კულტურაუცნაური

ამაზონები

87aa409e09e0
გაგრძელება გაგრძელებაში

ამაზონები, იგივე ამორძალები – მითიური მებრძოლი ქალები, რომლებიც, თითქოს, ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამაძონები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე.
უამრავი ლეგენდა თუ მითი არსებობს მათ შესახებ. ისინი ყველა დროის, ეპოქის ამსახველი ისტორიების ფურცლებზე “ბინადრობენ”. მათი ბრძოლისუნარიანობა და სიმტკიცე ათასწლეულებს ითვლის. ნუთუ ეს მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო?.. პირველად ისინი ჰეროდოტემ და ჰომეროსმა მოიხსენია. ამორძალები მეომარი ქალები იყვნენ, რომლებიც ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ. მათ სამფლობელოში მამაკაცებისთვის ადგილი არ იყო. “შეუპოვარი და მრისხანენი თავგამოდებით იბრძოდნენ ტროას კედელთან ბერძნების წინააღმდეგ”. ნუთუ ასეთი მომხიბვლელია ეს უცნაური ტომი თავისი მატრიარქარული ცხოვრების წესით, რომ 3000 წლის შემდეგაც, უკვე თანამედროვე ადმიანაები კვლავ საუბრობენ მათზე?..
ჰომეროსის “ილიადიაში”მოხსენიებულია ლიბიელთა ამორძალების დედოფლის-მირინის საფლავი.
სიცილიელი დიოდორის მიხედვით ლიბიელი ამორძალები ათასი წლით ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე შავიზღვისპირელი ამორძალები.
ჰეროდოტე, რომელიც, ჩრდილოეთ აფრიკაში ჩვ.წ.აღ.-მდე იმყოფებოდა, მოგვითხრობს ტრიტონიდის (ახლანდელი ტუნისი) ტბაზე აღმოჩენილ ტომზე – “დღესასწაულებზე ადგილობრივი ქალები ორ ჯგუფად იყოფოდნენ და ერთმანეთს ქვებით და ჯოხებით ებრძოდნენ”.
აღორძინების ეპოქის მოგზაურებისათვის ცნობილი ხდება ქვეყნები, სადაც ქალები გაცილებით თავისუფლები იყვნენ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებთან შედარებით.
ჯერ კიდევ მარკო პოლო ამტკიცებდა, რომ აზიაში ნახა ამორძალები.
ესპანელები და პორტუგალიელები გვამცნობდნენ სამხრეთ ამერიკაში მდებარე”ამორძალების სახელმწიფოზე”.
ხოლო უკვე 17-ე საუკუნეში იტალიელი არქიეპისკოპოსი არკანჯელო ლამბერტი კავკასიაში მოგზაურობისას შეხვდა ამორძალებს. მისი თქმით, იქ ცხოვრობდა ამორძალთა სამი ტომი, რომლებიც შეუპოვრად ებრძოდნენ თათრებსა და ყალმუხებს… – აი, ის არასრული სია, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში ამორძალების არსებობას ადასტურებს.

