გართობაკულტურა

ცხოველთა კვება

http://www.picz.ge/img/s3/1412/29/d/d44f4436cf7f.jpg

ყველა ცხოველს სიცოცხლისათვის საკვები სჭირდება. უმრავლესობა კბილებითაა შეიარაღებული, რომელთაც საკვების დასაფლეთად და დასაღეჭად იყენებს. უკბილო ცხოველებს კი აქვთ ნისკარტი ან ბასრი და მოქნილი ენა საკვების ასაღებად.
ნადირობა: სხვა ცხოველებზე მონადირე არსებებს მტაცებლები ჰქვიათ. ისინი მსხვერპის დასაჭერად უამრავ სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ზოგი ცხოველი- სისწრაფის, ზოგი კარგად მხედველობის წყალობით იგდებს ხელში ნადავლს , სხვები კი მსხვერპლს მალულად ესხმიან თავს . ყველა მანთანს ხორციჭამია ეწოდება.
მცენარე ჭამია: ცხოველების, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან, მცენარეჭამიებს უწოდებენ. მცენარეული საკვები უფრო ძენლი მოსანელებელია და უფრო ნაკლებ ენერგიასაც იძლევა, ვიდრე ცხოველური. ბევრი მცენარეჭამიას ბრტყელი უკანა კბილები აქვს, რომლებითაც საკვებს ღეჭავს და რბულ მასად გადააქცევს, რის შემდეგაც უკვე ადვილად ინელებს.
ნისკარტი: ფრინველები ნისკარტს საკვების მოსაპოვებლად და ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად იყენებენ. ნისკარტის ფორმა და ზომა სწორედ მათ საკვებზეა დამოკიდებული. ისეთ მტაცებელ ფრინველებს, როგოებიც არიან არწივი და ბუ, ბასრი, მოაუჭებული ნისკარტი აქვთ, რათა ხორცი ადვილად დაფლითონ, ალკუნები კი ხერხივით ნისკარტით არიან შეიარაღებული, რომ სრიალა თევზი არ გაუსხლდეთ.
http://www.picz.ge/img/s1/1412/29/8/8c264492cadf.jpg

მარჯვე ენა: ზოგი ცხოველი საკვებს ენით მოიპოვებს. მაგალითად, ლოკოკინებს შეუძლიად თავიანთი უხეში ენით მოფხიკონ საკვები, ქამელეონები კი გრძელი წებოვანი ენით იჭერენ მწერებს, შემდეგ სწრაფად უბრუნებენ ენის პირში და მსხვერპლს ყლაპავენ.
მწერების საკვები: მწერების ნახევარზე მეტი მცენარეულობით იკვებება, დანარჩენი ნადირობს პატარა ცხოველებზე, ხშირად სხვა მწერებზეც. არიან მწერები, რომლებიც მკვდარი ცხოველებითა და ცხოველების ექსკრამენტებით იკვებებიან. ყველა მწერის პირი შესაბამისი საკვებზეა მორგებული.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button