უცნაური

მოჩვენებების 5 საუკეთესო სურათი (ნაწილი 1)

c292cd447b33

1. ეს სურათი გადაიღო თინეიჯერი გოგონას დედამ 1949 წელს კვინსლენდში, ავსტრალიის ერთერთ შტატში. მას სურდა მისი გარდაცვლილი შვილის საფლავისთვის გადაეღო სურათი. იგი ამტკიცებს რომ როდესაც მან სურათი გადაიღო, ახლომახლო არავინ ყოფილა. დედა თვლის, რომ ფოტოზე გამოსახული ბავშვი არაა მისი შვილი რითიც ამცირებს (მაგრამ არა მთლიანად აღმოფხვრის) იმის შესაძლებლობას, რომ ეს არის ორმაგი ექსპოზიცია.

ef776791252b

2. ამ სურათზე ცხადად ჩანს ორი ახლად გარდაცვლილი ხომალდ “Watertown”-ის ეკიპაჟის წევრის სახე. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ ეს ადამიანები შემჩნეულ იყვნენ,ინციდენტიდან რამდენიმე დღით ადრე, მრავალრიცხოვანი ეკიპაჟის მიერ. გადაღებულია 1924 წელს.

e9ba7d851382

942a0f827fd0

3. ეს სურათი ხანძრის დროსაა გადაღებული 1995 წელს, რომელიც მოხდა ინგლისის პატარა ქალაქ ვემში. გადაღების დროს ფოტოგრაფს უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს. მხოლოდ შემდგომ შეძლო მან პატარა გოგონას დანახვა რომელიც ალმოდებულ შენობაში იმყოფებოდა. მისი სხეული ვერავინ იპოვა და ვერც მის კვალს მიაკვლიეს. ამ შენობაში მცხოვრები ხალხის გაოცებას საზღვარი არ ქონდა. მათ ვერ შეძლეს დაედგინათ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პატარა გოგონა. მხოლოდ ერთი მათგანი ირწმუნება რომ ეს ის გოგონაა რომელიც 1677 წელს დაიღუპა ამ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მას შემთხვევით სანთელი დაუვარდა რის შედეგადაც მთელი სახლი დაიწვა. ამ გოგონას აჩრდილი არაერთხელ შეუნიშნავთ ამ სახლში.

293d6a171c57

4. ეს ფოტო გადაღებულია პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ დღის შუქზე. სურათი გადაღებულია 1991 წლის 10 აგვისტოს. ფოტოს ავტორია Mari Huff-ი. გოგონა რომელიც საფლავის ქვაზე ზის ფოტოგრაფს არ შეუმჩნევია გადაღების პროცესში.

86d9a833ceec

e2a073a6a49c

5. ეს ფოტო გადაღებულია Reverend-ის მიერ. Corroboree-ს მთასთან, ავსტრალიაში 1959წელს. ეს ფოტო ფრიად ცნობილი გახდა და ყურადღების ცენტრში იყო მრავალი წლის განმავლობაში მაგრამ ახსნა დღემდე ვერავინ მოუძებნა გოგონას უცნაურ გამოსახულებას. მსგავსი გამოსახულების შექმნა ფოტოშოპით დღესდღეისობით ძალიან ადვილია მაგრამ 1959წელს ეს შეუძლებელი იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button