვიყვანოს, საიდანაც დევის
სამეფოში ძალიან მალე მივალთ.
_ მერე, რატომ ლაპარაკობს ამდენს? _ პიტაჩოკი იყო.
_ მე რა ვიცი, მატორიანი თხაა და ენერგია აქვს. თუ უნდა, იბაზრებს და რასაც უნდა, იმას იზამს.
_ მოკლედ, აი, ასე უხეშად დახვდნენ ისინი მატორიან თხას, რომელიც მათ დასახმარებლად მოვიდა.
თხა გაჩუმდა და ნაღვლიანი სახით წითელ ცას შეხედა. ცდილობდა ეს ნაღველი დაემალა, მაგრამ არ
გამოდიოდა, რადგან ძალიან ეწყინა ასეთი შეხედრა. იგი მთელი გულით მივიდა მათთან, მათ კი სულში
ჩააფურთხეს. ძალიან ნაწყენი იყო.
_ კაირგი, თხაო, _ ბემბიმ დაიწყო, _ როგორ უნდა მოვხვდეთ იმ სამეფოში, აი, იმ წითელ ზეციან
სამეფოში?
_ თქვენ იმ სამეფოში არ მიდიხართ, ეგ ორკების სამეფოა. იქ, ჯერ ერთი, ვერ შეხვალთ, იმიტომ,
რომ დაიწვებით, ისეთი სიცხეა და მეორეც, არც მოგინდებათ შესვლა. ვერ ხვდებით, აქ რატომ არის
ასეთი სიცივე? იმიტომ, რომ ამ მიწების პატრონმა, უცნაურმა ელფმა, _ მან ბემბის შეხედა. _ მიწები
გადაბუგვისგან დაიცვას. ჩვენ ახლა მათი და ჩვენი სამყაროების საზღვარზე ვართ. სულ რაღაც ოც
მეტრში, საშინელი სიცხე და ხმაური დაიწყება. ჯერ ერთი, თქვენ არასწორად იარეთ. მე ძალიან დიდი
დრო დავხარჯე თქვენს მოსაძებნად. მგონი, უნდა გცოდნოდათ, რომ მწვანე წყალთან
დაგელოდებოდით ან…
_ მოიცა ერთ წუთს, შენ ის გვით…
_ არა, ახლა შენ მომისმინე, _ თხამ პირდაპირ პიტაჩოკს შეხედა. _ მე შენ ვინ გგონივარ? მოგაჭრი
მაგ ცინიკოს თავს. აქ რომ მოვედი და გეხმარებით, ესე იგი, ჩემი საქმეა, თორემ აი, საერთოდ სულ
ფეხებზე მკიდიხართ შენც და ეს შენი სამი ძმაკაციც, საუბარს აღარ შემაწყვეტინებ, ან კიდევ.
_ ასე რომ, მე ან მწვანე წყალთან უნდა ვყოფილიყავი, ან არსად. ამ შემთხვევაში, შემეძლო არ
მომეძებნეთ, თუმცა ვიფიქრე, რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდათ და თავი შევიწუხე. ახლა
ყურადღებით მომისმინეთ: მე ერთი ვარ, თქვენ ბევრნი. ამიტომ ყველას ზურგზე ვერ შეგისვამთ და
ისე ვერ წაგიყვანთ. აუცილებელია, რომ რაიმე ოთხკუთხედი და ბორბლებიანი დავამზადოთ, სადაც
ყველანი ჩავეტევით. გარემოებათა გათვალისწინებით, რკინისაგან ან ქვისგან ვერაფერს დავამზადებთ.
ამიტომ, ხისგან უნდა გავაკეთოთ. ასე რომ, გთხოვთ, ბატონებო, შევუდგეთ ოთხთვალას მშენებლობას!
ყველას ეზარებოდა მუშაობა. ასეც უნდა ყოფილიყო, ძალიან დაღლილები იყვნენ და ამ დროს,
სანტა ხმელეთივით გამოჩნდა შუა ოკეანეში. იგი ფეხზე წამოდგა, რაღაც სიტყვები ჩაილუღლუღა
და მათ წინ მეთვრამეტე საუკუნის ოქროსფერი ეტლი გაჩნდა, თავისი ატრიბუტებით, ცხენების გარდა.
_ ვაა, საღოლ, სანტა! _ მატორიანი თხა გაოცებული ჩანდა.
_ უცნაურ ელფს მოკითხვა გადაეცი ჩემგან და უთხარი, რომ თავის ტერიტორიაზე,
ჯადოქრობაში, ამდენი შეზღუდვები არ სჭირდება, რადგან ისედაც ვერავინ გაბედავს, თავს დაესხას.
მე კი ცოცხალი არსებების გაჩენა არ შემიძლია.
_ კარგი, გადავცემ, _ უთხრა თხამ. მერე ეტლში ჩაება. უკვე ოთხივენი შიგნით ისხდნენ.
სპორტული მოტორის ხმა გაისმა და გმირები საოცარი სისწრაფით გაექანენ დასავლეთისაკენ.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close