გასართობისაკითხავი

ა-ნეკდოტებ-ი (ნაწ.2)

71a9cd678d3e

მეორე ნაწილი

***
სასამართლოში, მოსამართლე ეუბნება მოწმეს:
— ესე იგი, თქვენ ხედავდით რგორ აღჩობდა ბრალდებული თქვენს სიდედრს?
— დიახ, ბატონო მოსამართლე.
— მერე რატომ არ მიეხმარეთ?
— ვატყობდი, რომ უჩემოთაც კარგად გამოსდიოდა

***

დედა ეკითხება შვილს:
— შვილო, სად გაქვს დღიური?

— ჩემ კლასელს ვათხოვე. მითხრა, მშობლები უნდა შევაშინოო.

***

ანალიზის პასუხი ლაბორატორიიდან: “ქილა ვერ გავხსენით”.

***

სიდედრი ესტუმრა სიძეს. სიძე ეკითხება:
— რამდენი ხნით ჩამოხვედი?
— როგორც კი მოგბეზრდება წავალ.
— ჰო… საჭმელი მაინც გეჭამა.

***

სვანი წერილს წერს მეგობარს: “ამ წერილს ნელა გწერ, ვიცი რომ ჩქარა კითხვა გიჭირს”.

***

გურულები ჩინელებს ომს გამოუცხადებენ.
_ კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? _ ჰკითხეს ჩინელებმა.
_ რამდენი ხართ?
_ მილიარდნახევარი!
_ დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვდარს.

* * *

ენაბლუ ბავშვი მამასთან მივა და ეუბნენა:
მამი! სა… სა… სა… სამი ლარი მომე რაა!
მამა პასუხობს:

წე… წე… წესივრად თქვი, თორემ ცხრა გამოდის, შე შობელძაღლო

* * *

აბრამმა ლატარიის ორი ბილეთი იყიდა. ერთმა ბილეთმა მილიონი
მოიგო , აბრამი კი მაინც ცხვირჩამოშვებული დადიოდა
რა იყო ძვირფასო? -ეკიდხება ცოლი
ძალიან შევცდი, მეორე ბილეთი რომ ვიყიდე.

* * *

აშოტას ეკითხებიან :
-რა გვარი ხარ?
-დადიანი! -პასუხობს აშოტა
-ძალიან ცნობილი გვარია!
-ცნობილი იქნება, ცავატანემ აბა რა ოცი წელია ამ უბანში საპოჟნიკი ვარ

* * *

მამაკაცი ეკითხება ღმერთს:
-უფალო,რატომ შექმენი ქალი ასეთი ლამაზი?
-იმიტომ,რომ მისი შეყვარება შეგძლებოდა.
-მაშინ რატომ შექმენი ასე სულელი?
-იმიტომ რომ შენისთანის შეყვარებაც შესძლებოდა

* * *
მამა პატარა შვილი ფეხებით უჭირავს და ატრიალებს (ეთამაშება) . უცბად შვილი ეძახის:
– ფრთხილად მამი აქ რადია ტო ტო ტო რიააააა

* * *
ორი პამიდორი გზაზე გადადის და ერთი ეუბნება მეორეს:
–ფრთიხლად მანქანამ არ გაგვჭყ….

* * *
მიხო ექიმთან მივიდა და ეუბნება:
–ბუასილის სანთლები მომეციო.
ექიმმაც მიცა 30 ცალი და თან უთხრა 1 თვე უნდა გეყოსო. მეორე დღეს მიხო მივიდა ისევ და ეუბნება:
–კიდე 30 მომეციო.
ექიმიც კიდე მიცემს. მესამე დღეს კიდე მოვა და კიდე 30 მომეციო. ექიმი გაბრაზდა და ეუნბება:
–შენ რა ამ სანთლებს ჭაამ?
–აბა ტრ..ში ხო არ გავიკეთებდი ეეე. უპასუხა მიხომ.

