არქივი

აფრიკა

9ebf47d01d1b
აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.

აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.

ეტიმოლოგია

აფრი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენთან მცხოვრები რამდენიმე ხალხის სახელი. რომაული ბოლოსართი “-კა” მიუთითებს “ქვეყანას ან მიწას”. სხვა წყაროებით ამ სიტყვის გაშიფრვრა ამგვარად შეიძლება:
ლათინური სიტყვა aprica, ნიშნავს “მზიანს”;
ბერძნული სიტყვა “aphrike”, ნიშნავს “სიცივის გარეშე”. ეს თეორია წამოაყენა ისტორიკოსმა ლეო აფრიკანუს (1488-1554), რომლის მოსაზრებით ბერძნულ სიტყვაზე ფრიკე (φρίκη ნიშნავს “ცივს და საზარელს”), მიკუთვნების თავსართის “ა-” დამატებით ის მიუთითებს მიწაზე, რომელიც თავისუფალია სიცივისა და სისაზარლისგან.

გეოგრაფია
12317cc82296
აფრიკის ტოპოგრაფია

აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბლარტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).

აფრიკის გეოგრაფიული ნაწილები:

██ ჩრდილოეთი აფრიკა

██ დასავლეთი აფრიკა

██ ცენტრალური აფრიკა

██ აღმოსავლეთი აფრიკა

██ სამხრეთი აფრიკა

854561361b59

აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან–ტომე, ანობონი, ფერნანდო–პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან–და–კუნია.

ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.

დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიკა.

უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.

მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.

უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).

აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.

ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:
ჩრდილოეთი აფრიკა
დასავლეთი აფრიკა
ცენტრალური აფრიკა
აღმოსავლეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა

კლიმატი, ფაუნა, ფლორა

აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი ძირითადათ უდაბნო და მშრალი მხარეა. ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში გვხვდება სავანეები და ჯუნგლები. შუალედური ადგილები სტეპებს უკავიათ.

აფრიკის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია და მოიცავს მტაცებელ ცხოველებს (როგორიცაა ლომი, ჰიენა და ლეოპარდი), ბალახისმჭამელებს (როგორიცაა სპილო, აქლემი, ჟირაფი), ჯუნგლების ბინადრებს (მაიმუნები, გველები), და წყლის ცხოველებს (ნიანგები).

ისტორია

ლუსი, Australopithecus afarensis
f96972dbcd61

პალეოანთროპოლოგთა უმრავლესობა აფრიკას დედამიწის უძველეს დასახლებულ ტერიტორიად თვლის, საიდანაც ადამიანები წამოვიდნენ. მე-20 საუკუნის შუა წლებში ანთროპოლოგებმა ამ კონტინეტზე აღმოაჩინეს ადამიანთა საქმიანობის მრავალი დამადასტურებელი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც 7 მილიონი წლით თარიღდება. აქ ნაპოვნი ადამიანისმაგვარი მაიმუნების სახეობების ნარჩენები მიუთითებს მათგან თანამედროვე ადამიანის წარმოშობაზე. აქ აღმოჩენილ სახეობებთა შორისაა Australopithecus afarensis (რადიომეტრულად დათარიღებული ძვ. წ.. 3.9-3.0 მილიონი წელი), Paranthropus boisei (დაახ. ძვ. წ. 2.3-1.4 მილ. წ.) და Homo ergaster (დაახ. ძვ. წ. 600,000-1.9 მილ. წ.).

იშანგოს ძვალზე, რომელიც 25 000 წლის უნდა იყოს, იკითხება მათემატიკური ათვლის ნიშნები. ადამიანთა წინაისტორიის განმავლობაში აფრიკაში, ისევე როგორც ყველა სხვა კონტინენტზე, ეროვნული სახელმწიფო შენაერთები არ არსებობდა, მათ ნაცვლად ადამიანები გაერთიანებული იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებად, ხოისა და სანის მსგავსად.

დაახ. ძვ. წ. 10 500 წლისთვის გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, საჰარა კვლავ გახდა მწვანე შემოსავლიანი ხეობა და მისი აფრიკული მოსახლეობა დაბრუნდა შიდა და სანაპირო ზეგანებიდან ქვემო-საჰარის აფრიკაში. თუმცა დათბობის კლიმატის დადგომა ნიშნავდა, რომ ძვ. წ. 5000-სთვის საჰარის რეგიონი სულ უფრო მშრალი ხდებოდა. მოსახლეობამ ნელ-ნელა ნილოსის ხეობის რეგიონისკენ გადაინაცვლა, სადაც მათ მუდმივი ან ნახევრად-მუდმივი დასახლებები შექმნეს.