8e572a1a30f9

..ზაფხულის მზიანი დღე. ზღვის სანაპირო. თვალუწვდენელი მიდამო – გმირის მიერ დაპყრობილი ნახევარი მსოფლიო… ის დაიღალა. ნუთუ ვერ მიაღწია იმას, რაზეც ოცნებობდა?… ფიქრებში გართულს მსახური მიუახლოვდა: “ვიღაც წარმოსადეგი ქალბატონი გეწვიათ”. “შემოუშვით” – ბრძანა ბატონმა.
უცხოქვეყნელი ქალი აღმოჩნდა. ის მარტო არ ჩამოსულა – სამას ახალგაზრდა და მამაც მეომარ ქალთან ერთად ეწვია”ბატონს”. გმირმა გაკვივრვებით გახედა უცნაურ მხედარს. ქალი გამჭოლი მზერით უთვალთვალებდა მასპინძელს. “როგორი პატარა და გალეულია”, გაიფიქრა უცნაურმა მხედარმა. არადა ის სულ სხვანაირი წარმოედგინა და “ღმერთების ტოლად”მიაჩნდა.
გმირი ალექსანდრე მაკედონელი იყო, რომელსაც იმ დროის მსოფლიოს ნახევარი ეკუთვნოდა. მსი ბანაკი იმ დროს კასპიის ზღვის სანაპიროზე იყო განთავსებული. უცხოქვეყნელი კი ამორძალების დედოფალი, ფალესტრისი იყო, რომელიც “კავკასიისა და მდინარე ფაზისს” შორის ტერიტორიას განაგებდა. მხოლოდ მისი ჩაცმულობა ბადებდა ეჭვს მის დიდგვაროვანებაზე. მხედარს მოკლე ქვედაბოლო ეცვა, ხელში ფარი ეჭირა, მოშიშვლებული მკერდი მოუჩანდა. მისი სურვილი იყო გმირისგან დაფეხმძიმება და გოგონას გაჩენა, რომელიც სამეფო სისხლის მატარებელთა შორის ყველაზე ლამაზი და მამაცი იქნებოდა. მაკედონელი გააოცა უჩვეულო თხოვნამ, თუმცა, ამორძალების დედოფალს თანხმობა მისცა.
…ორი კვირა გაგრძელდა მხიარულება. სამასი ამორძალი ქალი და მაკედონელის საუკეთესო მხედრები ორგიებს აწყობდნენ, ლოთობდნენ, ცეკვა-თამაშში ათენებდნენ. ორი კვირის შემდეგ ფალესტრისი თავის სამეფოში გაემგზავრა…
ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ამ საოცარ ეპიზოდს მოგვითხრობს წიგნი “ალექსანდრე მაკედონელი” (ავტორი კურციუს რუფუსი). მისი სიტყვებით ამორძალთა მეფის და მაკედონელის შეხვედრა ჩვ.წ.აღ.-მდე 330 წელს მოხდა. თუმცა მეორე, ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფი გვამცნობს, რომ “ამორძალთა ტომმა მაკედონელის წინამორბედამდეც ვერ მოაღწია”. მისი აზრით, ეს რომაელების ფანტაზიის ნაყოფი იყო. ნამვდილი ამორძალები (თუ ისინი მართლა არსებობდნენ), ალბათ რამდენიმე ასწლეულის წინ ცხოვრობდნენ. მაკედონელის ეპოქაში მათ შესახებ ისტორია უკვე ლეგენდადქცეული იყო და მათი ზღაპრული სამეფოს არსებობა ძალზე ძნელი დასაჯერებელია. ამორძალთა მეფე-ქალები ალბათ ბრძოლებში დაიღუპნენ. მათმა შთამომავლებმა კი ბიოგრაფის აზრით, აზიის რომელიღაც კუთხეს შეაფარეს თავი. დარჩა მხოლოდ ლეგენდები და მითები.

7bfa1a76b523

არამხოლოდ ბერძნული და რომაული წყაროები გვამცნობენ მათ შესახებ. თქმულებებს მხედარ ქალებზე და მითებს მათი თავდაუზოგავი, ვაჟკაცური ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს ძველჩინური მანუსრიპტებიც, ასევე ეგვიპტური ისტორიები (რამზეს 2-ის მეფობის ხანა). ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ჩვ.წ.აღ.-მდე 2-ე ათასწლეულში ეს ტომები შავი ზღვის სანაპიროდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე ბინადრობდნენ. ხოლო მათი სამეფოს ცენტრად მდინარე ფერმოდონტის გარშემო არემარე და ქალაქი ფემისკირა ითვლებოდა.
ჰეროდოტეს თანახმად ამორძალები სკვითების ტომს გამოეყვნენ (ისინი წარმოშობით ჩრდილოეთ ირანიდან იყვნენ). ტროას ომის შემდეგ (ასევე ჰეროდოტეს თანახმად) ამორძალები კვლავ აღმოსავლეთისაკენ წავიდნენ და ისევ სკვითებთან გაერთიანდნენ. ასე წარმოიშვა ერი, სადაც ამორძალები თანაბარუფლებიანი აღმოჩნდნენ ადგილობრივ მამაკაცებთან ერთად. ადგილობრივ ქალებზე ამორძალები შემდეგ დახასიათებას იძლეოდნენ: “ჩვენ თქვენი ქალებისგან ძალიან განსხვავდებით წესით და ადათით. ჩვენ გვიყვარს და შეგვიძლია ბრძოლა, ვუვლით ცხენებს, თქვენი ქალები კი მხოლოდ საშინაო საქმეებით არიან დაკავებულნი. ისინი ჩვენს ადათ-წესებს ვერასოდეს გაითავისებენ”.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ამორძალები ხუთჯერ შეებრძოლნენ ათენელებს. ბერძნები ყოველთვის იმარჯვებდნენ მათზე, თუმცა ბოლომდე ვერ გაანადგურეს ისინი. უკანასკნელი ბრძოლა ამორძალებსა და ბერძნებს შორის ტროას ომის პერიოდს დაემთხვა. გადარჩენილმა ამორძალებმა კავკასიის მთებს შეაფარეს თავი. აქ კი ისინი 17-ე საუკუნეშიც ნახეს.
თუმცა ამორძალების ისტორია თავისი “გაფანტული”, ეპოქალური სიდიდით წმინდა წყლის მითს მოგვაგონებს, მაგრამ ტროას ომსაც ხომ დიდი ხნის განმავლობაში ლამაზ ზღაპრად თვლიდნენ? მხოლოდ საუკუნენახევრის წინ გახდა ცნობილი, რომ ჰომეროსის”ილიადა”რეალურ ფაქტებზეა აგებული. ეს შეიძლება ასევე ეხებოდეს მითს ამორძალებზე.
ოდესღაც მთელი ხმელთაშუაზღვეთის ტომებში, ისევე როგორც პლანეტის სხვა მობინადრეებში, ძალაუფლება ხელთ ეპყრა ქალებს. მაგრამ თანდათან, ყველა საქმეში ქალი მამაკაცმა შეცვალა. ქალს მხოლოდ საშინაო საქმე ევალებოდა და ისინი მონებთან ერთად იყოფდნენ სამუშაოს. თანდათან მატრიარქალური წყობა პატრიარქალურმა შეცვალა. ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 600 წელს საბერძნეთში ქალებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება დაკარგეს. მათ აეკრძალათ თეატრალური წარმოდგენების და სპორტული სანახაობების ხილვა. ამ დროს კი სადღაც აზიის რომელიღაც ნაწილში ქალთა სამეფო არსებობდა. ისინი ძალაუფლების სათავეში იდგნენ. დამოუკიდებლად შეეძლოთ თავის დაცვა. მათი მთავარი მტერი მამაკაცი იყო, რომლებსაც მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების მიზნით”ზოგავდნენ”და სასიკვდილოდ არ იმეტებდნენ. თითქოს მთელი სამყარო ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მამაკაცებს ეკუთვნოდა, მეორე-აზიის გულში ჩაკარგული სამოთხე კი ქალების საფლობელო იყო. ითვლებოდა, რომ ამორძალების ბრძოლა ძირითადა არა უცხო ქვეყნის დაპყრობას, არამედ სქესთა შორის ბრძოლას”ემსახურებოდა”.

