არქივი

ხელოვნური ენები

f2a4d693c969

ხელოვნური ენები არის სპეციალური ენები, რომელიც მიზანმიმართულადაა შექმნილი და გააჩნია სხვადასხვა დანიშნულება. ასეთი ენების რაოდენობა, უკვე, ათასს აჭარბებს და განაგრძობს ზრდას…

მსგავსი ენების კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

* საპროგრამო ენები, რომელიც გამოიყენება კომპიუტერებში და სხვა გამომთვლელ მანქანებში.
* საინფორმაციო ენები, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის დასამუშავებლად სხვადასხვა სისტემაში.
* სამეცნიერო ენები, რომელიც გამოიყენება მათემატიკაში, ქიმიაში, სხვადასხვა მეცნიერებებში და მოიცავს
სიმბოლოებსა და ნიშნებს.
* არარსებული ენები, რომლებიც გამოგონილია და გამოიყენება ბელეტრისტიკაში(მწერლობაში) ან გართობის მიზნით. მსგავსი ენა შექმნილი აქვს ჯეიმს ტოლკინს(,,ბეჭდების მბრძანებელი,, ელფების ენა) და ასევე მსგავსი ენები გამოყენებულია სხვადასხვა მხატვრულ ფილმში თუ სერიალში. (მსგავსი ხელოვნური ენა გამოყენებულია არტურ კონან დოილის მოთხრობაში ,,მოცეკვავე კაცუნები,, . გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი ცდილობს გაშიფროს ნახატების, იეროგლიფების კომბინაციები, რომელიც ადამიანის ფიგურებისგან შედგება. საბოლოოდ, მას ეს გამოსდის და დამნაშავეს მისივე ხერხით ხაფანგში გააბავს.)
* საერთაშორისო დამხმარე ენები, რომლებიც შეიქმნა სხვადასხვა, ბუნებრივი ენების ელემენტებისგან. ეს ენები
გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობებში.

ხელოვნური საერთაშორისო ენების შექმნის იდეა გაჩნდა XVII-XVIII საუკუნეებში, როდესაც შემცირდა ლათინური ენის გამოყენება. პირველი ასეთი პროექტი იყო უნივერსალგლოტი, რომელიც პარიზში გამოაქვეყნა ვინმე ჟან პირომ, თუმცა მისი პროექტი, რომელშიც სხვა, ადრინდელი პროექტების ელემენტებიც იყო, შეუმჩნეველი დარჩა ფართო საზოგადოებისთვის.

მომდევნო პროექტი იყო საერთაშორისო ენა ვოლაპიუკი, რომელიც შექმნა გერმანელმა მღვდელმა, ი. შლაიერმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უფრო მეტად ცნობილი გახდა ენა ესპერანტო(ლ. ზამნჰოფი, 1887 წელი) – ერთადერთი ენა, რომელიც ფართოდ გავრცელდა და გააერთიანა ასეთი ენის მსურველთა საკმაო რაოდენობა.

გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად ხელოვნურ ენას:

1.ნა’ვი – ბოლო დროს საკმაოდ ცნობილი ხელოვნური ენა, რომელიც გამოიყენეს ჯეიმს კამერონის ფილმ
,,ავატარში,,. ეს ენა შექმნა პროფესიონალმა ლინგვისტმა, პოლ ფრომერმა სპეციალურად ამ
ფილმისთვის. მისი შექმნა ფრომერმა 2005 წელს დაიწყო და 2009 წლისთვის ეს ენა უკვე
ათასამდე სიტყვას მოიცავდა.

2.სიმლიში (Sim+English) – გამოგონებული ენა, რომელიც შეიქმნა პროექტ ,,სიმსისთვის,, (The
Sims). ამ საყოველთაოდ ცნობილ თამაშში მისი პერსონაჟები სწორედ
ამ ენაზე მეტყველებენ.

319be0f30dd0

3.სოლრესოლი – ალბათ, დასახელებიდან მიხვდით, რომ ენა ეფუძნება მუსიკალურ ნოტთა სახელ-
წოდებებს. ეს ენა შექმნა ჟან ფრანსუა სიუდრმა 1817 წელს. ამ ენაში სულ 2660
სიტყვაა და ყოველი სიტყვა ნოტების სიმბოლოთა კომბინაციებით იწერება.

4.ბეისიკ-ინგლიში – საბაზისო ინგლისური, რომელიც არის ინგლისური ენის შემცირებული ვარიანტი,
(სულ 850 სიტყვა). გრამატიკა ამ ენაში ინგლისურის იდენტურია. შეიქმნა 1925
წელს, ბრიტანელი ლინგვისტის, ჩარლზ ოგდენის მიერ.

