კულტურა

დედამიწაზე ყინულების დაჩქარებული დნობა დაიწყო

5361663711a8

პლანეტა დედამიწა უკანასკნელი 130 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ”გათბა”. 2010 წლის მაისში დედამიწის ზედაპირის ყველაზე მაღალი საშუალო გლობალური ტემპერატურა დაფიქსირდა. 1880 წლიდან დაწყებული, ამ კვლევებს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანეებისა და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური. სამსახური.
მაისი განაგრძობს კლიმატური რეკორდების ”ზოლს”: დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე თბილი მარტი და აპრილი წელს იყო.

კლიმატოლოგების მონაცემებით, პლანეტის ზედაპირის საშუალო გლობალური ტემპერატურა მაისში, მეოცე საუკუნის საშუალო დონესთან შედარებით (14,8 გრადუსი), 0,69 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა, აპრილში ამ მაჩვენებელმა 14,5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც შესაბამის საშუალო დონეზე 0,76 გრადუსით მეტია.

სწავლულები, აგრეთვე აღნიშნავენ, რომ არქტიკაში ყინულის საფარის ფართობმა მაისში საშუალოდ 13,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც 3,7 პროცენტით ნაკლება ამ თვის 1979 – 2000 წლების საშუალო მონაცემებთან შედარებით. ამერიკის შეერთებული შტატების თოვლისა და ყინულის ინფორმაციის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ყინული არქტიკულ რეგიონში ჩვეულებრივზე 50 პროცენტით სწრაფად დნებოდა. აღსანიშნავია, რომ მყინვარების დადნობა დედამიწის თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება, მათ შორის ჩვენთანაც, კავკასიონზე.

წყარო: ჟურნალი თბილისელები.

მსგავსი ამბები

Back to top button