საკითხავისასარგებლო

რეფლექსი და რეაქცია

eb4c0bc0cb88

რეფლექსები, მათი სირთულის მიხედვით , მრავალნაირი შეიძლება იყოს, დაწყებული ცხელი ზედაპირიდან ხელის მექანიკური გაწევით და დამთავრებული ისეთი  რთული რეფლექსებით, რომლებიც მონაწილეობენ წონასწორობის დარღვევის დროს სხეულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ჩვენ უამრავი პრიმიტიული რეფლექსით ვიბადებით, რომლითაც თანდათანობით ჩვენი აქტივობის შედეგად შეძენილი რეფლექსებიც ემატება.

რა არის რეფლექსი?

რეფლექსი წარმოადგენს სპეციფიკურ გამაღიზიანებელზე მექნიკურ  საპასუხო რეაქციას, რომელიც ცნობიერების გარეშე ხდება. რეფლექსის წარმოსაქმნელად საჭიროა მგრძნობიარე რეცეპტორი; გამღიზიანებლის შეტყობინების გადამტანი ნერვი; აპარატი, რომელიც ამ ინფორმაციას საპასუხო რეაქციად გარდაქმნის და, საბოლოოდ, კუნთები ან ჯირკვლები, რომლებიც რეფლექსს განახორციელებენ. გამაღიზიანებელზე ნებისმიერ საპასუხო რეაქციას, რომელიც უნებლიეთ ხდება, რეფლექსი ეწოდება.

ცნობიერი მოქმედება არ არის რეფლექსური, რადგანაც გაღიზიანებასა და საპასუხო რეაქციას შორის ანალიზი ხორციელდება-ჩვენ გაღიზიანებას ვუკავშირებთ წინა გამოცდილებას, ხასიათს, არსებულ სურვილებს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გამღიზიანებელს ყოველ ჯერზე შეუძლია წარმოქმნას სხვადასხვა საპასუხო რეაქცია; მეორე მხრივ, ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე რეფლექსური საპასუხო რეაქცია ერთნაირია.

გაცნობიერებულმა რეაქციამ შესაძლოა ზოგიერთი რეფლექსი დაძლიოს-მაგალითად, სულელურად შეიძლება ხელი დავდოტ ცხელ ღუმელზე, მაგრამ ამის გასაკეთებლად მოგვიხდება გამოვიყენოთ ცნობიერების ენერგია. რეფლექსები სხეულს მხოლოდ დამცველობითი, სწრაფი საპასუხო რეაქციებით უზრუნველყოფენ. ეს განსაკუტრებიტ მავნე გამღიზიანებელზე ხდება. ზოგიერთი რეფლექსი კი, მაგალითად სუნთქვა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

რეფლექსის ტიპები

არსებობს რეფლექსის რამდენიმე ტიპი: ზოგიერთი მათგანი აკონტროლებს ჩვენს კუნთებს, სხეულის ძირითად ფუნქციებს და ორიენტაციას ჯდომისას თუ დგომისას.სხვა შედარებით რთული რეფლექსები დაპროგრამებული საპასუხო რეაქციებია.

კუნთების რეფლექსებს უფრო ზუსტად მყესების რეფლექსები ეწოდება. როდესაც ექიმი თქვენს მუხლზე დარტყმით თქვენს რეფლეწსებს ამოწმებს, შეიმჩნევა ვიბრაცია, რომელსაც კუნთები წარმოქმნიან ზურგის ტვინისთვის შეტყობინების გასაგზავნად და აღიზიანებს კუნთების მაკონტრილებელ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც ფეხის შეკრთომას იწვევს. ეს რეფლექსები მეტად კომპლექსური მექანიზმის (მექანიკური ნერვული სისტემა ) შემადგენელი ნაწილია ზურგის ტვინში, რომელიც კუნთების ტონუსს-მოქმედებისთვის მათ მზადყოფნას აკონტროლებს.

ზურგის ტვინის მექანიზმი, თავის მხრივ, ტვინის იერარქიით უფრო “მთავარი” ნაწილით კონტროლდება. ასე რომ, ზურგისტვინის რეფლექსები შესაძლოა იყოს სწრაფი (კონტროლირებადი სიმპათიკური ნერვული სისტემის მიერ) და უფრო ნელიც (კონტროლირებადი არასიმპათიკური ნერვული სისტემის მიერ). იმავე ზურგის ტვინის მექანიზმი დაკავშირებულია კანში არსებულ ტკივილის რეცეპტორებთან , რომლებიც მავნე სტიმულის მიღებისთანავე საპასუხო რეაქციას იძლევიან.

