გართობა

Top 10 ყველაზე პოპულარული მსოფლიო ფესტივალი

d201ab295b6a

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართული სახალხო ფესტივალები ყველა ადამიანის ყურადღებას იპყრობს. დაესწრო ფესტვალს _ ეს ხომ იგივეა, რომ ამ კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდე! წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე პოპულარულებს, რომლებიც მუდმივად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან თავისი სახალისო, ორიგინალური და მასშტაბური წარმოდგენით.

10.”კანამარა მატსური” (Kanamara Matsuri – ფოლადის ფალოსის ფესტივალი) იაპონიის მასშტაბური დღესასწაულია, რომელიც ასევე ყოველწლიურად იმართება.

af287a624af0

9.წარმოიდგინეთ ქრისტეს ქანდაკებები, რომლებიც ფიჭვებით, ხილით და ყვავილებითაა მორთული. ეს “სემანა სანტა”, გუატემალის დღესასწაულია. იგი სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს და რელიგიური ხასიათისაა.

99db026ac6d3

8.”პაოლო დი სიენა” იმართება იტალიაში, ქალაქ სიენაში ყოველ წელს, ივლისსა და აგვისტოში. იგი მოიცავს ცხენების რბოლას, რომელიც ყველაზე საინტერესო სანახაობაა. თუმცა არა მარტო ეს, ფესტივალი სავსეა გემრიელი იტალიური კერძებითა და ალკოჰოლით, ამიტომ ყველას შეუძლია დაუვიწყარი დრო გაატაროს.

italy palio di siena 2009 8 15 14 41 1

7.ყოველი აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ესპანეთის ქალაქი ბუნიოლი მასპინძლობს ფესტივალს “La Tomatina”. აქ შეხვდებით მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ოცი ათასზე მეტ სტუმარს. დღესასწაული ერთ კვირას გრძელდება, პომიდვრით ბრძოლა კი მხოლოდ ერთ საათს, თუმცა ეს დრო საკმარისია რომ მტავარ ქუჩებზე პომიდვრების გროვა დადგეს. მათი საერთო წონა კი 200 000 ფუნტზე მეტს შეადგენს.

03bd4d7b44a1

6.”ცეცხლოვანი ადამიანის” (Burning Man) ნახვა ყოველწლიურადაა შესაძლებელი თუკი თქვენ შტატ ნევადას აგვისტოსა და სექტემბერში ესტუმრებით. იგი 30 ათასზე მეტ სტუმარს იზიდავს. მაინც რას ეწოდება Burning Man? მისი ზუსტი დასახელების პოვნა რთულია, მაგრამ მას შეგვიძლია ხელოვნების ქალაქი ვუწოდოთ.მას აქვს უნიკალური გაფორმება, სადაც შეგიძლიათ ბევრ უცნაურობას გადააწყდეთ.

f62ec5508702

5.მკვდრების დღე” (Dia De Muertos) მექსიკის დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 1 და 2 ნოემბერს იმართება. აღლუმის მონაწილენი ტონობით საკვებს და სასმელს ჩონჩხის გამოსახულებებში ათავსებენ. წვეულებები სასაფლაოების ახლოს იმართება.

12a7b6f0dc23

4.დივალის ფესტივალი ინდოეთის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.იგი ოქტომბერში ან ნოემბერში იმართება.იგი ყველა რელიგიის წარმომადგენელს ეპატიჟება. დღესასწაულის მთავარი მოტივია ეშმაკზე გამარჯვების აღნიშვნა. მას ხალხი სუფთა სახლებით, ახალი ტანსაცმელით და ფეიერვერკებით ეგებება.

dbb94c460750

3. მარდი გრას (Mardi Gras – “სქელი სამშაბათი”) კარნავალი აშშ_ში, ახალ ორლეანში ყოველწლიურად, აღდგომის მარხვის დაწყებამდე იმართება. ორკვირიანი აღლუმების მონაწილენი ე.წ “მეფეები” და “დედოფლები” გამოწყობილნი არიან კაშკაშა კოსტიუმებში რომლებსაც “ქრიუს” უწოდებენ.

87af06bbd204

2.ბოლოკების ღამე (Noche De Los Rabanos) 23 დეკემბერს იმართება მექსიკაში.ეს ის სახელწოდებაა, რომელიც მილიონობით ხალხს იზიდავს. იგი მე-16 საუკუნიდან იმართება და უდიდესი პოპულარობითსარგებლობს. თუ თქვენ მასში მონაწილეობას გადაწყვეტთ შესაძლებელია ტრადიციული პრიზი დაიმსახუროთ:ბოლოკები.

309bb9bcd356

1.რიოს კარნავალი ყველასთვის ცნობილი მოვლენაა.იგი რიო დე ჟანეიროში ყოველი წლის თებერვალში იმართება. მილიონობით ტურისტი სტუმრობს ამ დღესასწაულს რათა მისი ნაწილი გახდეს. აქ ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. მონაწილენი მრავალფეროვან, ტრადიციულ საცეკვაო სამოსში გამოწყობილნი ცდილობენ საუკეთესო სამბის მოცეკვავის ტიტული დაიმსახურონ.

5fe4b14cf527

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button