2b3f36f16777

საინტერესოა, რომ ანტიკური ხანის ავტორები ამორძალების ხსენებისას ხაზს უსვამდნენ ქალების ვაჟკაცურ ბუნებას და ბრძოლისუნარიანობას. ისინი სხვადასხვა საბრძოლო იარაღებს ფლობდნენ, თუმცა ყველაზე ოსტატურად, მაინც მშვილდ-ისარს იყენებდნენ, რომელიც მათი სახასიათო, შეუცვლელი ატრიბუტი იყო. თვით ძლევამოსილ რომის იმპერიაში მხედრის ქება სიტყვებით “იბრძოდა, როგორც ამორძალი” დიდ პატივად ითვლებოდა.
კიდევ უფრო უჩვეულო იყო ამორძალების ცხოვრების წესი. შავიზღვისპირელი ამორძალების ტომში მამაკაცებისათვის საერთოდ არ იყო ადგილი. ლიბიელ ამორძალებში კი მამაკაცებს მონის დგილი ეკავა. ისინი ალაგებდნენ სახლს და უვლიდნენ ბავშვებს, შინაურ ცხოველებს. საიდან ჩნდებოდნენ ბავშვები, თუ ამორძალების ტომში მამაკაცის ადგილი არ იყო, თუ ამორძალთა ზოგიერთი მხედართმთავარი იფიცებოდა, რომ სიცოცხლეს დათმობდა და არა ქალწულობას?