საორიენტაციო რეფლექსები

თუ კატას მიწის ზედაპირტან ოდნავ ზემოთ ასწევთ და ხელს გაუშვებთ, იგი ყოველთვის კიდურებით დაეშვება (არაფერი დაუშავდება). ეს იმ სიჩქაეის მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ რეფლექსები ჩვენს მდგომარეობას, პოზას და ორიენტაციას. მოყინულ ზედაპირზე გასრიალებისას თქვენი სხეული წონასწორობის შენარჩუნებას ახერხებს და დაცემის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად ხელებს იშველიებს.

ამ შედარებით რთულ, საპასუხო რეაქციებს აკონტროლებს მოტორული სისტემის ბევრად დახვეწილი ნაწილი. ყურის განსაკუთრებულ ადგილას განლაგებული მგრძნობიარე რეცეპტორებისაგან შეტყობინება სწრაფად გადაეცემა ტვინის ნათხემს, რომელიც ბრძანებებს მკლავის და ფეხის კუნთებს გადასცემს. ყველაფერი ეს საკმაოდ სწრაფად ხდება. ამ ტიპის საორენტაციო ტიპის რეფლექსების პრიმიტიული მაგალითები შეიძლება დავინახოტ ახალშობილებში. მაგალითად, მოჭიდების რეფლეწსი. ამას მორის რეფლექსი ეწოდება (ექიმის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღწერა ეს რეფლექსი) და ნორმალური აღწერა განვიტარების შემთხვევაში, იგი ქრება როგორც კი ახალშობილი რამდენიმე კვირის შესრულდება.

სხეულის ფუნქციური რეფლექსი

ახალშობილები ვერ აკონტროლებენ შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფას. როდესაც ბუშტი სავსეა, სიგნალი ზურგის ტვინს გადაეცემა, რომ მოქმედებაში ჩართოს შესაბამისი რეფლექსები. განვითარების შედეგად. ბავშვს უნარი უჩნდება აკონტრილოს სარდის გამოყოფა. თუმცა სრულიად მომწიფებულ მოზრდილებსაც არ შეუძლიათ შეუზრუდავად რეფლექსის შეკავება: საშარდე ბუშტი თვითონ დაიცლება (ზურგის ტვინის დახმარებით).

მსგავსი რეფლექსები აკონტროლებენ სხეულის უამრავ ფუნქციას, სუნთქვის ჩართვით. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, შარდის ბუშტის კონტროლი ან სუნთქვა შეიძლება ცნობიერების ჩარევითაც მოხდეს, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, გულის ცემა აბსოლიტურად მექანიკურად ხდება.

ქცევიტი რეფლექსი

ეს სხეულის სრსებული ყველაზე რთული რეფლექსებია და გამოიყენება ექსტრემალური სიტუაციაში სხეულის მოსამზადებლად საპასუხო რეაქციის გამოსავლენად. საუკეთესო მაგალითია ეგრეთწოდებული რეაქცია ” შებრძოლება თუ გაქცევა”-ეს არის საპასუხო რეფლექსის ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში არმოცენდება. მაგალითად, შემთხვევით ნიანგს რომ შევეჩეხოტ, მას ან შევებრძოლებიტ, ან გავიქცებით; ამის მსგავსად იქცევა ცხოველი მტაცებელთან პირისპირ შეხვედრისას, რომელსაც ორი არჩევანი აქვს. ტვინი იღებს გაქცევის ან დარჩენის და შებრძოლების გადაწყვეტილებას, სხეული კი მას ემორჩილება. შესაბამისად, რეფლექსების ეს სისტემა უნებლივ წარმოქმნის გულისცემის და სუნთქვის გახშირებას და ასეტი მდგომარეობა ერთი და იგივეა ნებისმიერი არჩევანის დროს.

მსგავს საპასუხო რეაქციებს მიეკუთვნება ოფლის დენა (ბრძოლისას ან გაქცევისას გამოყოფილი სიმხურვალე) და ფერის დაკარგვა ( რადგანაც ამ დროს სისხლი კიდიდან სხვა უფრო მნიშვნელოვან კუნტებას მიეწოდება).  მსგავსი რეფლექსი შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ გაფიქრებამაც კი საშიშ სიტუაციაზე, როდესაც ეს ხდება ეგრეთწოდებულ პირობითი რეაქციის ნაწილი.

