არქივი

ჰოლივუდის 10 ყველაზე სასტიკი საიდუმლო

z2llj
ოპრა უინფრი არის ადამიანი, რომელსაც ყველა ჰბაძავს და იმავდროულად ქალი. რომელმაც შვილი 14 წლისამ გააჩინა. ამერიკულმა ჟურნალმა Manolith-მა იდუმალების ფარდა ახადა ვარსკვლავების ყველაზე გამაოგნებელ საიდუმლოებს. ჩვენ მათ შესახებ უამრავ სხვადასხვა ინფორმაციას ვკითხულობთ – ხან იყრებიან, ხან ქორწინდებიან, თუმცა ამ სიახლეების უმეტესი ნაწილი ჭორები გამოდგება ხოლმე. ბევრი ცნობილი ადამიანის ცხოვრება იდუმალი ამბებითაც არის მოცული. ჟურნალმა ჰოლივუდის ვარსკვლავთა ათი ყველაზე გამაოგნებელი საიდუმლოს რეიტინგი წარმოადგინა. მათი უმრავლესობა ფართო საზოგადოებამ არ იცის.

სილვესტერ სტალონემ კარიერა პორნოფილმებში დაიწყო

ამის შესახებ ბევრმა მართლა არ იცის. თუმცა თვით სლაი დიდად არ მალავს, რომ “მოზრდილთა ფილმებში” უწევდა თამაში, სანამ მსოფლიო ვარსკვლავი გახდებოდა. მის კინოდებიუტად იქცა პორნოგრაფიული სურათი “კიტისა და სტადის წვეულება”, რომელშიც სლაიმ არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭი გამოავლინა, არამედ კამერის წინ სექსში გაწაფულობაც.

ათწლეულების გასვლის შემდეგ, როცა სტალონეს პოპულარობა მოუტანა ფილმმა “როკი”, “კიტისა და სადის წვეულების” პროდიუსერებმა ფილმი ხელახლა გამოუშვეს, სახელწოდებით “იტალიელი ულაყი”. თვით სტალონეს, გასაგებია, დიდად არ უყვარს თავისი კარიერის ამ ეტაპის გახსენება, თუმცა არც რცხვენია.

ჯეკ ნიკოლსონის და სინამდვილეში დედამისი იყო

ეს გამაოგნებელი ამბავი დიდებულმა ნიკოლსონმა “ტაიმის” ჟურნალისტისგან 1974 წელს შეიტყო, უკვე მას მერე, რაც ამ ისტორიის მონაწილეები, თავად ნიკოლსონის გარდა, ცოცხლები აღარ იყვნენ. ჯეკი 1936 წელს დაიბადა – ის ახალგაზრდა გოგონამ გააჩინა, რომელიც ღამის კლუბში სტრიპტიზიორად მუშაობდა. ბიჭუნას მამა მომავალი მსახიობის დაბადებიდან რამდენიმე თვეში გაუჩინარდა. გოგონას დედამ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ბავშვს თვითონ გაზრდიდა. ორივე ქალის სიცოცხლის ბოლომდე ჯეკი ფიქრობდა, რომ ბებიამისი მისი დედა იყო.

მაიკ ტაისონის პრომოუტერმა ორი ადამიანი მოკლა

პროფესიონალური კრივის მოყვარულები კარგად იცნობენ დონ კინგს – ლეგენდარულ პრომოუტერს, რომლის წყალობითაც მაიკ ტაისონი ვარსკვლავი გახდა, ასევე ლენოქს ლუისი და ევანდერ ჰოლიფილდი. მაგრამ მის წარსულში ბევრი შავი ლაქაა. მაგალითად ის, რომ მის გამო ორი ადამიანი დაიღუპა. პირველი შემთხვევა 1954 წელს მოხდა – კინგის ბინაში მძარცველი შეიჭრა, რომელიც დონმა მოკლა და სასამართლომ ის გაამართლა. 12 წლის შემდეგ კი კინგი მაინც მოხვდა ციხეში – 1966 წელს სასიკვდილოდ სცემა ადამიანს, რომელსაც მისი 600 დოლარი ემართა. თუმცა კინგმა ციხეში მხოლოდ ოთხი წელი გაატარა.

efouo

ვაინონა რაიდერი ბუნებრივად ქერაა

80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის სექსსიმბოლო ვაინონა რაიდერი ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წაბლისფერთმიანი მსახიობი ქალი. მაგრამ სინამდვილეში ვაინონა ბუნებრივად ქერათმიანია! უბრალოდ, ბავშვობიდან არ მოსწონდა თავისი თმის ფერი და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა შეეღება. მის ფილმოგრაფიაში ერთადერთი ფილმი, რომელშიც მას თმის ბუნებრივი ფერი აქვს, არის ტიმ ბარტონის “ედვარდი ხელმაკრატელა”.