c900dac36bf2

ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ისტორიკოსები დაინტერესდნენ ამ საკითხით და ეძებდნენ გამოსავალს. რასაკვირველია, თუ ამორძალები (და არა მარტო ისინი) “ქალწულობის შენარჩუნების” გზას გაჰყვებოდნენ, მაშინ სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა, ხოლო ამორძალების მოდგმა აღმოცენებისთანავე დავიწყებას მიეცემოდა. მათი ანტიკური და დღემდე შემორჩენილი სახელი კი მხოლოდ მათი “თავშეუკავებლობის”დასტური შეიძლება იყოს… ერთ-ერთი მითის თანახმად, “წელიწადში ერთხელ, გზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებდა, ყვაოდა და გარშემო მათრობელი სურნელი ტრიალებდა, ამორძალებში სიყვარულის და ტკბობის სურვილი მწვერვალს აღწევდა და ისინი მამაკაცებზე სანადიროდ ილაშქრებდნენ (ხშირ შემთხვევაში მამაკაცები მეზობელი ტომის წარმომადგენლები იყვნენ). “მსხვერპლთან”ორი თვის განმავლობაში ეძლეოდნენ სიყვარულს, გაზაფხულის ორგიებიდან ცხრა თვის შემდეგ კი ქვეყნიერებას პატარა ადამიანები ევლინებოდნენ. ბიჭი არასასურველ პირმშოდ ითვლებოდა.მას ან ასახიჩრებდნენ,ან კლავდნენ,უკეთეს შემთხვევაში,მამასთან აგზავნიდნენ. გოგონას კი სასურველ და სათაყვანებელ არსებად თვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ბავშვობაში სასტიკი პროცედურა უნდა გამოევლო – მარჯვენა მკერდს აჭრიდნენ. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მხედარ ქალებს მშვილდის ფლობა უკეთ შესძლებოდათ და ფარითაც უკეთ დაეცვათ თავი. გოგონებს ფაშატის რძით კვებავდნენ, პატარაობიდანვე ასწავლიდნენ ბრძოლის ილეთებს და გმირის თვისებებს უნერგავდნენ.

f33c61d92277

შვეიცარიელმა ისტორიკოსმა იაკობ ბაჰოფენმა (1815–1887) პირველმა შემოგვთავაზა თეორია, რომელმაც თავიდანვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მისი ვერსიის თანახმად ანტიკურ ხანაში ადამიანები მატრიარქატის კანონებით ცხოვრობდნენ. ტომის თავში ყოველთვის ქალები იდგნენ. ისინ ითვლებოდნენ ქვეყანაში მიწის მფლობელებად და სახლში დიასახლისებად. თუ ბაჰოფენის მოღვაწეობის პერიოდში და ალბათ ჩვენს საუკუნეშიც შესაძლებელია ზოგიერთი კონტინენტის ტროპიკულ ტყეებში ისეთი ტომების ხილვა, რომლებიც ცხოვრების წესით ქვის ხანის ადამიანებს მოგვაგონებენ რატომ არ შეიძლება რეალობად იქნეს მიჩნეული ამორძალების არსებობა?… და მაინც, ისტორია ყოველთვის რჩება “მითოლოგიურ მეცნიერებად”, სანამ მას არქეოლოგები არ ეხებიან…
პირველად ეს 1928 წელს მოხდა, როცა საბჭოთა მეცნიერებმა შავი ზღვის სანაპიროზე სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენილი იქნა სამარხი, რომელშიც განისვენებდა”თავადი” და რამდენიმე მეომარი სრული შეიარაღებით. ჩონჩხების დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ისინი მეომარ ქალებს ეკუთვნოდნენ. ვინ იყვნენ ისინი? ამორძალები?…
1971 წელს უკრაინაში აღმოჩენილ სამარხში მეფური დიდებით დასვენებულ ჩონჩხს (ქალის) წააწყდნენ. მის ფეხქვეშ კი უფრო მოზრდილი ორი ჩონჩხი (მამაკაცის) იპოვეს. სამარხში აღმოაჩინეს ოქროს განძეულობა, იარაღი. მეცნიერების აზრით ეს იყო “ამორძალების დედოფალი, რომელიც მის პატივსაცემად მოკლულ მონებთან ერთად განისვენებდა”.
1993-1997 წლებში ყაზახეთში გათხრებისას, პროკოვკის მახლობლად ნაპოვნი იქნა საფლავი. ქალების ჩონჩხთან ისრის წვეტი და ხანჯალი ნახეს. ცხადია, ისინი ბრძოლაში თავს არავის დააჩაგვრინებდნენ. პალეონტოლოგებმა სამარხის ასაკი დაადგინეს. იგი ორნახევარი ათასი წლისაა. ვისთან გვაქვს საქმე? ისევ ამორძალებთან?

212928c202f0

აქამდე ვერავინ შესძლო ცალმხრივად მაინც დაეკავშირებინა შავი ზღვის სანაპიროზე და კასპიის ზღვის მახლობლად ნაპოვნი სამარხები ლეგენდისთვის, რომლებიც ამორძალთა გმირობას მოგვითხრობს. თანამედროვე ქალები კი, შეგნებულნი და მოხიბლულნი ეპოქალური ქალბატონების სიმტკიცით და ბრძოლისუნარიანობით, დღემდე უმტკიცებენ სამყაროს, რომ საპირისპირო სქესს არაფრით და არაფერში ჩამოუვარდებიან !

6ca9d6449d9b

მსგავსი ამბები

Back to top button