გართობაკულტურა

Hewlett-Packard დარჩა მსოფლიოში უმსხვილეს PC-ის მწარმოებელ კომპანიად

ff41d4d4f465

კომპანია iSuppli–მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზარზე პორტატული კომპიუტერების რაოდენობის, სტატისტიკა.

სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოში, გაიყიდა 48,7 მლნ ნოუთბუქი და ნეთბუქი. ეს რაოდენობა 5,4%–ით ნაკლებია გასული წლის ბოლო ოთხი თვის მაჩვენებელთან შედარებით (51,5 მლნ ერთეული).

პორტატული კომპიუტერების უმსხვილეს მწარმოებალად რჩება Hewlett-Packard, რომლის საბაზრო წილი შეადგენს 18,9%–ს (9,2 მლნ რეალიზირებული PC).

რეიტინგის მეორე ადგილზე გავიდა Acer — 17,5% და 8,5 მლნ გაყიდული ნოუთბუქი და ნეტბუქი. 11,5%–ითა და 5,6 მლნ PC-ით სამეულში მოხვდა Dell. მეოთხე და მეხუთე ადგილს ინაწილებენ Toshiba და ASUS, რომლებიც აკონტროლებენ ბაზრის 9,3% (4,5 მლნ ერთეული) და 8,3% (4,0 მლნ ერთეული).

ყველა სხვა კომპანიამ, ერთად, პირველ კვარტალში მოახდინა 16,8 მლნ პორტატული კომპიუტერის რეალიზება, რომელიც შეესაბამება 34,4%–ს.

iSuppli ასევე აღნიშნავს Samsung–ის წარმატებებს: ტრადიციული, სეზონური შემცირების მიუხედავად სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა მოახერხა ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოების 14,6%–მდე გაზრდა — 1,7 მლნ გასული წლის ბოლო კვარტალში, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,9 მლნ. «სამსუნგის» წილი — 3,9%.

პ.ს მე პირადად ყველაზე მუშა და გამძლე ნოუთბუქების მწარომებელ კომპანიად მიმაჩნია. კომენტებში თქვენი აზრი დაწერეთ. აი ჩემი HP

ef3aad88a27c

წყარო : hi-tech.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button