გართობაკულტურა

სათაფლიის კარსტული მღვიმეები

9bb5f8b5345f

მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. აღსანიშნავია რომ სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მეტად მდიდარია არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ იმითაც რომ მასში მოპოვებულია არაერთი ფაუნისტური და ფლორისტული სახეობები. ნიშანდობლივია რომ, ჩვენში ინტენსიური კვლევები რომ ჩატარებულიყო სპელეოფაუნის შესასწავლად, სავარაუდოდ სათაფლიაში მრავალი ახალი ფაუნის თუ ფლორის სახეობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი, რამეთუ არსებობს ამის პერსპექტივა.

9bb5f8b5345f

ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.

საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთადერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზ.დ. 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი ”გუმბათოვანი დარბაზი”, ხოლო 150 მეტრში ”ნაღვენთების სასაფლაო”. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს (მღვიმის ზომები <და არა მარტო> გამოკვლეულია ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების მიერ). ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.

e0865d1af0c9

მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.

სათაფლიის II მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება. იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე ”გიგანტური დარბაზი” და ”ლოდთა დარბაზი”. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური ქარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინება ნაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია.

საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის სტალაქტიტები და ნაღვენთები. გავლა ადვილია.

საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის IV მღვიმე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები.

აქვეა ოღასყურას მღვიმე (სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას.

აღსანიშნავია რომ, როდესაც ვახუშტის ინსტიტუტმა დაიწყო გეგმაზომიერი სპელეოლოგიური ექსპედიციების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, იმ დროს გამოკვლევათა რიცხვს მიეკუთვნებოდა სათაფლიაც, რომელიც იმ დროს საფუძვლიანად აიღწერა ქართველი გეოგრაფების მიერ.

6317a8cb0a8b

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button