* * *
მთვრალი კაცი შინ ბრუნდება. უკანა ჯიბეში არყის ბოთლი უდევს. სადარბაზოში ასვლისას წაიქცა და საჯდომი გაეჭრა. შევიდა სახლში, სარკესთან მივიდა და სანტავიკი გადაიკრა. დილით რომ გაიღვიძა, ცოლი ეუბნება:
–არ გეკითხები სად დალიე, არ გეკითხები რამდენი დალიე, ერთი ეს მითხარი სანტავიკი რატოა სარკეზე მიკრული და ლოგინი რატოა დასისხლიანებული?

***
მიხომ დაიჭირა ოქროს თევზი. თევზი ეუბნება:
— მთხოვე რაც გინდა, ოღონდ იცოდე შენ მეზობელ მიტუას ორჯერ მეტად აუსრულებ.
მიხომ ცოტა ფიქრის მერე ოქროს თევზს სთხოვა:
— ერთი თვალი ამამთხარე.

***
სვანმა ინტელექტის ასამაღლებელი წამალი იყიდა მაგრამ ვერ მიხვდა როგორ უნდა გაეხსნა.

***
— გოგონი, თქვენთვის არავის არ უთქვავს, რომ ლამაზი ხართ?
— არა!
— არა?.. ვაა!.. ყველა მასეთი პატიოსანია?!

***
სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
«რა მოხდება ქართველი, რომ კოსმოსში გაფრინდეს.»
რადიო პასუხობს:
«დიდი უბედურება. ქართველები სიამაყით დაიხოცებიან, სომხები — შურით და ყველაფერი აზერბეიჯანელებს დარჩებათ.»

***
სვანი სახლში ახალ ავეჯს დგავდა ძველს კი ფანჯრიდან ჰყრიდა. მეზობელი ეუბნება:
— ვინმეს არ დაეცეს, სანამ გადააგდებ დაიყვირე მაინც.
სვანმა უპასუხა:
— მე რა მაქვს საყვირელი. ვისაც დაეცემა იმან იყვიროს.

ქუთაისელი ათვალიერებს ზოოპარკს, დაინახავს მაიმუნს და გალიის წინ გაჩერდება. 1 საათი უყურებს, 2 საათი უყურებს და მერე ეუბნება:
– ბიჭო ჯუმბერ შენ ხარ?

ქუთაისში მიცვალებულს ისეთი ძვირფასი თაიგული მიართვეს, რომ მიცვალებული თავად შეეგება.

ერთი ქუთაისელი ეუბნება მეორეს:
– იცი ბიჭო დედამიწა რომ ბრუნავს?
– ჩუმად ბიჭო, მთავრობამ არ გაიგოს თორე კატაობის ფულს გამოგვართმევს

საჩხერეში გასვენებაა, მიცვალებულს მოასვენებენ ქუჩაში, ამ დროს ერთმა კაცმა ჩაილაპარაკა:
– შეხედე, მკვდარს ისე სწრაფად მოასვენებენ ხელები რუჩკებზე უკიდიაოოო.

-გამარჯობა ჭიჭიკია. რაფერ ხართ ოჯახში?
-შენ რო გაგეხარება ისე.
-რავა ამოწყდით თუ?

შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი “ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა:
– სად მიდიხარ?
– სად მივდივარ და ლექციაზე! – გაიჭიმა ჭიჭიკია.
– ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? – გაიკვირვა პატრულმა.
– სიდედრი მყავს შინ სტუმრად! – აუხსნა ჭიჭიკიამ.

ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს:
– მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს?
– სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას, შეიძლება მოხდეს დიდი მიწისძვრა!..
– მიწისძვრა კი არა – კარავი მოგვპარეს, კარავი!

-ჭიჭიკია რავაა შენი ცოლი?
-არის ჰუმანიტარული დახმარებასავით.
-ეგ როგორ?
-აღარ ვარგა, მარა მაინც ვხ*არობ.

მეგრელი მიდის ტყეში და ხედავს: იმერელი მოჭრილ ხეს დააყენებს და ზომავს, ხე წიქცევა. ისევ ააყენებს და დაიწყებს გაზომვას, ხე ისევ წაიქცევა. მეგელი ეტყვის: -დააწვინე და ისე გაზომეო. იმერელი უპასუხებს: -მე სიგანეში კი არა სიგრძეში მინდაო.

