ვარდისფერი ფლამინგოები
ვარდისფერი ფლამინგოების მცირე ჯგუფი კენიის ტბებზე.
სამეცნიერო წრეებში ცნობილმა 57 წლის ექსპერტ-ფოტოგრაფმა მარტინ ჰარვიმ (Martin Harvey) გადაიღო წარმოუდგენელი რაოდენობის ვარდისფერი ფლამინგოების სურათები – ნაკურუ და ბოგორიას ტბებზე (კენიაში). აღმოსავლეთ აფრიკაში ბევრი ტბა მდებარეობს, თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი თავისებურებებით. ერთ ერთ ასეთ ტბას ჰქვია ნაკურუ; ათასობით ფრინველი მოფრინავს ნაკურუს ტბაზე, რომელიც მდებარეობს რიფტ-ვალის პროვინციაში, 160 კმ -ში ნაირობის დასავლეთით. ნაკურუს ტბაში ნახშირორჟანგის შემცველი კარბონის მონოქსიდის მიუხედავად დიდი რაოდენობისა, ფლამინგო -ეს თვალწარმტაცი ფრინველი თავს მშვენივრად გრძნობს. თუმცა თუ შეეხებით მას, ეგრევე თქვენ იგრძნობთ წვას
ჩვეულებრივი ფლამინგო ბუდობს კოლონიურად — ფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია, საკვების მოპოვებისთვის აქვთ გრძელი კისერი და ფეხები. ისინი ზოგადად ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული კი შავია.
ასეთი ვარდისფერი „კუნძულები“ და მილიონობით მოხდენილი ფლამინგოები ცურავს ბოგორია და ნაკურუს ტბებში. დამახასიათებელი ბუმბულის ვარდისფერ ან წითელი ფერს, ისინი უნდა უმადლოდნენ სპეციალურ პიგმენტს, რომელსაც შეიცავს წვრილი კიბოსნაირთა „ჯავშანი“ და რომლებიტაც ფლამინფო იკვებება. საკვების ძებნაში, ისინი მოძრაობენ და გადაადგილდებიან ქაოსურად, მაგრამ საფრთხის დანახვის და შეგრძნების შემთხვევაში, ფლამინგო აფრინდება, რომ თავიდან აიცილონ სიკვდილი, თუმცა ისინი, როგორც წესი არამონდომებულად, უხალისოდ იწყებენ აფრენას…