საქონლის მოშინაურება აფრიკაში წინ უსწრებს მიწათმოქმედებას და, როგორც ჩანს, თანაარსებობდა მონადირე-შემგროვებლურ კულტურასთან. ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. 6000 წლისთვის პირუტყვი უკვე მოშინაურებული იყო ჩრდ. აფრიკაში. საჰარა-ნილოსის კომპლექსში ხალხს მოშინაურებული ჰყავდა მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის სატვირთო ჯორი და ხვეულრქიანი თხა, რომელიც მსგავსი იყო ალჟირიდან ნუბიამდე.

სოფლის მეურნეობის მხრივ, პირველი შემთხვევა მცენარეების მოშენებისა მოყვანის მიზნით საჰელიის რეგიონში დაფიქსირდა დაახ. ძვ. წ. 5000 წელს, როცა სორგუმი და აფრიკული ბრინჯის კულტივაცია დაიწყეს. ამავე პერიოდში, ამავე რეგიონში, პირველად მოშინაურდა გვინეის მცირე ფრინველი.

ოქსფორდის მსოფლიო ისტორიის ატლასის მიხედვით ძვ. წ. 4000 წელს საჰარის კლიმატმა სწრაფი გაშრობა დაიწყო. ამ მოვლენამ ტბებისა და მდინარეების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რის გამოც იწყო კლება მოსავალმაც. შემცირდა კულტივირებადი მიწის რაოდენობაც, რამაც ხელი შეუწყო ფერმერთა დასახლებების მიგრაციას დასავლეთ აფრიკის უფრო ტროპიკული კლიმატისკენ.

ძვ. წ. 3000 წლისთვის შინა მეურნეობა დამოუკიდებლად განვითარდა დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში, სადაც აფრიკული yam და ზეთოვანი პალმა მოჰყავდათ, და ეთიოპიაში, სადაც ყავა და teff გააკეთილშობილეს. მოშინაურებული ცხოველები ამ რეგიონებში საჰელისა და ნილოსის რეგიონებიდან შემოვიდა. მარცვლეული კულტურებიც ამავე პერიოდში სხვა რეგიონებიდან შემოიტანეს.

გიზა, ძველი ეგვიპტე
49d25b8aafc0

დაახლოებით ძვ. წ. 3100 ყალიბდება ძველი ეგვიპტის სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა, რომელმაც ფარაონების მმართველობის ქვეშ სიძლიერის და სიმდირის მწვერვალს ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია (ე.წ. ახალი სამეფო (ძვ. წ. 1567-ძვ. წ. 1085)).

სუბ-საჰარულ აფრიკაში მიწათმოქმედი ხალხი ბანტუ იწყებს სამხრეთით მიგრაციას. მათ თანდათან შეავიწროეს ნაკლებად განვითარებული ქოზიანური მოსახლეობა (ბუშმენები, ჰოტენტოტები) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.

ძვ. წ. I ათასწლეულში ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ფინიკიელების, ბერძნების და მოგვიანებით რომაელების კოლონიები. თავდაპირველად ერთ-ერთი ესეთი კოლონია – კართაგენი, ძვ. წ. II საუკუნეში რომის რესპუბლიკის მიერ მის განადგურებამდე, თავად გადაიქცა უძლიერეს კოლონიურ სახელმწიფოდ. V საუკუნემდე აფრიკის ხმელთაშუა სანაპირო რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იგი ვანდალებმა დაიპყრეს, მისი ნაწილი კი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა. VII საუკუნეში ჩრდილოეთი აფრიკა დაიპყრეს არაბებმა, რის შედეგად აქ ისლამი გავრცელდა.

სუბ-საჰარულ აფრიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი პოლიტიკური გაერთიანებები არ არსებობდა. თუმცა ადგილებში არსებობდა მეტ–ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. აღსანიშნავია დასავლეთ აფრიკაში, დიდი ტბების რაიონში (ბუგანდა) და აღმოსავლეთ აფრიკაში (დიდი ზიმბაბვე) არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.