ქუთაისელი ახალგაზრდა ქალბატონი იძახის:
-იმდენს დავდივარ თბილის-ქუთაისს შორის, რომ ერთი ფეხი ქუთაიში მაქ მეორე თილისში
გამოდის მეგრელი და ამბობს:
-ვაიმე ქალბატონო რა საინტერესო სანახავი იქნებით ხაშურში.

კაცი იხჩობა რიონში, ჭიჭიკია გადახტება წყალში, ამოათრევს და გულის მასაჟს უკეთებს. ეს კაციც ასხამს და ასხამს პირიდან წყალს,
უცებ გამოივლის ბიჭიკია და უყვირის:
– ე ბიჯო ამოაყოფიე მაგას ტრ…ი წყლიდან, თუარა ამოაკაჩავა მთელი რიონი.

სილამაზის სალონი ქუთაისში
” შემეეთრიე გოგო რას გევხარ”

-ჭიჭიკია, რავა ჩაიარა დასაფლავებამ?
-რაღა რავა, სიმინ, ისეთი ვიწრო პადიეზდი იყო, რომ მიცვალებული “პოდრუჩკით” ჩამოასვენეს.

რესტორან “ანკესში” ქუთაისელს თევზი გამოუტანეს.
-რაია ბუჯო, ეგი?! ამ თევზს ნამეტანი გლახა სუნი აქ. გუშინწინეებზე უფრო კაი თევზი გქონდენ.
-გეფიცებით ცოლ-შვილს, იგივე თევზია.

ჭიჭიკია ეკითხება ბაზარში გამყიდველს:
– ქათამს რამდენში მომცემო?
– ოც ლარშიო, უპასუხა გამყიდველა.
– რაია, ქინდერის კვერცხებს დებს თუ…?

ქუთაისის ქათმების ფერმაში დირექტორი შევა ქათმებთან და ეუბნება:
-აღარ დაგინახოთ 10 კაპიკიანი კვერცხების დება, გადადით 12-კაპიკიანებზე.
ქათმები გაისუსნენ, ვერცერთი ბედავს შეპასუხებას, ბოლოს ერთი ყველაზე ბებერი გამოვა კოჭლობით და დირექტორს ეუბნება:
-კაი, ახლა დომენტიჩ, 2 კაპიკის გულიზა ნუ დაგვახევიებ პრო*ებს

ნაზიკია ეუბნება შალიკიას:
-შე უპატრონო, რომ მოეთრევი ხოლმე ყოველ დღე გახეთქილი მთვრალი, დაწვები, გამხდი ტრუსიკს და დაგეძინება, მე რეზინი კი არ მიჭერს.

ლეჩხუმლებს გველი გაექცევათ და ერთი ეტყვის მეორეს:
-ე ბიჯო, თუ კაცი ხარ დაიჭირე თორე, ვანელებში თუ გაერია მაგას რას ნახავ მერეო

ქუთაისის ბაზარში:
-ასატრინა გააქვთ?
-არა.
-ქაშაყი?
-არა.
-ლოქო?!
-არა.
-აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!!
-არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.
-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?!

-ჭიჭიკია, შენმა ვაჟიშვილმა ჩემი ქალიშვილი გაიტაცა და უნდა ვიჩივლო.
-მერე კაცო, კიდე შენ ჩივი?!

ქუთაისლები მიდიან და დაინახავენ ზანგს. ერთი ეუბნება მეორეს:
– მოდი ამ ზანგს შარვალი ჩავხადოთ.
– რატომ?
– მაინტერესებს რა ფრად გაწითლდება

მეზობელი:ჭიჭიკია სად მიგყავს ეგ ძაღლი?
ჭიჭიკია: -მესაათესთან.
-კი მარა რა უნდა ძაღლს მესაათესთან?
-სულ უკან მრჩება ეს შობელძაღლი.

