არქივი

მიქელანჯელოს თაღლითობა

230px Michelangelo portrait
ოთხი საუკუნის წინ ფლორენციაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა.21 წლის დამწყებმა მოქანდაკემ ეროტიკული სიყვარულის ღვთაების ქანდაკება შექმნა.შემდეგ ისე დააძველა,ძველბერძნულს მიამსგავსა,იმისათვის რომ შემდეგ რომში მომგებიანად გაეყიდა.მოქანდაკეს სახელად მიქელანჯელო ერქვა.ხოლო ქანდაკებას “მძინარე კუპიდონი”.

460794b3d604
ეს ქანდაკება ლეგენდარული ხელოვანის უწყინარი თაღლითობაა,თუმცა უნდა ითქვას რომ იდეის ავტორი თვითონ არ ყოფილა.
“მძინარე კუპიდონი”მის სიცოცხლეშივე შედევრად ცნეს,მაგრამ იგი უკვალოდ დაიკარგა და მე-20 საუკუნეში გამოჩნდა.დღეს ქანდაკება
ნიუ-იორკშია,მეხუთე ავენიუზე ერთი ოჯახის შადრევანს ამშვენებს.მიქელანჯელო დი ლოდოვიკობუონაროტი სიმონი 1475 წელს ტოსკანის პატარა სოფელ კარეზეში დაიბადა.ერთხელ მიქელანჯელომ თავის ბნელ სახელოსნოში მარმარილოთი ნატურალური ზომის კუპიდონი გამოაქანდაკა.კუპიდონს ეროტიკული სიყვარულის ღვთაებაზე ვენერაზე უფრო მეთად სცემდნენ თაყვანს.ეს ქანდაკება პირველად ბალთაზარ დე მილანეზემ ნახა,ის სახელგანთქმული ავანტიურისტი იყო.იგი აღფრთოვანებული დარჩა ახალგაზრდა მოქანდაკის ქმნილებით და სპეციალურად მოიწვია დი მედიჩი მის სანახავად.მედიჩიმ აღფრთოვანება ვერ დამალა “მძინარე კუპიდონს” გარს უვლიდა და ხოტბას ასხამდა.მილანეზემ მედიჩის უთხრა,ეს ქანდაკება რომ დავაძველოთ,მას 200 დუკატად მივყიდი კარდინალსო.200 დუკატი მაშინ კარგი ფული იყო.მედიჩის ეჭვი შეეპარა,მაგრამ მილანეზე არ მოეშვა,ნაძლევი დავდოთო.მიქელანჯელო ჩუმად ადევნებდა თვალს მათ დავას.ისინი 10 ოქროს დუკატზე დანაძლევდნენ.მილანეზემ თქვა,თუ მიქელანჯელო კუპიდონს ანტიკურ სახეს მისცემს,ბზარებს გაუკეთებს,მას კარდინალ სან ჯორჯეს მივყიდიო.კარდინალ სან ჯორჯესს ანტიკური ნივთები ძალიან იზიდავდა.მედიჩის გაეცინა არ დაუჯერა მაგრამ მაინც დანაძლევდნენ.მილანეზემ მიქელანჯელოს უთხრა “მძინარე კუპიდონი” მიწაში ჩამარხეო.საღამოს მიქელანჯელომ ქანდაკება გაახვია და ქალაქის ბოლოში,ერთ ვენახში ჩამარხა.ერთი კვირის შემდეგ ეს ქანდაკება ვითომ შემთხვევით აღმოაჩინეს
და ძველბერძნულად გაასაღეს.ამ აღმოჩენის შესახებ მილანეზემ კარდინალ სან ჯორჯესს უამბო.როდესაც კარდინალმა “მძინარე კუპიდონი დაინახა აღფრთოვანდა და მილანეზეს უსიტყვოდ გადასცა 200 დუკატი.მიქელანჯელოს მილანეზემ სულ 30 დუკატი გადაუხადა
დანარჩენი კი თვითინ დაიტოვა.როდესაც კარდინალმა შენაძენი დასათვალიერებლად სტუმრები მოიწვია,ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა რომ ეს ქანდაკება მიქელანჯელოს სახელოსნოში ჰქონდა ნანახი.კარდინალმა ყველაფერი გაარკვია.სენ ჯორჯემ მილანეზესა
და მიქელანჯელოს მუქარის წერილები გაუგზავნა.მილანეზეს ფული დააბრუნებინეს, მიქელანჯელომ კი არ დააბრუნა.მიქელანჯელოს ოსტატობას ყველა აქებდა,იმ პერიოდში მან უამრავი შეკვეთა მიიღო.რაც შეეხება ანტიკურ კუპიდონს იგი ჯერ ჰერცოგ ვალენტინეს,
შემდეგ ჩეზარე ბორჯიას ხელში მოხვდა.მან კი მანტუას მარკიზას აჩუქა.მარკიზამ ეს ქანდაკება მანტუაში წაიღო და მას შემდეგ იგი უკვალოდ გაქრა.

scylla

დამწყები ვებ მასტერი,joomla-ს პროფესიონალი

მსგავსი ამბები

Back to top button