საკითხავისასარგებლო

“ღორის გრიპი” თაღლითობა აღმოჩნდა

b8147d635d7e

შარშან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 21-ე საუკუნის პირველი პანდემიის თაობაზე განგაში ატეხა, რამაც მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობის ორგანიზატორებს მილიარდები მოახვეჭინა. 
პანდემიის გამოცხადების დღიდან დაზაფრული მსოფლიო ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადაერთო – ადამიანები ქუჩებში რესპირატორებით დადიოდნენ, ტელეეთერით ყოველდღიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ვირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე, ჯანდაცვის საკითხებში სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები ჰოპ.გეთუ აკადემიკოსები კი თავ-თავიანთი პესიმისტური პროგნოზებით საერთო ფსიქოზს კიდევ უფრო აძლიერებდნენ. მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა, როცა ვირუსთან მებრძოლი, ძვირი, მაგრამ აუცილებელი პრეპარატების, შემდეგ კი ვაქცინის გამოსვლის შესახებ შეიტყო. სახელმწიფოებმა საჭირო რაოდენობის მედიკამენტების შესაძენად უზარმაზარი თანხები გაიღეს, რათა პანდემიას მომზადებული შეხვედროდნენ, მაგრამ “ღორის გრიპი” სადღაც გაუჩინარდა.

ოფიციალური ციფრებით, “ღორის გრიპმა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წელიწადში 14 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ როცა, “ჩვეულებრივი გრიპის” შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს აღწევს. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აღიარეს, რომ საშინელი H1N1 თურმე “არც ისეთი მომაკვდინებელი” ყოფილა, როგორიც ეგონათ.

აღმოჩნდა, რომ ექსპერტების რჩევას აყოლილი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად, კამერების თანდასწრებით ამაოდ იკეთებდა ვაქცინის ნემსს.

ამის შემდეგ, დასავლელი პოლიტიკოსები ღიად ალაპარაკდნენ “ღორის აფერაზე”. ევროკავშირის ქვეყნებმა გამოძიებაც დაიწყეს ექიმებისა და ფარმაცევტების ჰოპ.გეფარულ გარიგებაზე, რომლებმაც მხოლოდ ვაქცინაში 7 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს.

ვითომ “ახალი ვირუსებისადმი”, “ფრინველის” თუ “ღორის გრიპებისადმი” ატეხილ აჟიოტაჟს მსოფლიოს მრავალ სპეციალისტთან ერთად რუსი მიკრობიოლოგი მიხეილ სუბოტნიცკიც კარგად ჰოპ.გედაგეგმილ აფერად მიიჩნევს და განმარტავს, რომ: “თავად “ახალი ვურუსის” გამოვლენის ფაქტი არ შეიძლება იყოს ეპიდემიის გამომწვევი. “ახალი ვირუსი” მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ზიანის მომტანი, თუკი ჩამოყალიბდება ეპიდემიური ტრიადა: ვირუსის წყარო, ადამიანებში მისი გავრცელების მექანიზმი და ადამიანთა პოპულაციაზე მისი გავლენა”.

წყარო:hop.ge

თეგები
Back to top button
Close
Close