ჭიჭიკიას ბოვში ისეთი მახინჯია, ყელზე კატლეტი რო არ ჩამოკიდო ძაღლი არ ეთამაშება.

ჭიჭიკია ზის კაფეში და ზანგი შემოდის დაჯდა ზანგი და ჭიჭიკიას უყურებს.
ჭიჭიკიამ უთხრა: -რავა ისე მიყურებ ვითომ მე ვიყო ზანგი , შენ – ქუთაისელიო.

– ჭიჭიკია, სად იყიდე აგი მაიმუნის სურათი?
– მაგი სურათი არაა, სარკეა და შენ იხედები შიგ.

-ქალო კედელზე ლურსმანი უნდა მივაჭედო, სადაა ჩაქუჩი? – ეკითხება ქუთაისელი ცოლს.
-ჩაქუჩი კარადაშია, ბინტი და იოდი ტუმბოჩკაში.

ჭიჭიკია ექიმთან მივიდა:
-რა გაწუხებთ?
-ცოლი ჩემთან არ წვება.
-რა ქენი იცი? შეხვალ თუ არა სახლში გაშიშვლდი და ეძგერე ცოლს, აუცილებლად დაგნებდება.
მეორე ვიზიტი:
-როგორაა საქმე?
-ცოლს ძალიან შეეშინდა ექიმო, სამაგიეროდ ბავშვები დაწყდნენ სიცილით.

* * *
– უკაცრავად, თქვენ ჩემს მარაოზე ზიხართ.
– მართლა, მეც არ მეგონა საიდან მიბერავდა?!

* * *
– გააქვთ კანფეტი ,,ძროხის ფრთა”?
– რა სისულელეა!
– ვერ გავიგე ,,ჩიტის რძე” არ არის სისულელე?!

* * *
სვანს თავის ხვრინვაზე გაეღვიძება და მეორე ოთახში გავა.

* * *
– ქორწინების მერე კაცი მართლა ძალიან იცვლება?
– რატომ?
– აი, მე ქორწინებამდე ყველა ქალი მომწონდა.
– ახლა?
– ახლა ყველა, ერთის გარდა.

* * *
გურული ეკითხება სადგურის მორიგეს:
– ოზურგეთის მატარებელი მალე მუა?
– დღე-დღეზე ველოდები, – დაამთქნარა მორიგემ.

* * *
დაუპატიჟებელ სტუმარზე უარესი, მხოლოდ გაუსტუმრებელი სტუმარია.

* * *
პარლამენტართან მიღებისას:
– უკაცრავად, ბატონო, ამდენ დროს რომ გართმევთ ჩემი საქმეებით.
– არა უშავს, არა უშავს… მაინც არ გისმენთ.

* * *
ერთმა აგარაკი იქირავა და დილით სათევზაოდ მიმავალმა გლეხს ჰკითხა:
– გეთაყვა, ამ ტბაში თევზაობა ნებადართულია?
– რა თქმა უნდა.
– მაშასადამე, თუ თევზს დავიჭერ, დანაშაული არ იქნება?
– არა ბატონო, დანაშაული რას მიქვია, ეს სასწაული იქნება.

* * *
– რა ამბავია არისტო, მეოთხეჯერ რომ იცვლი ბინას?
– ცოლს არ მოწონს და რა ვქნა?
– ცოლი გამოიცვალე, შე კაცო!

* * *
– გუშინ ზინას გავეხუმრე და ეწყინა, ასე მითხრა წელს ქვემოთ ხუმრობებს ვერ ვიტანო.
– რაზე გაეხუმრე?
– მკერდზე.

* * *

ორი სვანი მიდის ლიანდაგზე და ერთი წუწუნებს:

აუ ვინ მოიგონა რა, რამდენი კიბეებია და რა დაბალი მოაჯირები აქვსო

* * *

სვანი ბავშვს ყურებს დააჭრის, ავი გამოვაო.

* * *

სვანი მოკვდა სასაფლაოზე ჭირისუფალი ყველას მოაგროვებს და იტყვის:ახლა გვირგვინს გადმოვაგდებ და ვინც დაიჭერს შემდეგი ის იქნება!!

