არქივი

მკურნალი ნაძვი

ნაძვი

ნაძვის კვირტების ნახარში კარგია როგორც ამოსახველებელი, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო, სისხლის გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო საშუელბა. მას სვამენ ქრონიკული ბროქიტის, გაციების, ფილტვების ტუბერკულიოზის დროს. ნახარშის ორთქლი გამოიყენება საინჰალაციოდ, ხველების, ანგინის, სასუნთქი გზების დაავადებისას.

ნაძვის ეთეროვანი ზეთი (იყიდება აფთიაქებში) გამოიყენება გრიპის დროს 1-3 წვეთი დღეში სამჯერ უნდა მივიღოთ ერთ ყავის კოვზ თაფლთან ერთად. ის საუკეთესო არომათერაპიული საშუალებაა გაცივების, სულის ხუთვის და დათრგუნული მდგომარეობის დროს.

ნახარში 1. 10 გ ნაძვის კვირტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავი და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. გადმოდგით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი. გაწურეთ მიიღეთ დღეში 2-3 -ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1\4 ჭიქა. ნახარშის ორთქლით ინჰალაცია სასურველია ხველების, ანგინის, გაცივების დროს.

ნახარში 2. 15 გ ნაძვის ნორჩ წიწვებს (სჯობს ტოტის წვეროები) დაასხით 0,5 ლ რძე. ხარშეთ დახურულ ჭურჭელში 10 წთ. შემდეგ გააჩერეთ 2 სთ. გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში თბილად. უხდება ხველებას, სასუნთქი გზების გაცივებას.

თანაბარი რაოდენობით ნაძვის ფისი და შაქრის ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში, გააკეთეთ ქერის მარცვლის ხელა ბურთულები და წუწნეთ დღეში საჯერ, ჭამის შემდეგ, ძლიერი ხველების დროს.

Back to top button