არქივი

ნოდარ დუმბაძე

8926d08da364ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ას ბახტაძე — დიასახლისი.
ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან ამონარიდები მცირე ნაწილები გაგრძელებაში(გახალისდებით)
1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

წააგეთ თუ მეიგეთ მეთქი?
არ მევიდა მეორე გუნდიო
მოგიგიათ მაშინ თქო
მაი რაფერი მოგებაა თამაშით გვინდოდა მოგებაო
რა ეტაკათ მეთქი?
ჯემალიეს ბიჭმა ცოლი მეიყვანა და რავა მოშორდებიენ ახლა მის ეზოს სანამ ბაღანას არ გააჩენს იი გოგოო

———————————————
-მისით მოკვდა?
-არა პატარაზე ექიმებიც კი წეეხმარენ

——————————————————
-ნაკაშიძე მომაწოდე ეგ სკამი.
-ვერ მოგაწვდით უფროსო.
-რატომ?
-დაჭედებული.
-თუ იცი რატომ?
-იმიტომ რომ ჩემისთანა პატიმარმა შენისთანა გამომძიებელს
თავში არ თხლიშოს.
-უფლება რომ მქონდეს ცხვირპირს ამოგინაყავდი.
-უუფლებობა რა ვუთხარი თორემ მეც დიდი სიამოვნებით
ამოგინაყავდი

———————————————–
-აი რა გვარია ის ვიღაცა რუბენა ტრაპაიძეს რო მიუგავს გვარი?
– რიბენტროპი
– მაგან არ გეიხარა..

———————————–
ეს კი ნამდვილი ამბავი:

სუფრაზე ნოდარის გვერდით ერთი ღიპიანი კაცი მჯდარა ,
რომელმაც დიასახლისს რამდენჯერმე სთხოვა ცხელი ჩაი
მოეტანა, ბოლოს დუმბაძეს უთქვამს , ნუღარ მოუტანთ
ქალბატონო, თორემ მუცელი თუ გაუსკდა ფეხებს დაიმდუღრავსო

წყარო:http://giojga.wordpress.com/

Giorgi Jgarkava | შექმენი შენი ემბლემა
100000499622318.59.798074246

Back to top button