* * *

სვანი ბანანს დაიჭერს და იტყვის”ვა ბადრიჯან ლაითი?”

* * *

სვანი მამა ბავშს ათვალირებინებს თბილისს:

ეგე შვილო ეს ყოფილი მერიაა, ეს ვახტანგ გოგრგასალია,ეს ფუნიკულიორი და თავში წამოარტყავს:რამდენჯერ გითხარი აფთიაქთან პირჯვარს ნუ იწერ მეთქი

* * *

სვანი მანქანას ყიდულობს. გამყიდველი ეუბნება, რომ მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშებით და ავარიის შემთხვევაში გაიბერება. სვანი ცოტა გაკვირვებული გადახედავს და ეტყვის:

_ საიდან მოიტანე, რომ ავარიის შემდეგ ძილი მომინდება.

* * *

სვანი: _ ვერ ვიძინებ სიბნელეში, იმიტომ რომ ვერ ვიგებ თვალები დახუჭული მაქვს თუ არა.

* * *

თუ გინდა სვანმა არ შეგაწუხოს მთელი დღე, უნდა მისცე მას ქაღალდის ფურცელი, რომლის ორივე გვერდზე წერია: “გადააბრუნე

* * *

_რომელია ყველაზე სწრაფი მხეცი?

_სვანი “ლამბორჯინით”.

* * *

ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…

* * *

– კინოთეატრში როგორ შედიხარ უბილეთოდ?

– კონტროლიორი სვანია და უკან-უკანშევდივარ ხოლმე, იმას გონია გამოვდივარ.

სვანი წევს ტრამვატოლოგიურში, მარტო პირზე არ აქვს ბინტები შემოხვეული.
– რა მოგივიდა?
– ხეს დავეჯახე.
– აუუფ, წარმომიდგენია მანქანა რა დღეში იქნება…
– არა, ფეხით ვიყავი

სვანს წითელი “ჩორნი ბუმერი” უნდა.

ენაბლუ შედის რესტორანში და ოფიციანტს ეუბნება: ხა-ხა-ხა-ხაში მინდაო

ლექტორი უხსნის სტუდენტებს:
-არსბობს ადამიანის მიერ რეაგირების სამი ფორმა: გაკვირვება, გაბრაზება და გაცოფება. მე თქვენ სამივე მათგანს პრაქტიკულად განახებთ.
იღებს ტელეფონს და რეკავს ერთ-ერთ შემთხვევით ნომერზე და ეუბნება-უკაცრავად გელას სთხოვეთ?! -სხვაგან მოხვდით! -ეს იყო გაკვირვება უხსნის ლექტორი და კიდევ რეკავს იგივე ნომერზე -უკაცრავად გელა არ მოსულა? -ხომგითხარით გელა არ ცხოვრობს აქ! -ისმის უკვე გაბრაზებული ხმა. -ეს არის გაბრაზება -ამბობს ლექტორი და ისევ რეკავს – უკაცრავად ისევ მე ვარ, გელა რომ მოვა უთხარით შალვამ დაგირეკათქო. -რამდენჯერ უნდა დარეკო შენი…. -აი ესკი მესამე გაცოფება ამბობს კმაყოფილი ლექტორი.
დგება ერთ-ერთი სტუდენტი და ეუბნება -პატივცემულო მე მეოთხე ფორმაც ვიცი გამოდებილება -კრეფს იგივე ნომერს და ეკითხება -გამარჯობათ მე გელა ვარ და ხომარავის ვუკითხივარ? – კიიიიიიიი, შალვა გკითხულობდათ…

მთვრალი უვლის გარშემო ჭას, თან თავისთვის ბუტბუტებს:
_ სადმე თუ არ გადავძვერი, ამ ღობეს ბოლო არ უჩანს რა

გურულმა ტყუპები დაინახა და მშობელს გაკვირვებული ეკითხება:
— აგია იგი თუ იგია აგი?