აფრიკა, 1913
540678a13389

ევროპელების მიერ აფრიკის კოლონიზაცია ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო. ადრეული კოლონისტებიდან აღსანიშნავია პორტუგალიელები, შემდეგ ჰოლანდიელები. პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მონების ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, აფრიკის სანაპიროებზე რამდენიმე პორტი დააარსეს. აფრიკელი მონების დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპელების მიერ ახლად აღმოჩენილ ამერიკისკენ. XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რის შედეგადაც თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე პირველი მუდმივი ევროპული კოლონია გაჩნდა . XVIII საუკუნის დასაწყისიდან აფრიკის კოლონიზაციის ლიდერობა თანდათან ბრიტანელების და ფრანგების მხარეს გადავიდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აფრიკის გადანაწილებაში აქტიურად ჩაერთვნენ გერმანია, იტალია და სხვები. საუკუნის დასაწყისისთვის აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ევროპელების მიერ იყო დანაწილებული.

კოლონიზაციამ ძირეულად შეცვალა აფრიკის კ. ადგილობრივ ონტინენტი. მოსახლეობაში გავრცელდა ქრისტიანობა, გაიხსნა მისიონერული სკოლები, დაარსდა და მკვეთრად გაიზარდა ქალაქების მნიშვნელობა, აფრიკა ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობდა აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მასიური ჩაგვრის, უუფლებობის და ექსპლუატაციის ფონზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაცია. 60-იან 70-იან წლებში ყოფილი კოლონიების უმრავლესობას დამოუკიდებლობა მიენიჭათ.

პოლიტიკა

8f1d7f923819

ალჟირი
ტოგო
ბენინი
ეკვატორული გვინეა
ჩადი
ეგვიპტე
ეთიოპია
ერიტრეა
კაბო*
ვერდე
ლიბია
მალი
განა
კოტ-
დ’ივუარი
ბურკინა
ფასო
მავრიტანია
მაროკო
სან ტომე და პრინსიპი*
ნიგერი
გაბონი
ნიგერია
კონგო
სომალი
სამხრ. აფრიკა
ნამიბია
სუდანი
ტუნისი
დასავლეთი
საჰარა
სენეგალი
გამბია
გვინეა
ბისაუ
გვინეა
ლიბერია
მადაგასკარი
ცენტრ. აფრიკის რესპ.
კენია
უგანდა
ტანზანია
ბურუნდი
რუანდა
ანგოლა
წმ. ელენეს კუნძული*
კამერუნი
სიერა-
ლეონე
ლესოთო
ზამბია
ზიმბაბვე
ბოტსვანა
მავრიკი*
რეიუნიონი*
*კომორის კუნძულები
სეიშელი
კონგოს
დემ.
რესპუბლიკა
სვაზილენდი
მოზამბიკი
მალავი
ჯიბუტი
ატლანტის
ოკეანე
ატლანტის
ოკეანე
ინდოეთის
ოკეანე
გიბრალტარის სრუტე
ხმელთაშუა ზღვა
წითელი
ზღვა

აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული სახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ გენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმები. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია.

აფრიკის კავშირი არის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავს მაროკოს გარდა. კავშირი ჩამოყალიბდა 2001 წლის 26 ივნისს შტაბ-ბინით ადის-აბებაში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტი მიდრანდში გავიდა, სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა. აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.

პრეზიდენტი გერტრუდ იბენგვე მონგელა აფრიკის კავშირის მიმდინარე მეთაურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა 2004 წლის მარტში, ხუთი წლის ვადით. პან-აფრიკული პარლამენტი შედგება 265 კანონმდებლისგან, ხუთი წევრით აფრიკის კავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან. 21% წევრებისა ქალია.

გაუმართლებელი სახელმწიფო პოლიტიკით, არათანასწორი გლობალური ვაჭრობის პოლიტიკითა და გლობალური კლიმატის ცვლილების ეფექტების გამო აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გავრცელებული შიმშილის მსხვერპლი გახდა. აფრიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოსახლეობის არსებობისთვის არაადექვატური წყლისა და საკვების განაწილების სისტემაა. იუს რაც კოლონიალიზმის პერიოდში მსოფლიოს ოქროს 90%-ის მომწოდებელი იყო, ამჟამად დედამიწაზე უღარიბესი კონტინენტია და მისი უმდიდრესი რესურსები სხვა კონტინენტებს ხმარდება. დაავადებების გავრცელებაც ასევე პრობლემატურია, განსაკუთრებით კი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის და მასთნა დაკავშირებული იმუნიტეტის ნაკლებობის სინდრომის (შიდსი), რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა კონტინენტისთვის.

