ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

კაცი, რომელმაც მეტალის დეტექტორით 1 მილიონი დოლარი იპოვა

Dave Crisp -ალბათ ეს სახელი არაფერს გეუბნებათ. ის არც ცნობილი მსახიობია და არც ცნობილი მომღერალი. ის ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მზარეულად მუშაობდა. რამდენიმე ხნის წინ ამ ადამიანმა თავისი მეტალის დეტექტორის წყალობით 52000 რომაული მონეტა იპოვა, რაც 1 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი აღმოჩნდა. 

კრისპი თავისი ახალი ხელსაწყოთი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით “ცდებს” ატარებდა. მას უბრალოდ მეტალის დეტექტორის გამოცდა სურდა, მეტი არაფერი. ამ დროს კი ის წააწყდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტებს, რომელთა რაოდენობამ 52000-სს მიაღწია. სავარაუდოდ მონეტები 253 -დან 293 წლებში იქნა დამზადებული. დაახლოებით 700-მდე მონეტაზე გამოსახულია Marcus Aurelius Carausius სახე, რომელიც იმ პერიოდში რეგიონს მართავდა. კრისპი თავისი “საგანძურის” განაწილებას აპირებს იმ მიწის მეპატრონეებთან, სადაც მან მონეტები იპოვა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close