არქივი

ნოდარ დუმბაძე #2

9b058e3af5f7
იუმორის ლეგენდაა უბრალოდ და მეც ამ კუთხეზე გავამახვილე ყურადღება ამჯერად…

მილიციელი ხშირად მოდის რუსთველზე ჩვენთან,
დაიშალეთო, გვეუბნება, ხელს იღებს კეპთაქნ,
ის კი არ იცის, რომ მოვკვდებით ერთ დღეს მშვენიერს
და ვეღარასდროს ვეღარ გვნახავს ლაღიძის წყლებთან…

ვსვი აზარფეშით ყურძნის სისხლი შვიდ დღეს კვირაში,
მსურდა მოხვედრა სასამოთხო კაცთა სიაში,
მაგრამ, ჰე, ღმერთო, სამართალი სად არი შენი,
სამოთხის ნაცვლად რად ვიღვიძებ მილიციაში?!

თუ განვიცადეთ გამოცდებზე მწველი წამები,
თუ გამოვედით გამოცდიდან განაწამები
და თუ სწავლაში დავიღამებთ ახალგაზრდობას,
მაშინ რაღაა ქვეყნად ფასი ჩვენი მამების?!

მეუბნებიან: “ვინც ლოთია, გმობის ღირსია,
ჩხუბი და შფოთი კაცის არა საკადრისია!”
ღვინონასვამზე აყალმაყალს თუ არ ავტეხავთ,
მაშინ ეს ღვინო, მეგობრებო, რის მაქნისია?!

მე რომ დიპლომი მქონებოდა,-დედამ ინება,
მამა დამპირა მყუდრო ოჯახს არდაცილებას,
მაშ, მითხარ, ღმერთო, კომისია რომ მანაწილებს,
სად გაგონილა დედისერთას განაწილება?

მეუბნებიან, რომ დიდებას მე ვერ მივწვდები,
ჩემს საფლავს ყველა დაივიწყებს, რომ დავმიწდები,
ხუთჯერ და ათქერ გავდიოდი თითო საგანში,
ჩემს პროფესორებს აბა როგორ დავავიწყდები?

ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო,
ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო.
მე ქვეყნად მოსვლა არავისთვის არ მითხოვია
და სანამ წავალ, მამაცემმა უნდა მარჩინოს!

მსაყვედურობენ, თითქოს ცარ მაქვს დინჯი გონება,
რომ გული ჩემი წრფელ სიყვარულს არ ემონება.
მე მისთვის ვიცვლი ყოველკვირა შეყვარებულებს,
რადგან ჭირივით მეზარება ერთფეროვნება.

ოცი წლის კაცმა ყველა მარკის ღვინო ვიგემე,
ვაგლახ, ცხოვრების მარიფათს რომ ცუდად მიგებენ!
ზემელზე ვდგავარ დღე და ღამე რუსთველის ძეგლთან
და, ღმერთო, მაინც უგნურები ძეგლს არ მიგებენ.

მეუბნებია: “რა გაცვია ტანზე, რა არის?!”
მე კი სამოსი, “სტილნის” გარდა, არ მწამს სხვაგვარი,
როცა მოვკვდები, გამიკეთეთ “ბუტილკა” კუბო,
ხოლო გარშემო კაუჩუკი შემოაკარით!..

ჩემზე ამბობენ: იარაღი დააქვსო თანა,
ანაშას წევსო, ხულიგნობსო,-ცუდია განა?
კაცი რომ ასეთ წვრილმანებზე შეგედავება,
მოდი, ღმერთო, და ნუ გაუყრი ჯიგარში დანას!

დარდიან გულზე ბიძაჩემმა “ვოლგა” მიყიდა,
დამისხით ღვინო, სადღეგრძელოს ვიტყვი რიხითა!
გავიტან ვინმეს?-არ მომჭამონ ძირში ფეხები,
ერთ წელიწადში გამომაგდებს მამა ციხიდან.