ბოლო დროს შეიმჩნევა აფრიკის ორგანიზაციების და სახელმწიფოების ურთიერთობის გაღრმავება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ზაირი) სამოქალაქო ომის დროს მასში ჩაერია მეზობელი აფრიკული ქვეყნები (არააფრიკული მდიდარი ქვეყნების ნაცვლად). კონფლიქტის დაწყებიდან 1998 წელს მსხვერპლმა 4 მილიონს მიაღწია. აფრიკის კავშირის მსგავსი პოლიტიკური ასოციაციები იმედს იძლევა, რომ კონტინენტის მრავალი ქვეყანა უფრო მეტ ურთიერთდახმარებასა და მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებს. აფრიკაში დღემდე ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა, ხშირად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამგვარი დარღვევების უმეტესობა პოლიტიკური მიზეზებით ხდება, ხშირად როგორც სამოქალაქო ომის გვერდითი მოვლენა. ამგვარ ქვეყანათა რიგშია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სიერა ლეონი, ლიბერია, სუდანი, ზიმბაბვე და კოტ დ’ივუარი.

ეკონომიკა

აფრიკის ეკონომიკური თანამეგრობრობის რუკა
cff27d0a1b1f

მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, აფრიკა მრავალ მიზეზთა გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ კონტინენტად რჩება. გაეროს ჰუმანური განვითარების მოხსენების თანახმად 2003 წელს ყველაზე ჩამორჩენილი 25 ქვეყანა ყველა აფრიკიდან იყო.

ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ბოტსტვანაში და სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ეს უკანასკნელი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ოქროსა და ალმასების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია, ასევე კარგად ჩამოყალიბებული ლეგალური სისტემა აქვს. სამხრეთ აფრიკას ასევე ხელი მიუწვდება ფინანსური კაპიტალთან, მრავალ ბაზრებთან, გამოცდილ მუშახელთან და პირველი კლასის ინფრასტრუქტურასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით

ბოტსტვანას (ასევე ალმასების უდიდესი მწარმოებელი)) ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი მისი დედაქალაქი გაბორონეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება. ზოგიერთი სხვა აფრიკული სახელმწიფოც შედარებით პროგრესს განიცდის, მათ შორის განა, კენია, კამერუნი და ეგვიპტე.

ნიგერიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მარაგი აქვს, უდიდესი მოსახლეობა აფრიკის ქვეყნებს შორის, და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

ბოლო ათწლეულში აფრიკის ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო და საშუალოდ 5%-ს მიაღწია წლიურად. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ზრდა გაცილებით მაღალია (საშ. 10+%), მაგ. ანგოლაში, სუდანში და ეკვატორულ გვინეაში. სამივე მათგანმა ბოლო დროს ნავთობის მოპოვება დაიწყო.

მოსახლეობა

აფრიკის დაახლოებით 800 მლნ-იანი მოსახლეობა ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია.

საჰარის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთნება ევროპეიდულ რასას (არაბები, ბერბერები). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა არაბული ენა და ისლამი.

საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვა ბანტუს ენებზე (ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას. დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით. აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენ აფრო-აზიულ ენებზე მოლაპარაკე ეთიოპელები და სომალელები, ასევე სხვადასხვა ნილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიან ჰოტენტოტები და ბუშმენები, რომელთაც ბანტუს ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.

ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშველოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანები (აფრიკანერები, ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით აფრიკელების 40% ქრისტიანია, 40% მუსულმანი. დანარჩენი 20% ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევარია. ისლამი ჩრდილოეთ აფრიკის გარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. აფრიკელი ქრისტიანების უმრავლესობას წარმოადგენს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა. აფრიკა აგრეთვე არის ეთიოპიის მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიის სამშობლო.