პირობითი რეფლექსები

რეფლექსი პირობითია , როდესაც მისი გამოწვევა ხდება ისეთი სტიმულით, რომელიც განსხვავდება პირვანდელი (ბუნებრივი) წარმომქმნელისგან და შემოდეგ სხვადასხვა სტიმულია მისი გამომწვევი. ეს მაშინ ხდება , როდესაც მეორე სტიმული მეორდება ნორმალური გამღიზიანებელთან ერთად.

ცნობილმა რუსმა ფიზიოლოგმა პავლოვმა პირველად აღწერა ამ ტიპის რეფლექსი. იგი ყოველი ზარის დარეკვისას ძაღლს  საკვებს აძლევდა, რითაც საბოლოოდ ზარის დარეკვა ძაღლის სანერწყვე ჯირკვლის დაზიანებას იწვევდა, ანუ საპასუხო რეაქცია წარმოიქმნებოდა. როგორც წესი, სანერწყვე ჯირკვლის გაღიზიანება მხოლოდ საკვებიტ შეიძლება. ეს არის პირობითი რეფლექსი. იგი, ძირიტადად გამოიყენება ცხოველების გაწვრთნისას სხვადასხვა ილეთსის შესასრულებლად.

რეფლექსის დანიშნულება

რეფლექსები  ბუნებრივად შეადგენენ ჩვენი ნერვული სისტემის ძირითად ნაწილს. ისინი ძალზე სწრაფი და მეტ-ნაკლებად მექანიკურნი არიან. მაშინ როდესაც სიცოცხლის გადასარჩენად სწრაფი რეაქციაა საჭირო, ზოგავენ დროს და გონებრივ ენერგიას.

მედიცინაში რეფლექსები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი საშუალებიტ ზუსტად შეიძლება დადგინდეს დაავადების ადგილმდებარეობა. მაგალლითად, მყესების რეფლექსები ზურგის ტვინის სეგმენტებშია განლაგებული. ექიმს შეუძლია თანმიმდევრობით განსაჯოს თითოეული მათგანი, სანამ არ მიაგნებს, თუ რომელი არ მუშაობს ისე როგორც უნდა იმუშაოს . მას შეუძლია დაადგინოს ზურგის ტვინის რპომელი ნაწილია დარღვეული.

თუ რეფლექსები დაიკარგა

რეფლექსები სხვადასხვაგვარია ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის მიხედვით. “მუხლის რეფლექსის” დაკარგვა თავისთავად ბევრს არაფერს გულისხმობს, თუმცა რეფლექსის დაკარგვის ნამდვილმა მიზეზმა შესაძლოა სულ სხვა სიმპტომები გამოიწვიოს.

ზოგჯერ ადამიანები მყესების რეფლექსების გარეშე რჩებიან და ჩვეულებრივ ცხოვრობენ . თუმცა სხვა რეფლექსები უფრო გააქტიურებული აქვთ, მაგალითად საორიენაციო რეფლექსი. რეფლექსები შესაძლოა გაიკარგოს ნათხემის ზოგიერთი დაავადების გამო და დაავადებულს საკმაოდ ბევრი პრობლემის გამო და დაავადებულს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნება წონასწორობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევაა დახამხამების რეფლექსის დაკარგვა, რაც თვალის დაზიანებას იწვევს, რაგდანაც მასში უამრავი მავე ნაწილაკი ვარდება.

ადამიანი,რომელიც სუნთქვის უნებლიე რეფლექსს კარგადვს, ღამით სერიოზულ საფრთხეში ვარდება, რადგანაც ვეღარ სუნთქავს. ადამიანებს რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან რეფლექსს კარგავენ, სპეციალური მკურნალობა ენიშნებატ, სანამ რეფლექსის აღდგეა არ მოხერხდება. მაგალიტად, მათ ვინც სუნთქვის რეფლექსი დაკარგეს, ღამით ხელოვნურ სუნთქვის აპარატთან აერთებენ.

ეს ინფორმაცია “შემეცნების სამყაროდან” ამოვიწერე :)

P.S ეს ჩემი პირველი პოსტია :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close