ოლღა ბებია მივიდა ექიმთან გასასინჯად, ექიმმა მოუსმინა, გასინჯა და ეუბნება..
– მე გავალ და მაგერ თაროზე რო ბანკაა იმაში მოშარდეო…
ცოტა ხნის მერე შემოდის და რას ხედავს; თარო, კედლები , მაგიდა, სკამი, ფარდა… ყველაფერი შარდითაა სველი…
– რაია ბებო აი? გაცოფდა ექიმი…
– აბა ნენა, რომელი სნაიპერი მე ვიყავი აქედან იმ ბანკაში რო ჩამეფსა…

სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.
– რა უთხარი ქალო ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან რო ევიყვანე!.

– გურული თოხებს ყიდის, მეგრელი შეევაჭრა
– კარგი თოხებია მარა ტარი აქ მოკლე
– ყანაში მეტი არ უნდა შენ თუ ბალკონიდან გინდა თოხვნა არ ვიცი მე

სვანმა შაქრის ტომარას მარილი მიაწერა, ჭიანჭველები არ დაესივნონო

სვანი საავადმყოფოში წევს მრავალი მოტეხილობით

– რა მოგივიდა?
– რავი აბა, ცხენიდან გადმოვვარდი, მერე რაკეტა დამეჯახა, მერე ჭიქაში ჩავვარდი და მერე აგარ მახსოვს…
– კი მარა, ასეთ ადგილას სად იყავი?
– კარუსელზე ვტრიალებდი და…

ეხა ყველაზე მაგარ ხალხზე რაჭველებზე ანეკდოტები

რაჭველი გოგოს თვალს ჩაუპაჭუნებს გაახელს და გოგო აღარ დახვდება

სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი… სვანი უყვირის.

_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ ფეხი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ აბა, რა მოიტეხე?

_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!

რაჭველი მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდება და გზად ყველა მეზობელს დაემშვიდობა.

რაჭველებმა თქვეს, ეჰ, ერთი სწრაფი ბიჭი გვყავდა და იმასაც კატოკმა გადაუარაო.

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.

-შევცოდე მამაო.

-რა შვილო ჩემო?

-მეგრელი მოვატყუე.

-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.

რაჭველს ჭამა დაავიწყდება და მოკვდება

რაჭველს დაეძინება და გამოღვიძება დაავიწყდება

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:

– თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

– მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება.

-500 ლარი, შენი ჭირი მე.

-რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია.

-რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა?

-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.

იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:

-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…

რაჭველი დაიჭერს ოქროს თევზს და სანამ სურვილს ეტყვის თევზი მოკვდება.

ესე იგი ორი რაჭველი მირბის და აგვიანდებათ მატარებელზე. მივლენ და “პრავადნიკი” ეტყვის რომ 5 წუთია წავიდაო. ერთი რაჭველი კი დააყოლებს:

-კიდე კაი ვირბინეთ, თორე ნახევარი საათით დაგვაგვიანდებოდაო

გურულებზე

1)გურულს ეკითხებიან ის კაცი ხომ შენი ნათესავიაო. -კი მაგრამ შორეული. -პასუხობს გურული.

-მაინც როგორი? -12 და-ძმა ვიყავით,მე პირველი დავიბადე,მაგი ბოლო.

2)გურული ხიდან ჩამოვარდება და საავადმყოფოში გააქანებენ.

რამოდენიმე ხანში ექიმი გამოდის და ამბობს:

_ ეჰ ძამა, დეიგვიანეთ…

_ რავა ძამა, სანამ ჩამოვარდებოდა მანამდე ხო არ წემევიყვანდით აპა!

3)გურულს ქმარი მოუკვდება, საყვარელთან წევს და ერთ ამბავშია.

უცებ ქალი გაჩერდება, ახედავს საწოლის თავზე დაკიდებულ ქმრის სურათს:

_ შენ რომ გიყვარდა თვარა, ამის თავი მაქ ახლა მე…

4)გურული რესტორანში:

– ოფიციანტკა, მოი, ერთი, აქანა.

– რა გნებავთ, ბატონო?

– აი ლიმონათი ნამეტანი მღვრიეა, რაშია საქმე?

