საკითხავისასარგებლოუცნაური

10 ყველაზე უცნაური სიკვდილი ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უცნაურ სიკვდილს ისტორიაში

1.სიკვდილი წყალზე მთვარის ანარკლზე დაკვირვებისას
ჩინელი პოეტი ლი-პო(Li-Po) ერთ-ერთი ცნობილი პოეტია ჩინური ლიტერატურის ისტორიაში. ის ცნობილი იყო როგორც ლიქიორის მოყვარული პოეტი და ხშირად თავის პოემებს მთვრალი წერდა.

ერთ ღამეს, ლი-პო საკუთარი ნავიდან გადავარდა და მდინარე იანძეში დაიხრჩო. ამ დროს იგი წყალზე მთვარის ანარეკლს აკვირდებოდა.

2.სიკვდილი წვერის გამო
ავსტრიელი ჰანც სტეინინგერი(Hanz Steininger) ცნობილი იყო როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერის პატრონი (მისი სიგრძე დაახსლოებით 1.4 მეტრი იყო) და კიდევ იმითი, რომ ის ამ წვერის გამო მოკვდა.

1567 წლის ერთ დღეს ჰანცის ქალაქში ხანძარი იყო . სიჩქარეში ჰანცს წვერის დახვევა დაავიწყდა, შემთხვევით მან წვერს დააბიჯა, წონასწორობა დაკარგა, წაბორძიკდა, კისერი მოიტეხა და მოკვდა.

3.სიკვდილი შარდის შეკავების გამო
დანიელი წარჩინებული და ასტრონომი ტიქო ბრაჰე(Ticho Brahe) ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მას ჰყავდა ჯუჯა ხუმარა რომელიც სადილობისას მაგიდის ქვემოთ იჯდა, მას მოშინაურებული , “საყვარელი” ცხენ-ირემიც კი ჰყავდა.

ტიქომ ასევე ცხვირის წვერი დაკარგა სხვა წარჩინებულ დანიელთან დუელში და ამიტომ იძულებული იყო მანეკენი ცხვირი ეტარებინა, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

ნათქვამია , რომ ტიქო შარდს იკავებდა საკმაოდ ხანგრძლივი ბანკეტის დროს, (ადგომა სადილიდან ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა) მისი შარდის ბუშტი ძალიან დაიჭიმა, გაუჩნდა ინფექცია, რამაც მომავალში მოკლა კიდეც.

4.სიკვდილი დირიჟორის ჯოხით
როდესაც უძღვებოდა ჰიმნს (Te Deum) ფრანგი მეფის ლუი XIV_თვის 1687_ში, ჟან-ბაპტისტ ლული(Jan Baptist Lulli) კონცენტრირებული იყო რიტმზე და ის კვერთხს იატაკზე ურტყავდა (ეს მეთოდი იყო სანამ დირიჟორის ჯოხი შემოვიდა გამოყენებაში) , უცბად მან კვერთხი ძლიერად გაირტყა ფეხის თითში , მაგრამ არ გაჩერდა.

ფეხის თითზე განუვითარდა აბსცესა , შემდეგ კი განგრენაში გადაეზარდა. ლულიმ ამპუტაციაზე უარი თქვა. განგრენა გავრცელდა და ლულიც მოკვდა.

ირონია იმაშია,რომ ჰიმნი, რომელსაც ლული უძღვებოდა, ლუი XIV-ის გამოჯანმრთელების საპატივცემულოდ იყო მიძღვნილი.

5.სიკვდილი დესერტით
შვედეთის მეფეს ადოლფ ფრედერიკს(Adolf Frederick) ძალიან უყვარდა დესერტი და ამითი მოკვდა.

“მეფე რომელმაც თავისი თავი სიკვდილს შეაჭმევინა” 1771 წელს 61 წლის ასაკში მონელების პრობლემით მოკვდა . მან შეჭამა უზარმაზარი სადილი: ლობსტერი,ხიზილალა,კომბოსტოს სუფი,შებოლილი ქაშაყი,შამპანიური(დალია), 14 პორცია მისი საყვარელი დესერტი სემლა(სემლა) და ფუნთუშა რძით.

