ეს საოცარი რიცხვი ” 7 ”
ყოველგვარი შესავლის გარეშე, ყველანი გაგრძელებაში ;)
რიცხვი “შვიდი” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ჯადოსნურ რიცხვად:ბაბილონელები იცნობდნენ 7 პლანეტას,7 ტონიან ტაძრებს აგებდნენ და კვირაში 7 დღე ქონდათ.”შვიდი” მრავალ რელიგიაში წმინდა რიცხვად ითვლება:ებრაულ შანდალს ანუ მენორას შვიდი განშტოება ჰქონდა,ხოლო ბიბლიაში 500-ზე მეტჯერ მოიხსენიება.რიცხვი “შვიდი” ანდაზებსა და გამოთქმებში გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება,ვიდრე ნებისმიერი სხვა რიცხვი. როდესაც ადამიანს 1-დან10 მდე ნებისმიერი რიცხვის დასახელებას თხოვენ, ყველაზე ხშირად ისინი ასახელებენ რიცხვ “შვიდს” . 7 ობიექტისგან სემდგარი სია ყველაზე გრძელი სიაა, რომელსაც ადამიანი ადვილად იმახსოვრებს.
შვიდი სასიკვდილო ცოდვა : გაუმაძღრობა; სიზარმაცე;ვნება;პატივმოყვარეობა;მრისხანება;სური და სიხარბე. ეს ცოდვები ბიბლიასი ნახსენები არ არის, მაგრამ ქრისტიანმა მწერალმა, თომა აქვინელმა(1225-1274) მათ ყველაზე დაშინელი ცოდვები უწოდა , რისთვისაც სასჯელი ზალიან მკარცი უნდა ყოფილიყო.
(7 სასიკვდილო ცოდვა მე -15 ე საუკუნის მხატვრის იერონიმუს ბოსხის ნახატზე)
შვიდი ჯუჯა
ფიფქია და შვიდი ჯუჯის ცნობილი ზღაპარი მე-19 საუკუნის გერმანელმა მწერლებმა, ძმებმა გრიმებმა თავიანთი ზღაპრის კრებულში შეიტანეს . ჯუჯებს 1937 წელს უოლტ დისნეის ნახატ ფილმში შეერქვათ სახელები, რომლებიც ზუსტად შეეფერებოდა თიტოეული მათგანის ხასიათს.
ცისარტყელას შვიდი ფერი
სინათლე იმ გამოსხივების საწილია, რომელსაც ელექტრომაგნიტური სპექტრი ეწოდება.ის უხილავ რადიოგამოსხივებასაც შეიცავს და რენდგენის სხივებსაც. თეთრი სინათლე შვიდი ფერისგან: წითლის, ნარინჯისფერის , ყვითლის , მწვანის, ცისფრის, ლურჯისა და იისფერისგან შედგება, მაგრამ ამ ცალკეული ფერების დანახვა მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებშია შასაძლებელი.როდესაც მზის სინათლე წვიმის წვეთებს ეცემა, ის იშლება, წვეთებში გარდატყდება და ცისარტყელას ქმნის.
ასევე:
ადამიანის შვიდი ასაკი (შექსპირის პიესიდან”როგორც გენებოთ”) :ჩვილი, სკოლის მოსწავლე, შეყვარებული, ჯარისკაცი,მოსამართლე, სულელი მოხუცი და ბოლოს, მეორე ბავშვობა და უბრალო დავიწყება(სიკვდილი).
სამყაროს შექმნის შვიდი დღე(ბიბლიის მიხევით):დღე პირველი- სინათლე, დღე მეორე-ზეცა,დღე მესამე-მიწა,ზღვა და მცენარეები,დღე მეოთხე- მზე მთვარე და ვარსკვლავები, დღე მეხუთე-ზღვის ცხოველები და ფრინველები, დღე მეექვსე- ხმელეთის ცხოველები და ადამიანები, დღე მეშვიდე-ღმერთმა დაისვენა.
კვირის შვიდი დღე: ორსაბათი,სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი ,კვირა.
შვიდი ცა(ისლამი) :ვერცხლის ცა,ოქროს ცა, მარგალიტის ცა,თეთრი ოქროს ცა,ლალისა და გრანატის ცა და ღვთიური სინათლის ცა.
შვიდი სათნოება: რწმენა,იმედი,გულმოწყალება,სამართლიანობა,თავშეკავება,მომჭირნეობა და სულის სიმტკიცე.
შვიდი კონტინენტი: ავსტრალია,აზია,ანტარქტიდა,აფრიკა,ევროპა,სამხრეთი ამერიკა და ჩრდილოეთი ამერიკა.
შვიდჭიდის სახეობები:100 მეტრზე სირბილი, სიმაღლეზე ხტომა, ბირთვის ტყორცნა,200მეტრზე სირბილი,სიგრძეში ხტომა ,შუბის ტყორცნა და 800 მეტრზე სირბილი.
და ბოლოს, მსოფლიოს შვიდი საოცრება: გიზას პირამიდები,ბაბილონის დაკიდული ბაღები,როდოსის კოლოსი, ფაროსის შუქურა,ზევსის ქანდაკება,ჰალიკარნასის მავზოლეუმი და არტემიდეს ტაძარი.
წყარო:მე და ჩემი ენციკლოპედია :yvavili: