სახალისო გამოცანები (ნაწილი _ 2)
1.ერთი კაცი იყო რომელმაც წერა არ იცოდა და დედამისმა გამოუგზვნა წერილი. ამ კაცმა ეს წერილი ცოლს მიუტანა და უთხრა მითხარი რა წერიაო. ცოლმა წერილი წაიკითხა და როგორც კი კითხვა დაამთავრა, ქმარს გაეყარა. გაოცებულმა კაცმა ეს წერილი სამსახურში მიიტანა. სამსახურშიც წაიკითხეს ეს წერილი და ეს კაცი გამოაგდეს სამსახურიდან. შემდეგ პოლიციაში მიიტანა წერილი. წაიკიტხეს თუ არა ეს წერილი, ეგრევე დააპატიმრეს. შემდგეს ეს კაცი გამოვიდა ციხიდან კითხვა ისწავლა, წაიკიტხა წერილი და თავი მოიკლა
რა ეწერა წერილში???
2. მამა და ქალიშვილი:
მამამ დაურეკა თავის ქალიშვილს, რომ მივლინებაში მიდიოდა და რამდენიმე ნივთი იყო საყიდელი. ფული იდო კონვერტში და საწერი მაგიდის უჯრაში ინახებოდა. მამამ ისიც შეატყობინა, რომ ფულის რაოდენობა კონვერტზე ეწერა. ქალიშვილმა აიღო კონვერტი და დაინახა, რომ მასზე ეწერა 98, კონვერტი გადააგდო, ფული კი დაუთვლელად წაიღო მაღაზიაში. ნავაჭრმა შეადგინა 90 ლარი. ქალიშვილი ფიქრობდა, რომ დარჩებოდა 8 ლარი, მაგრამ მოხდა პირიქით, დააკლდა 4 ლარი.
რამ გამოიწვია ასეთი გაუგებრობა?
3.რამდენით მეტია უდიდესი ორნიშნა რიცხვი უმცირეს ორნიშნა რიცხვზე.
4. მე მაქვს ფეხსაცმელი და გასაყიდად მოგეცი შენ , უნდა გაყიდო 25 ლარად , შენ წაიღე და აჩვენე ხალხს , მაგრამ ზოგს ფერი არ მოეწონა ზოგს არ ერგო , საბოლოოდ იყიდა ორმა კოჭლმა კაცმა თითო -თითო . გადაიხადეს 12.5 _ 12.5 . შენ ეს 25 ლარი მომეცი მე , მე 5 ლარი უკან დაგიბრუნე და შენ თითო -თითო ლარი დაუბრუნე კოჭლ კაცებს . გამოუვიდათ გადახდილი 11.5 _ 11.5 , ჯამში 23 ლარი , შენ დაგრჩა ჩემი მოცემულიდან 3 ლარი … 23+3=26 საიდან როცა თავიდან 25 ლარი იყო ?
წყარო: oxun.ge