ენები

რუკა აფრიკული ენების ოჯახების განაწილებით
68a39f3337f8

მრავალი ვარაუდით აფრიკაში ათასზე მეტი ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.
აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთდასავლეთ აზიაშია გავრცელებული.
ნილოს-საჰარის ენების ოჯახი ასზე მეტ ენას შეიცავს და 30 მილიონი მოსაუბრე ჰყავს. ეს ენები ძირითადად გავრცელებულია ჩადში, ეთიოპიაში, კენიაში, სუდანში, უგანდაში და ჩრდ. ტანზანიაში.
ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და სავარაუდოდ ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობა ბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.
ხოისური ენების ოჯახში დაახლოებით ორმოცდაათი ენაა და სამხრეთ აფრიკაში გავცელებული 120.000 ადამიანში. ხოისურ ენათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა მისული. ხოი და სან ხალხი აფრიკის ამ ნაწილის აბორიგენ მცხოვრებლებად არიან მიჩნეული.

კოლონიალიზმის შედეგად თითთქმის ყველა აფრიკულმა ქვეყანამ ოფიციალურ ენად მიიღო მათი კონტინენტისთვის უცხო ენა, თუმცა ამჟამად რამდენიმე მათგანი პარალელურად მშობლიურ ენასაც იყენებს (მათ შორის სვაჰილი). მრავალ ქვეყანაში ინგლისური და ფრანგული (იხ. აფრიკული ფრანგული) გამოიყენება საზოგადოებრივ სფეროში მთავრობაში, კომერციაში, განათლებასა და მედიაში. აქ გავრცელებულ სხვა არააფრიკულ ენებს შორისაა არაბული, პორტუგალიური, აფრიკაანსი და მალაგასიური

კულტურა

რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაინც წარმოიშვა ბევრი კულტურა და ცივილიზაცია.თუმცა ისეთმა გარეშე დზალებმა, როგორც თავდაპირველად არაბებმა, ხოლო შემდეგ ევროპელებმა, გამანადგურებელი ეფექტი მოახდინეს აფრიკული ცხოვრების განვითარებაზე.

აფრიკა, სავარაუდოდ, ადამიანთა მოდგმის აკვანს წარმოადგენდა. ანთროპოლოგებმა ტანზანიაში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი და შრომის პრიმიტიული იარაღების ნაშთები, რომლებიც 2 მილიონი წლითაა დათარიღებული. მართალია, ამ მემკვიდრეობს ზუსტი კვალი დიდი კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სრულიად საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები სწორედ აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვნენ.

უდაბნოს ბარიერი

უფრო მოგვიანებით, დაახლოებით, ძვ.წ. 8000 წელს ჩრდილოეთ აფრიკის გამწვანებულ და ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა ქვის ხანის ხალხი. ცნობები მათ შესახებ შემორჩენილია იმ ნახატებში, რომლებიც შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე. მოგვიანებით ძვ.წ. 4000-2000 წლების შუალედში, ამ კონტინენტზე კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა, მიწა გამოშრა და გაჩნდა საჰარას ვრცელი უდაბნო. ამის შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ტერიტორიების განვითარება საგრძნობლად შენელდა. ხალხს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები უდაბნოს ბარიერის გადასალახად. ამასობაში კი, ჩრდილოეთ აფრიკის კულთურა ხმელთაშუა ზღვის კულტურების გვარდით ვითარდებოდა, თავდაპირველად ძველი ეგვიპტის გავლენით, მოგვიანებით კლასიკურ კულტურებთან შერწყმით (ბერძნული და რომაული), ხოლო შემდგომ ისლამური სამყაროს კვალდაკვალ.

აფრიკის დანარჩენ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ვითარდებოდა გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მდებარეობა მოიცავდა უდაბნოებისა და ეკვატორული ტყეების ვრცველ ტერიტორიებს, მაღალ ზეგნებზე მდინარეები ჩაედინებოდა უზარმაზარ ჩანჩქერებად, რომლებიც შეუძლებლად ხდიდა ამ მდინარეების სავაჭრო და სატრანსპორტო გამოყენებას. მიუხედავად ამისა, საჰარის ქვედა ტერიტორიებზე მაინც ვითარდებოდა საფლის მეურნეობა. ძვ.წ. 200 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყეს რკინის დამუშავება; მის სამხრეთით პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ახ.წ. 1200 წელს მხოლოდ პიგმეები და ბუშმენებიღა ცხოვრობდნენ ქვის ხანაში. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები მაინც პრიმიტიული იყო, აქ არ არსებობდა ურემი და გუთანიც კი.

წყარო: wikipedia.org

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button