ლაიონელ რიჩი ნიკოლ რიჩის მამა არ არის

დღემდე ბევრს მიაჩნია მსახიობი ნიკოლ რიჩი ლეგენდარული მომღერლის ლაიონელ რიჩის შვილად. თუმცა სინამდვილეში ნიკოლი სულ სხვა მუსიკოსის შვილია, რომელიც ლაიონელთან ერთად უკრავდა. როცა გოგონას ორი წელი შეუსრულდა, მამამისი დაიღუპა, დედამისი კი, რომელიც ლაიონელის თანაშემწე იყო, დათანხმდა, რომ რიჩისა და მის ცოლს ბრენდ ჰარვის პატარა ეშვილებინათ.

ჯანეტ ჯეკსონი რვა წელი მალავდა ქორწინებას

ჯეკსონების ოჯახი თითქოს სულ სააშკარაოზეა, თითქოს ყველამ ყველაფერი იცის მათზე. თუმცა ამ მუსიკალური ოჯახის წევრთა პირადი ცხოვრების წვრილმანები მხოლოდ წლების შემდეგ ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, მაიკლ ჯეკსონის და, მომღერალი ჯანეტ ჯეკსონი რვა წელი მალავდა თავის ქორწინებას პოეტ რენე ელიზონდოსთან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯანეტი რენეს 1991 წელს გაჰყვა ცოლად, სიმართლე კი მამამისის შიშით დამალა, რომელიც ცნობილია როგორც საკმაოდ უსიამოვნო პიროვნება, შვილებს რომ გამუდმებით ზღუდავს. სიმართლე მხოლოდ 1999 წელს გაირკვა, მას მერე, რაც ჯანეტის ქმარმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება და ჯეკსონების მრავალმილიონიანი ქონების ნაწილი მოითხოვა.

შარლიზ ტერონმა ნახა, როგორ მოკლა დედამისმა მამამისი

ოსკაროსან შარლიზ ტერონს დიდად არ უყვარს თავის ბავშვობაზე ლაპარაკი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაატარა. ეს გასაგებიც არის – ბევრს არ ესიამოვნება ოჯახური ძალადობის სცენების გახსენება. დიდი ხანია დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ შარლიზის მამა ხშირად სცემდა მასაც და დედამისსაც, მაგრამ ვერავინ ივარაუდებდა, რომ მოვლენები ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ტერონმა აღიარა, რომ მამის გარდაცვალების მოწმე გახდა. მრავალი წელი ამტკიცებდა, რომ მამამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თუმცა სინამდვილეში საქმე სხვაგვარად ყოფილა: ერთხელაც მამა შინ მთვრალი დაბრუნდა, თავის ცოლსა და 15 წლის ქალიშვილს დაემუქრა. მომავალი მსახიობის დედამ თავდაცვის მიზნით ქმარი მოკლა.

ტობი მაგუაიერის მამა ბანკებს ძარცვავდა

ტობი მაგუაიერს პოპულარობა ადამიანი-ობობას სუპერგმირისა და დამნაშავეობასთან მებრძოლის როლმა მოუტანა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როცა ვარსკვლავი გახდა, ტობი მალავდა მშობლების ვინაობას. ჟურნალისტებმა კი გაარკვიეს ჭეშმარიტება – 1993 წელს ტობის მამა ვინსენტი ორი წლით ჩასვეს ციხეში ბანკის გაძარცვისთვის.

j3gok
ოპრა უინფრიმ 14 წლისამ გააჩინა შვილი

ამერიკელი მაყურებლები უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ამ ტელეწამყვანს უფრო უჯერებენ, ვიდრე საკუთარ თავებს. აშშ-ის ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი, მრჩეველი ოპრა უინფრი, მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და მორალური ღირებულებებით – ყოველ შემთხვევაში, ყველას ასე ეგონა. რამდენიმე წლის წინ კი ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ოპრა სულაც არ ყოფილა ანგელოზი. 13 წლისამ საკუთარი დედა გაძარცვა და შინიდან გაიქცა. ერთ წელიწადში კი ბავშვი გააჩინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით თვითონ ოპრამ აღიარა, აზრზეც კი არ იყო, ვისგან დაორსულდა. მას მერე კი გამოსწორების გზაზე დადგა და იმად იქცა, რაც ახლაა. იმ შემთხვევამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა – მაგალითად ის, რომ მას მერე არასდროს უცდია დედობა.

უდი ჰარელსონის მამა ქილერი იყო

ვუდი ჰარელსონის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი ოლივერ სტოუნის “მკვლელებად დაბადებულების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ. თუმცა თვით ვუდის ოჯახური ცხოვრების წვრილმანები ნებისმიერ მძაფრსიუჟეტიან ფილმს შეშურდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ვუდის მამა ფულის გამო ადამინებს ხოცავდა. ამის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ილაპარაკა. ჩარლზ ჰარელსონი კოლორადოში მკაცრი რეჟიმის ციხეში გარდაიცვალა. მან მემუარები დატოვა, რომლებიც, მისი ანდერძის თანახმად, შვილებს გადაეცათ. მემუარებში ჩარლზი ჰყვებოდა, რომ პროფესიონალი კილერი იყო და მის ანგარიშზე რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეა.

წყარო:Ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button