არქივი

FORD ფოტო ისტორია

841da3bff2e4

პოსტში გთავაზობთ როგორც წერილობით ასევე ფოტო ისტორიას ლეგენდარული ავტო მაგნატის FORD-ის შესახებ

ფორდ მოტორ კომპანი (ინგლ. Ford Motor Company), კომპანია „ფორდი“ — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი ტოიოტას, ჯენერალ მოტორსის, ფოლკსვაგენისა და ჰიუნდაის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ავტომანქანების გაყიდვებით (2010 წლის მონაცემებით). 2010 წელს ფორდი რანგით მეორე ავტომწარმოებელი იყო აშშ-ში ჯენერალ მოტორსის შემდეგ და მეოთხე ევროპაში იგივე მაჩვენებელში.

შტაბ-ბინით დირბორნში, მიჩიგანი (დეტროიტის გარეუბანი), ავტომწარმოებელი დააფუძნა ჰენრი ფორდმა და კორპორაციად ჩამოაყალიბა 1903 წლის 16 ივნისს. ფორდში ამჟამად გაერთიანებულია ფორდის და ლინკოლნის ბრენდები. ფორდი ასევე ფლობს მაზდას საკონტროლო პაკეტის 1/3-ს და ასტონ მარტინის აქციების მცირე ნაწილს ბრიტანეთში.საავტომობილო კრიზისის შედეგად ფორდმა 2008 წელს ინდურ ტატა მოტორსს მიჰყიდა თავისი ყოფილი ბრიტანული შვილობილი კომპანიები იაგუარი და ლენდ როვერი. 2010 წელს ფორდმა ასევე გაყიდა ვოლვო, ის შეიძინა ჩინურმა Geely Automobile. ფორდმა ასევე შეწყვიტა მერკურის ბრენდის გამოშვება 2011 წელს.

1999 წელს ფორდი შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს უდიდეს 10 კორპორაციას შორის ითვლებოდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა მომგებიანი კომპანია იყო, ასევე ნომერ მეორე ავტომწარმოებელი მსოფლიოში. თუმცა 1995 წლიდან ფორდმა ბაზრის წილის დაკარგვა დაიწყო და უპირატესობა დათმო 2000 წლისთვის.

ფორდს ეკუთვნის მრავალი ინოვაცია ავტოწარმოებაში, მათ შორის კონვეიერის მეთოდით (ინგლ. assembly lines) უზარმაზარი ინდუსტრიული საწარმოო ძალის მართვა. ჰენრი ფორდის მაღალი წარმადობის ქარხნების, მაღალანაზღაურებადი მუშებისა და დაბალი ფასების კომბინაციამ რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიულ წარმოებაში და მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც “ფორდიზმი” 1914 წლისთვის.

ახლა კი გთავაზობთ ფოტომასალას

თანამედროვე მოდელები

841da3bff2e4

6ff812d72eb3

781468e7bc7b

ad27c7c2cf46

cddf85f51349

fe74b1ef3513

20fad8c056e1

b66036945ff9

0ac05b820919

ძველი სკოლა

 

ea42ead906a1

3c4dbb4084ac

8989b13fca42

007ac007f026

4a3198114b46

4X4 მონსტრები

ed860d6bafc1

a7fea20a7a15

347fda606402

2873f4216a5c

464d8e4a5d5a

9b7997671850

 

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

 

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Back to top button