– ლიმონათი ძაან კაია, ჭიქაა პაწა გოურეცხავი.

5)გურული ქალი დასტირის ქმარს: მიდიხარ ხოომ ! მტიებ ხოომ,მალაადეც!!!

6)გურული ცოლს: ქალო ერთი წამი მაინც გაჩუმდი, გევიგო დეიქოქა თუ არა მანქანა!

* * *
სვანი ეუბნება რაჭველს:
– თუ მიხვდები ჯიბეში რამდენი ვაშლი მაქ შვიდივეს მოგცემ
– ასე სამი–ოთხი გექნება

* * *
გიჟებს დაუხატეს კეტელზე მოტოციკლი.
დაინახეს თუ არა მაშინვე ყველა გიჟი შეასკდა კედელს არა მე უნდა დავჯდე არა მეო. მარტო ერთი გიჟი დარჩა და ტრაბახობდა:
– სად მიდიხართ თქვე გიჟებო გასაღები მე მაქვსო

* * *
ბავშვმა ზოოპარკში დაინახა ფარშევანგი და დედას უთხრა;
– ნახე დედა ქათამი აყვავდაო

* * *
_ერთი ხაჭაპური მომეცით თუ შეიძლება.
_ორად გაგიჭრად თუ ოთხად??
_ოთხად, ძალიან მშია

* * *
– ქსენია სადაა შენი ქმარი
– კატა წაიყვანა მდინარეზე, ყველაზე ღრმა ადგილას დავახრჩობო
– მალე მოვა?
– რავიცი, კაი 5 საათი იქნება გასული რაც კატა დაბრუნდა

* * *
ბავშვი ქიმიის გაკვეთილზე თითს ჩაყოფს ისეთ ნივთიერებაში რომელიც რამოდენიმე საათის განმავლობაში აქვავებს…
ასე გაშეშებული თითით მივა ბავშვი სახლში, ამას დაინახავს ბაბუა და კითხავს:
– რაარი ბაბუ ეს?
– ქიმიის გაკვეთილზე რაგაც ნივთიერებაში ჩავყავი თითი და გამიშეშდა
– ბაბუ შეგიძლია ხვალ ეგ ნივთიერება მომიტანო და მე შენ 20 ლარს მოგცემ!!!
ბავშივი დაეთანხმა და მოუტანა ბაბუას ეს ნივთიერება და ბაბუამაც მისცა 20 ლარი
მეორე დღეს ბავშვი სკოლაში სანამ წავა ბაბუა გააჩერებს და კიდე 20 ლარს მისცემს
ბავშვი კითხავს:
– რაარი ბაბუ ეს?
– ეს ბებიაშენმა დაგიმატა…

* * *
ექიმი პაციენტის სმენას ამოწმებს: -აბა გაიმეორეთ: თორმეტი! -დებილი თავი გაბია!

* * *
საგიჟეთში დამლაგებელი ალაგებს და უცებ ერთ-ერთი გიჟი გამოეკიდება დანით გარბის ქალი და მოსდევს ეს გიჟი ღრიალით ქალი მივარდება კარებს და ვერ აღებს(ჩაკეტილია) მივარდება ეს გიჟი ღრიალით აიღებს დანას მიცემს და ეტყვის -ახლა შენ გამომეკიდეო

* * *
მეგრელი რუსთაველზე ასეირნებს ინდაურს. გააჩერებს პატრული და უყვირის
-შე კაცო აქ სოფელი ხომ არ გგონია, მოაშორე ეს ინდაური აქედანო.
მეგრელს მოეშლება ნერვები
– კაცო აგერ მტრედები რომ დადიან, ჩემმა ინდაურმა რა დააშავაო?
პატრული:
-მტრედები მშვიდობის ფრინველები არიან!
მეგრელი:
-ნიუჟელი ჩემს ინდაურს უნდა ომი!
-ნიუჟელი ჩემს ინდაურს უნდა ომი!

* * *
პარმენიჩი გამოცდას აბარებს საგზაო წესებში.
ინსტრუქტორი ეკითხება:
– აბა პარმენიჩ მითხარი რას ნიშნვს ნიშანი რომელზეც ჩანთიანი ბავშვი გარბის?
– ბავშვი მორბის სკოლიდან
– რატომ მორბის და არა მირბის?
– მორბის… აბა რომელი ნორმალური ბავშვი მირბის სკოლაში?

* * *
სვანს ეკითხებიან, რა გვარი ხარო..
-ორასოციანი.
-ეგ როგორ?
-დედ-მამით ასათიანი ვარ…

* * *
-დედიკო მეძახდი?
-არა.
-მამიკო მეძახდი?
-არა.
-ბებია, ბაბუა თქვენ მეძახდით?
-არა.
-კარგით ახლა სხვანაირად დავსვამ კითხვას: დღეს საჭმელს მაჭმევს ვინმე თუ არა?!

* * *
ოზურგეთის რკინიგზის სადგური, გასული საუკუნის 40 იანი წლები:
ვჩივი რაცხას! ვჩივი რაცხას! დამაყურეთ:
ოზურგეთის მატარებელი ნომერი ვოცდა ვოორი (22),
შემოჯლიგინდება პირველ ლიანდაგზეეე,მგზავრებო, გუშღანდელივით არ დეიწყოთ ტლიკინი და თქვენმა ყაზირელებმა ჭლიკი არ მეიტეხონ პწკალაზეეე…
კიდოოომ ვჩივიიი. კიდოოომ ვჩივიიი, დამაყურეეეთ…

* * *
ხუდადოვის ტყეში ხანძარი გაჩნდა და ხალხი სახანძროში რეკავს. ზარს გამოცდილი და მრავალდამწვრობამიღებული მეხანძრე, ვალოდია პასუხობს:
-ალო.
-ტყეში ხანძარია გვიშველეთ რამე.
-არ ჩააქროთ მოვდივარ.

* * *
ერთი სვანი მეორეს ეკითხება, დღეს როგორი ამინდია?
– ჩრდილში 36გრადუსია.
– მზეზე?

* * *
-ოფიციანტ შენმა კატამ ჩემ ჭიქაში კუდი ჩაყო .
-არ ჩაუყვია ბატონო როგორ გეკადრებათ , მზარეულს კითხეთ.
-მზარეულო შენმა კატამ ჩემ ჭიქაში კუდი ჩაყო
-არა ბატონო როგორ გეკადრებათ როგორ გავაბედინებდი მაგას,მუსიკოსს კითხეთ.
-მუზიკანტ შენმა კატამ ჩემ ჭიქაში კუდი ჩაყო .
-ეხლავე ბატონ, ო აბა ბიჭებო1…2…3… ”შენმა კატამ ჩემს ჭიქაში კუდი ჩაყოოოოოოო”

* * *
მთვრალი მიხო ტაქსში ჩაჯდა. მძღოლი ეკითხება:
საით?
რა შენი საქმეა…

* * *
სვანი ბრიტვას წიგნში ჩადებს, ცოტა ხანში ვეღარ პოულობს და სარჩევში ეძებს

* * *
მიხო ბაზარში პომიდორს ყიდის. მასთან ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მივა და პომიდვრის არჩევას დაიწყებს.
აიღებს ერთ პომიდორს, მოუჭერს ხელს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, აიღებს მეორეს, ხელს მოუჭერს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, იგივეს გაიმეორებს მესამედ, მეოთხედ? მიხომ უყურა, უყურა და ეუბნება:
– გო შენ, რომ ეგრე მიგზილ-მოგზილო ივარგებ?

* * *
– ბრალდებულო ძაძამია როგორ მიაყენე 7 ჭრილობა დაზარალებულლსს?
– მომე დანა და გაჩვენებ…

* * *
ორი სვანი ზის ორსართულიან ავტობუსში. ზემოთ ვინც ზის ის გაფითრებული ჩამოვა და მეორეს ეუბნება:
– ზემოთ არ დაჯდე, მძღოლი არ ზის…!!!

წყარო: თბილისელები, სარკე , გზა

მსგავსი ამბები

Back to top button