6.სიკვდილი ნაფიცმსაჯულებისთვის დემონსტრაციისას
სამოქალაქო ომის შემდეგ ოჰაიოს პოლიტიკოსი კლემერ ვალანდიგემი (Clemer Vallandighem) გახდა ცნობილი ადვოკატი, რომელიც საქმეებს იშვიათად თუ აგებდა.

1871 წელს, ის იცავდა ტომას მაკგეჰანს(Thomas McGehan) რომელსაც ტომ მაიერსის(Tom Myers) მკველობისთვის ასამართლებდნენ.ვალანდიგემი ამბობდა, რომ მაირსმა თავი შემთხვევით მოიკლა, როცა თოფით დაჩოქილი პოზიციიდან დგებოდა.

ნაფიცმსაჯულებისთვის ეს რომ დაემტკიცებინა, ვალანდიგემმა თავისი თეორიის დემონსტრაცია განიზრახა. საუბედუროდ მან დატენილი თოფი აიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამის შემდეგ მაკგეჰანი გაამართლეს . . .

7.სიკვდილი ენის მოკბეჩის გამო
ალან პინკერტონი(Allan Pinkerton) ,ცნობილია როგორც პინკერტონის დეტექტიური სააგენტოს დამაარსებელი. ერთხელაც იგი ტროტუარზე მიდიოდა, როდესაც ქვას ფეხი წამოკრა, დაეცა,ენა მოიკბიჩა, ინფექცია შეეჭრა და მოკვდა.

8.სიკვდილი ფეხის თითის დაკვრის გამო
ცნობილი ტენესური ვისკის ჩამომსხმელ ჯეკ დანიელმა(Jack Daniel) 1911
წლის ერთ დილას გადაწყვიტა სამსახურში ადრე წასულიყო. მას სეიფის გაღება სურდა,მაგრამ კომბინაცია დაავიწყდა.გაბრაზებულმა სეიფს ფეხი დაკრა, ფეხის თითი დაიშავა, რის გამოც ინფექცია შეეჭრა და მოკვდა.
ამის მორალი ისაა, რომ სამსახურში ადრე არ უნდა წახვიდე )))

9.სიკვდილი ფორთოხლის ქერქის გამო
ბობი ლიჩს(Bobby Leach) არ ეშინოდა სიკვდილის,1911 წელს ის მეორე იყო ვინც ნიაგარას ჩანჩქერიდან კასრით გადახტა. ის ძალიან გამბედავი იყო და ბევრი სხვა სიცოცხლისთვის სახიფათო რამ გააკეთა,ამიტომ მისი სიკვდილი ირონიულია.

ერთ დღეს ის ახალ ზელანდიაში რომელიღაც ქუჩაზე მიდიოდა , როდესაც ფორთოხლის ქერქზე ასრიალდა და ფეხი მოიტეხა. მის ფეხი ამპუტირებული იქნა. ლიჩი კი შემდგომი სირთულეების გამო მოკვდა.

10.სიკვდილი პალტო-პარაშუტის წარუმატებლობის გამო
1911 წელს ფრანგმა მკერავმა ფრანც რეიშელტმა(Franz Reichelt) გადაწყვიტა რომ გამოეცადა გამოგონება, პალტო და პარაშუტი. ის ეიფელის კოშკიდან გადმოხტა . . . მან ყველას უთხრა რომ ამისათვის მანეკენს გამოიყენებდა , მაგრამ ბოლო წუთში მან გადაწყვიტა რომ თავისი თავი გამოეცადა. სიურპრიზი არავისთვის ყოფილა რომ ის მოკვდებოდა.

ამის შესახებ ვიდეო www.youtube.com ზეც დევს

ეს ჩემი პირველი პოსტია იმედია მოგეწონებათ.ჩემი ნათარგმნია და თუ რამე შეცდომას იპოვნით არ მცემოთ :Dწყარო: ნათარმგნია უცხოური საიტიდან.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close