არქივი

რა? სად? როდის?

9fa40d02478f

გამოცადე შენი თავი

1. ურუგვაი. 1930 წელი. დამთავრდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და გუნდები ორგანიზებულად მიდიან პორტში, გადიან რეგისტრაციას, ავსებენ ყველა შესაძლო დოკუმენტს, სხდებიან გემებზე და მიემგზავრებიან თავიანთ ქვეეყნებში. ერთ-ერთი გემის გამგზავრება, რომლითაც ლათინური ამერიკის რამოდენიმე ჯგუფი ბრუნდებოდა სამშობლოში, პორტში ოთხი საათით შეფერხდა. ამაში “დამნაშავე” კი გახლდათ მექსიკის ნაკრები, უფრო სწორად კი მისი მეკარე ოსკარ ბონფილიო. რა დადებითი ნიშნით განსხვავდებოდა ოსკარი სხვა თავისი თანაგუნდელებისგან?

2.აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს?

3.მეოცე საუკუნის ეს ქმნილება, რომლის სახელიც ვინი-პუჰს ძალიან მოეწონებოდა, უამრავი სახის არსებობს. ყველაზე ძვირფასი ეგზემპლიარი შექმნილია 18 კარატიანი ოქრითი და მორთულია ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით. ამის მქონე ადამიანს იასირ არაფატთან 200 მეტრზე ახლოს მიახლოება ეკრძალება. რაზეა საუბარი?

4.ჩაიწერეთ ლათინური ასოები: C, C, D, I, I, J, L, L, M, U, V, V, X, X, Y. ერთ ცნობილ წიგნზე ამ ასოების დახმარებით წერია თარიღი: რიცხვი, თვე და წელი. მიუხედავად იმისა, ნამყოფი ხართ თქვენ იქ, სადაც განლაგებულია ეს წიგნი, თუ არა, ყველა თქვენთაგანს ნანახი აქვს ის კინოში ან ნახატებზე. დაასახელეთ ზემოთ ნახსენები რიცხვი, თვე და წელი.

5.კოლექციონერებისთვის ცნობილია არაერთი კურიოზული მარკა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გამოუშვეს აშშ-ში, ეძღვნება ვიკინგების მიერ ამერიკის აღმოჩენას. მარკაზე გამოსახულია ვიკინგების ნავი — დრაკარი. გამოსახულია ძალიან დეტალურად, მაქსიმალური სიზუსტით. მაგრამ, მხატვარმა დრაკარის გამოსახულებას დაამატა ერთი დეტალი-ანაქრონიზმი, რომელმაც ეს შესანიშნავი მარკა კურიოზად აქცია. მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ ეს დეტალი.

6.ბავშვთა სათამაშოების მწარმოებელი ერთი ამერიკული კომპანიის მფლობელი საკუთარ ბავშვზე ცდიდა ხოლმე ახალ სათამაშოებს. გარკვეულწილად, მისი 2 წლის ვაჟიშვილის “აზრი” იყო გადამწყვეტი, დადგებოდა თუ არა ახალი სათამაშო კონვეერზე. ვინაიდან ბავშვი იყო ძლიერი, ამგვარად მოწმდებოდა სათამაშოს გამძლეობაც. ერთხელაც, ნორჩ ექსპერტს მოუტანეს სათამაშო მანქანის ახალი მოდელი, რომლის კორპუსი ახალი ტიპის პლასტმასისგან იყო დამზადებული. ეს მასალა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული გამძლეობით, მაგრამ ეს მანქანა სხვა სათამაშოებზე უფრო დიდხანს დარჩა დაუმტვრეველი. თუ თქვენ გესმით ბავშვის ფსიქოლოგია, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ მასალის მთავარი განმასხვავებელი ნიშნის დასახელება.

7.ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის დროს რესპონდენტებს უსვამდნენ კითხვას, რომელშიც მე გამოვტოვე ერთი სიტყვა: “რომელმა … მიაყენეს განსაკუთრებული ზიანი რუს ერს და სსრკ-ს სხვა ერებს?” ყველაზე პოპულარული პასუხები იყო: ბერია (5.8%), ლენინი (2.5%), ტროცკი, ჰიტლერი, კაგანოვიჩი, სვერდლოვი და ჩუბაისი. დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.

8.იტალიაში გამოუშვეს ყავის ფინჯანი სპეციალურად ზარმაცი და დაბნეული ადამიანებისათვის. ფინჯანი ელექტროფიცირებული იყო და როცა მასში სითხე საჭირო დონეს აღწევდა, გაისმოდა მელოდიური ზარი. ამ ჭურჭელმა ჰპოვა საკმაოდ უჩვეულო გასაღების ბაზარი. ვინ ყიდულობდა მას?

9.იტალიური ანდაზა: “არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად …” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.

10.სტატისტიკამ 1977 წელს ნიუ-იორკში ადამიანის კბენის 24 712 შემთხვევა დააფიქსირა. აქედან პირველ ადგილზე ძაღლი დგას (22 076 შემთხვევა), მეორეზე — კატა (1 152 შემთხვევა). დაასახელეთ ამ სიის მესამე წევრი, თუ მისი მაჩვენებელია 892 შემთხვევა.

პასუხები:
1.მან იცოდა წერა (და თავისი ყველა გუნდელის მაგივრად ავსებდა დოკუმენტებს).
2.რამოდენიმე საათით მწყობრიდან გამოვიდა მთელი ამერიკის ენერგოსისტემა, რის შედეგადაც ამერიკა მთელი ღამე სიბნელეში იჯდა…
3.საუბარია ფიჭურ ტელეფონზე.
4.MDCCLXXVI JULY IV, ანუ 1776 წლის 4 ივლისი — ეს თარიღი წერია წიგნზე, რომელიც ხელში უჭირავს თავისუფლების ქანდაკებას.
5.აშშ-ს დროშა.
6.ის გამჭვირვალეა (ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, თუ რა არის სათამაშოს შიგნით, გამჭვირვალე სათამაშო კი ამ ინტერესს მათ გარკვეულწილად უკარგავს).
7.“…ებრაელებმა…”.
8.უსინათლოები.
9.“… მოვა შემდეგი”.
10.მესამე ადგილზე ადამიანი დგას.

შემდეგში კიდევ იქნება კითხვები
წყარო: moazrovne.net

xixani

http://xixani.blogspot.com/
იხილეთ ასევე
Close
Back to top button