უცნაური

უცნაური გამოსახულებები მინდვრებზე

6cb8a8a4230b
ეს პოსტი ეხება უცნაურ გამოსახულებებს მინდვრებზე,სხვა და სხვა ადგილებზე ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ყველანი სრულიადში:)))

ძალიან ბვრი ვერსია არსებობს იმისა თუ როგორ ჩნდება ეს საინტრესო და ამავდროუად უცნაური ”ნახატები” მინდვრებზე. მაგალითად ძალიან ბევრი მეცნიერისა თუ მკვლევარის თქმით ეს გამოსახულებები დაკავშირებულია პარანორმალურ გამოცხადებასთან…გუშინ ტელეარხ ”history” ზე ვუყურე ამ გადაცემას სადაც ზუსტად ამ ნახატებზე იყო საუბარი და ჩემდა გასაკვირად დავრჩი გაოგნებული. თურმე ძალიან ბევრი ასეთი ”ნახატი მინდორზე” შექმნილია ადამინის ხელით.. როგორ ? როგორ და ძალიან ადვილად. ყველანაირ ხელობას ყავს თავისი ასე ვთქვათ ”კლიენტი” და არც ამ პროფესიას გამოსტოვებია ხალხი რიგიდან. არსებობს ადამიანების ჯგუფი რომელიც ეუფლება ამ ხელობას და ღამით იწყებენ ამ სამუშაოს რომელიც უნდა დაამთვრონ დილისათვის რომ არავინ შენიშნოს ისინი ან თვით მათი სამუშაო.

რა თქმა უნდა, ბევრი ამ ნახატებიდან არ არის ადამინის შექმნილი, და ამას უთუოდ აქვს კავშირი რაიმე უცნაურთან მაგრამ ეს დღემდე რჩება გაურკვეველი. კიდევ ერთი ვერსია იმისი თუ როგორ ჩნდება ეს გამოსახულებები არის ის რომ მათ ქმნიან ეგრედწოდებული ”შუქის რგოლები”. ეს ფენომენი შემჩნეული იქნა ბევრჯერ, თან ზუსტად იმის დროს როდესაც ისინი თავს დაფრინავენ მდელოს. ამან დიდი საბაბი მისცა მეცნიერებსა და თვით ხალხს ომ დაეჯერებინა ეს. მაგრამ რამოდენიმე წლის წინ, გამოირკვა ის რომ ამ ”შუქის რგოლებს” არ აქვთ არანაირი კავშირი ამ ნახატებთან. 1996 წელს ერთმა კაცმა ვიდეოც კი გაადაიღო, მასში კი ზუსტად ის ამსახველი კადრები იყო რასაც ხალხი ელოდა. ვიდეოში ჩანდა რომ რამოდენიმე ”შუქის რგოლი” ზედ დაფრინავს მინდორს და მაგიურად, უცცებ წარმოიქმნება ნახატი. ამ ვიდეომ გააოგნა თითქმის მთელი მსოფლიო. მაგრამ ბევრი მეცნიერი მაინც თავისას აწვებოდა, მათ არ სჯეროდათ ამ ფენომენის და მათ უბრალოდ ამჯობინეს ამის სუფთად დატოვება… 2003 წელს იმ კაცმა ვინც პირველად ეს ვიდეო გამოაქვეყნა, გამოაცხადა სახალხოდ რომ ეს ვიდეო იყო ”ფეიკი”. მან თქვა რომ უბრალოდ ხუმრობაუნდოდა მაგრამ როგორც ჩანს ეს არ გამოუვიდა.

დღემდე რჩება გაურკვეველი თუ როგორ ჩნდება ეს ნახატები მინდვრებზე, მაგრამ აშკარაა რომ ზოგიერთი მათგანი არაა ადამიანის შექმნილი, ამას უბრალოდ არც ერთ ღამეში, არც ორში და არც სამში ვერ მორჩები.მაგრამ ვინ იცის ? იქნებ შესაძლებელიცაა რომ ესე იყოს ? ან იქნებ ღამით სანამ ჩვენ გვძინავს მოფრინავენ უცხოპლანეტელები და ამას აკეთებეენ ? :ucnauri.com: :lol2: აბა რა ვიცი მე ? ვიცი ? არ ვიცი…რა ვიცი… :god:

ახლა კი შემოგავაზებთ რამოდენიმე სურათს, ამ ულამაზესი ნახატებისა…

6cb8a8a4230b

a2b8480a1780

729c4476050b

fa8d488f63ba

d3791b4b0bef

e505b834e717

a07e3b62d9b7

68b91bddcc6e

8d234df909be

პ.ს პირველი პოსტია და არ გამკიცხოთ რაა:))))

წყარო:მე და “history channel”

მსგავსი ამბები

Back to top button