5.ვოლაპიუკი – შეიქმნა გერმანელი სასულიერო პირის, იოჰან შლეიერის მიერ, 1879 წელს. წარმოადგენს
საერთაშორისო სასაუბრო და პრაქტიკულ ენას.

6.იდო – საერთაშორისო საურთიერთო ენა. მიღებულ იქნა 1907 წელს, როგორც დამხმარე საერთაშორისო
ენა და როგორც ესპერანტოს(მისი წინამორბედის) გაუმჯობესებული ვარიანტი.

7.ინტერლინგვა – საერთაშორისო ხელოვნური ენა. შეიქმნა ნიუ-იორკში, 1950 წელს, დამხმარე ენების
საერთაშორისო ასოციაციის მიერ, ალექსანდრ ჰოუდის ხელმძღვანელობით. ის შედგება
ლათინურისგან და მისგან წარმომდგარი სხვა ენების ელემენტებისგან. გამოიყებნება:
იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული და რუ-
სული სიტყვები. მაგრამ ინტერლინგვა ბევრით ჩამორჩება ესპერანტოს.

9c5a4d678e7d

8.ლათინო-სინე-ფლექსიონე – საერთაშორისო ხელოვნური ენა, რომელიც შეიქმნა 1903 წელს, ფრანგი
მათემატიკოსის, ჯუზეპე პაენოს მიერ. დაფუძნებულია ლათინურ ენაზე.

9.ნოვიალი – საერთაშორისო ენის პროექტი, შეთავაზებული 1928 წელს, საბავშვო ლინგვისტ ო. ესპერსენის
მიერ. ეს პროექტი ითვლება იდოს გაგრძელებად, უფრო სწორად, მის გადამუშავებულ ვარიან-
ტად. ის თავისი ლინგვისტური თვისებებით შორს წავიდა იდოსგან, მით უმეტეს, ესპერანტოსგან.
ავტორი ცდილობდა, შეეთავსებინა იდოს ლოგიკურობა ოქციდენტალის(ერთ-ერთი ხელოვნური ენა)
ნატურალობასთან.

10.ოქციდენტალი(ან ოქციდეტალი) – საერთაშორისო ხელოვნური ენა. შეთავაზებულ იქნა 1922 წელს,
ესტონელი ედგარ დე ვალეს მიერ. ენა აგებულია ინტერნაციონალურ
ლექსიკაზე, ძირითადად, დასავლეთ ევროპისთვის(რომანული ენების-
თვის). შეიმჩნევა ფრანგული ენის გავლენა.

11.ესპერანტო – ყველაზე გავრცელებული ხელოვნური ენა, შექმნილი ვარშაველი ექიმის, ლუდვიგ ზამენჰოფის
მიერ, ათ წლიანი მუშაობის შედეგად. ამ ენაზე მოსაუბრეებს ესპერანტისტები ჰქვიათ. დღეს
მსოფლიოში ცხოვრობს რამდენიმე ათეულ ათასიდან 2 მილიონამდე ესპერანტოზე მოსაუბრე.
ესპერანტო მშობლიური ენის შემდეგ მეორე ენაა განათლებული ადამიანისთვის. ამგვარად,
შესაძლებელია, ამ ნეიტრალური და მარტივად შესასწავლი ენის მეშვეობით გლობალური ურთი-
ერთობები ახალ საფეხურზე ავიდეს. მისი შესწავლა მომავალში მარტივს ხდის სხვა უამრავი ენის
შესწავლას.

ასევე არსებობს სხვა ხელოვნური ენები, მაგალითად, ლინკოსი, რომელიც არამიწიერ ორგანიზმებთან, უცხო ცივილიზაციასთან სასაუბროდ შეიქმნა.

dd70f5f23668

ხელოვნური ენების შექმნის მიზნების დახარისხებაც შეიძლება:

* ფილოსოფიური და ლოგიკური ენები – ენები, რომელთაც გააჩნიათ სიტყვათშეთანხმების ლოგიკური წყობა.
* დამხმარე ენები – მათი დანიშნულება პრაქტიკული ურთიერთობებია.
* არტისტული ან ესთეტიური ენები – იქმნება ესთეტიური სიამოვნებისთვის.

გამოყენების საფეხურის შეფასებისას ხელოვნურ ენებს პროექტებად ყოფენ, რომელთაც მიიღეს ფართო გავრცელება: იდო, ესპერანტო და ინტერლინგვა. ხელოვნური ენების უმრავლესობას ფართო საზოგადოება არ
იცნობს. ხშირად ის მხოლოდ მისი შემქმნელისთვის არის ცნობილი.

წყარო: ru.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button