ხუთი წელია, წიგნი თვალით არ მინახია,
ახია მასზე, ჭიგნი დროზე ვინც არ დახია,
გუშინ ვიყავი კუკიაზე საყომარბაზოდ,
იქ ქურდი კოლა პროფესორის გვერდით მარხია.

——————————————-
მე და ილარიონმა კარგად ვიცოდით ილიკოს ეს სუსტი მხარე და დღე და ღამე ილიკოს ღორის ქების მეტს არაფერს ვაკეთებდით.
აი ახლაც ვსხედვართ ილიკოს ეზოში აბიბინებულ კინდარზე,გვერდით მოღრუტუნე თვალმინაბული პოჭოკებგაჭიმული სერაპიონა გვიწევს და ილარიონს ვესაუბრებით.
-ასეთი ღორის მნახველი არ ვარ.-ამბობს ილარიონი( )
-ამით მიდგას სული,-ამბობს ილიკო და ღორს მუცელზე უთათუნებს ხელს.სერაპიონა განცხრომით ქშინავს…………….
-ღორი კი არა ბევრ ვაჟკაცს ჯობია . . -ვთქვი მე
-მეთუ მკიტხავ ილიკო რად გინდა თვალებდაქაჩული ნაყაჩაღარი ბაბუაშენის სურათუ რომ გიკიდია ბუხრის თავზე,დაუძAხე პავლუშა პოტოგრაფს გაადაუღე სერაპიონას სურათი გაადიდებიე და მაგის უკეთეს რას დაკიდებ ოთახში
-ილარიონ შევარდნაძე შენ თუ არ გჯობდეს ეს ღორი მაგის კუბო გამეტანოს ამ ოჯახიდან!-თქვა ილიკომ
-მაგა სუყურებ ილიკოო?ღორი კი არა ენა რო მისცე-ადამიანია.ვთქვი მე
-ახლა მოგინდა ხუმრობაა?-ვუსაყვედურე ილარიონს ილიკო რომ გავიდა.
აგია ცხოვრება?მაგის დრუნჩიან ღორს ხმას ვერ უნდა ვცემდე?-განწირული ხმით თქვა ილარიონმა

———————————————–
წააგეთ თუ მეიგეთ მეთქი?
არ მევიდა მეორე გუნდიო
მოგიგიათ მაშინ თქო
მაი რაფერი მოგებაა თამაშით გვინდოდა მოგებაო
რა ეტაკათ მეთქი?
ჯემალიეს ბიჭმა ცოლი მეიყვანა და რავა მოშორდებიენ ახლა მის ეზოს სანამ ბაღანას არ გააჩენს იი გოგოო

———————————————
-მისით მოკვდა?
-არა პატარაზე ექიმებიც კი წეეხმარენ

——————————————————
-ნაკაშიძე მომაწოდე ეგ სკამი.
-ვერ მოგაწვდით უფროსო.
-რატომ?
-დაჭედებული.
-თუ იცი რატომ?
-იმიტომ რომ ჩემისთანა პატიმარმა შენისთანა გამომძიებელს
თავში არ თხლიშოს.
-უფლება რომ მქონდეს ცხვირპირს ამოგინაყავდი.
-უუფლებობა რა ვუთხარი თორემ მეც დიდი სიამოვნებით
ამოგინაყავდი

———————————————–
-აი რა გვარია ის ვიღაცა რუბენა ტრაპაიძეს რო მიუგავს გვარი?
– რიბენტროპი
– მაგან არ გეიხარა..

———————————–
ეს კი ნამდვილი ამბავი:

სუფრაზე ნოდარის გვერდით ერთი ღიპიანი კაცი მჯდარა ,
რომელმაც დიასახლისს რამდენჯერმე სთხოვა ცხელი ჩაი
მოეტანა, ბოლოს დუმბაძეს უთქვამს , ნუღარ მოუტანთ
ქალბატონო, თორემ მუცელი თუ გაუსკდა ფეხებს დაიმდუღრავსო

მსგავსი ამბები

Back to top button