არქივი

არსებობს 10 მიზეზი რატომაც უნდა დავიქირავოთ ინსტრუქტორი.

ceaca32ae465

1. თუ ეხლახანს აიღეთ მართვის მოწმობა და სურვილი გაქვთ ისწავლოთ კარგად ტარება მიმართეთ სპეციალისტს.

2. ინსტრუქტორი ესაჭიროება არა მარტო დამწყებებს. თუ თქვენ დიდი ხნის წინათ გაქვთ აღებული მართვის მოწმობა და დიდიხანია არ გიტარებიათ მანქანა აჯობებს განაახლოთ თქვენი ცოდნა ინსტრუქტორის საშუალებით. მანქანის ტარებას თქვენ გაიხსენებთ ადვილად და სწრაფად, მაგრამ ამხელა დროის განმავლობაში რაც არ მჯდარხართ საჭესთან შეიცვალა წესები და მოძრაობის ინტენსიურობა. ასე რომ რამოდენიმე გაკვეთილი არ გაწყენთ.

3. თუ თქვენ შეიძინეთ ახალი მანქანა და იგი განსხვავდება წინა მოდელისაგან კარგი იქნებოდა ინსტრუქტორთან ერთად გაგევლოთ რამოდენიმე გაკვეთილი ანალოგიურ მანქანაზე. იგი მოგცემთ კარგ რჩევებს. განსაკუთრებით ეს ეხება იმათ ვინც მექანიკიდან გადადის ავტომატიკაზე (ან პირიქით), ჯიპიდან სპორტულ მოდელზე (ან პირიქით) და ა.შ.

4. თუ თქვენ არასოდეს არ გიტარებიათ მანქანა ზამთარში აუცილებელია გაიაროთ პრაქტიკა პროფესიონალთან. განაახლოთ თქვენი ცოდნა და აიღოთ რეკომენდაცია.

5. თუ თქვენ აპირებთ გაემგზავროთ სხვა ქალაქში და ატარებდეთ იქ მანქანას იპოვეთ იქაური ინსტრუქტორი რათა აგიხსნათ ადგილობრივი ტარების წესები. (ინტენსიურობა, ადგილობრივი წესები, ადგილებია სადაც ჯობია, რომ არ იმგზავროთ და ა.შ.) თუ არ გეცოდინებათ ეს ”წვრილმანები” შეიძლება შემთხვევით გაიტანოთ ადამიანი.

6. თუ თქვენ აპირებთ გაემგზავროთ სხვა ქვეყანაში აუცილებლად აიღეთ კონსულტაცია მცოდნე ადამიანისგან განსაკუთრებული ტარების შესახებ იმ ტერიტორიაზე. ინგლისში არა მარტო მიღებულია მოძრაობა ”ორმხრივი” არამედ ითვლება აუცილებლად გაფრთხილება. თუნდაც თუ ყველა ნიშანი გიჩვენებთ, რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ გზა თქვენ ვალდებული ხართ გაიხედოთ ხომ არავის სურს გაემგზავროს ან გადავიდეს გზაზე. იტალიაში ყველა მიფრინავს კისრისმტვრევით, მიუხედავად ამისა ახერხებენ გაატარონ ფეხით მოსიარულე ხალხი, რომლებიც არ იყურებიან აქეთ-იქეთ. ესპანეთში დაშვებულია მანქანის პარკირების დროს სხვა მანქანის გაწევა ბამპერით (ადგილი არ ყოფნით). თურქეთში დგას შუქნიშნები, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ არ აქცევს. ყველანი უყურებენ ერთმანეთს და ვისი გამოხედვაც უფრო დამაჯერებელია და სერიოზული ის მიდის პირველი.

7. თუ გზაზე ხშირად გემართებათ თავგადასავლები, თქვენ ხშირად გისიგნალებენ, გიჩვენებენ რაღაცეებს ჟესტებით ე.ი. უნდა მიმართოდ მცოდნე მრჩეველს. აღმოჩნდება, რომ რაღაცეებს აკეთებთ არასწორედ………

8. თუ თქვენ გადაიტანეთ სერიოზული ავარია ინსტრუქტორი დაგეხმარებათ კვლავ იჯდეთ საჭესთან თავდაჯერებულად.

9. თუ თქვენ არ გყავთ მანქანა და არ გაქვთ ფული, რომ აიღოთ მანქანა ქირით იპოვეთ იაფიანი ინსტრუქტორი საკუთარი მანქანით. რამოდენიმე საათი ფული და სიამოვნება გეყოფათ.

10. ბოლოს და ბოლოს ინსტრუქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდა, სიმპატიური ყმაწვილი, რომელიც ასევე კარგად ატარებს მანქანას. კარგი მიზეზია გაცნობის!

წყარო:ელენ.გე

მსგავსი ამბები

Back to top button