არქივი

ლეგენდები ვარდზე

0c669b49ab28

ვარდზე უთქვამთ:ვარდი სიხარულისა და სიამოვნების ელექსირიაო.ვარდი ყვავილთა სამყაროს დედოფალია.მას უხსოვარი დროიდან უმღერიან,მასზე უამრავი ლეგენდა და თქმულებაა შექმნილი.
ერთ-ერთი ირანელი პოეტის თქმით,ვარდი ალაჰის საჩუქარია.ერთხელ მასთან თურმე ფლორას შვილები მისულან და უთხოვიათ მათთვის ახალი მბრძანებლის დანიშვნა,ნაცვლად მშვენიერი,მაგრამ ძილისგუდა ლოტოსისა.ალაჰმა იღო თხოვნა და გაუგზავნა ეკლიანი თეთრი ვარდი

e8d721884ff1
პოეტების შთაგონების წყაროდ იქცა ლეგენდა ბულბულსა და ვარდზე.ბულბული ისე მოიხიბლა ვარდის შეუდარებელი სილამაზით,რომ გულში ჩაიკრა,მაგრამ წამახულმა ეკლებმა გული განუგმირა და საბრალო ბულბულის სისხლმა თეთრი ვარდის ფურცლები შეღება.
სპარსული თქმულების თანახმად,სწორედ ამიტომ შემოინახა დღემდე ვარდმა ვარდისფერი შეფერილობა.სპარსელები ვარდს გამწმენდ ძალას ანიჭებენ.თქმულება მოგვითხრობს,რომ თეთრი ვარდი აღმოცენდა მუჰამედის ოფლის წვეთებიდან მაშინ,როცა იგი ღამე ცად ამაღლდა.სწორედ ამიტომ,არც ერთი მუსლიმანი ვარდს ფეხს არ დაადგამს.თუ დაგდებული ართი ფურცელი მაინც შენიშნა,აიღებს და სუფთა ადგილზე დადებს.
afd8e3404665

ძველ ინდოეთში ვარდი ისეთი პატივისცემით სარგებლობდა,რომ არსებული კანონისამებრ,ყოველ კაცს უფლება ჰქონდა მეფისთვის ყველაფერი ეთხოვა,თუკი ვარდის თაიგულს მიართმევდა.ძველად ვარდით აშენებდნენ ტაძრებს,სადაც უნდა გაევლო სადღესასწაულო პროცესიას.ვარდებით რთავდნენ მეფეების განსასვენებელ სავანეებსა და დარბაზებს.
ჩენეთის მეფის ბიბლიოთეკაში 18 000 წიგნიდან 500 ტომი ვარდისადმი იყო მიძღვნილი.

9bfe5bd3b7b6 ძველად საქართველოში,ეგვიპტეში,თურქეთში,საბერძნეთში,რომის იმპერიაში ნებისმიერი დღესასწაული უვარდოდ წარმოუდგენელი იყო.
არკეონისგადმოცემით,ვარდი საბერძნეთში დაბადებულა.სიყვარულის ქალრმერთი აფროდიტე,როდესაც ბანაობის შემდეგ ზღვის ნაპირზე ამოვიდა,მისი სხეულის მფარავი უნაზესი თეთრი ქაფი ვარდად იქცა.მისი სილამაზით განცვიფრებულმა ქალღმერთმა მას ნექტარი შეასხურა,რამაც ღვთაებრივი სურნელება .დაუმკვიდრა.სამუდამოდ.
3bc260511cfa
საქართველოში უძველესი დროიდან ტრადიციულად ყოველ წელს,მაისში ტარდებოდა ვარდების დღესასწაული,ამიტომაც უწოდებენ მაისს ვარდობისთვეს.ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია.

და ბოლოს განწყობისთვის:)
6c8d60af034f

მსგავსი ამბები

Back to top button