ახალი ამბებივიდეოებისასარგებლო

პოლმა ესპანეთის მოგება იწინასწარმეტყველა

bd036277fb40

სათაურის წაკითხვის შემდეგ, ბევრი ადამიანი დაუსვამდა საკუთარ თავს შეკითხვას: ვინ არის პოლი? პოლი გახლავთ რვაფეხა, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, კერძოდ ობერჰაუზენში.

მან ზუსტად გამოიცნო გერმანიის ნაკრების წინა ხუთი მატჩის შედეგი; სერბეთთან 0:1 მარცხიც კი. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე პოლის რეკორდი იყო 9–1. ერთადერთი ცრუ შედეგი, რომელიც მან იწინასწარმეტყველა იყო ფინალი ესპანეთის წინააღმდეგ. რვაფეხას ეგონა, რომ გერმანია გაიმარჯვებდა, თუმცა ანგარიში 0:1 დაფიქსირდა ესპანეთის სასარგებლოდ. ახლა კი ვიდეო, სადაც პოლი რვა “ბლაუგრანას” ფეხბურთელით აღჭურვილ ესპანეთის ნაკრების გამარჯვებას წინასწარმეტყველებს.

“მუნდიალის” ფინალის შემდეგ პოლზე ბევრი ალაპარაკდა. ერთ–ერთმა ესპანელმა ბიზნესმენმა გამოთქვა ინტერესი მის ყიდვაზე. იგი რვაფეხაში 30 ათას ევროს იხდის. როგორც გაირკვა, სულ რამოდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს დიდი ფესტივალი, სადაც საკვები მხოლოდ თევზეულობა იქნება. ბიზნესმენმა განაცხადა: “ჩვენ ამ რვაფეხათი მოვიზიდავთ ბევრ ადამიანს ფესტივალზე”. პოლის პატრონებმა რამოდენიმე დღის წინ გააკეთეს კომენტარი. კომენტარში ნათქვამი იყო, რომ “წინასწარმეტყველმა” დაამთვრა თავისი კარიერა და რომ იგი “პენსიაზე” გადის.

ასე და ამგვარად უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული პატარა არსება შეიძლება ესპანელების ლუკმა გახდეს.

ინფორმაციის წყარო: Beef.Ge
Barca.Ge

D a n T e

ასეთი მოცლილი ხარ ამის კითხვის დრო რომ გაქვს? :P

მსგავსი ამბები

Back to top button