ახალი ამბებიგამოგონებასამხედრო

პენტაგონი ტრანსფორმერი რობოტების შექმნაზე ზრუნავს

fec2c83cd16e

ამერიკელმა მეცნიერებმა სატრანსპორტო ტრანსფორმერ-საშუალებებზე მუშაობაში პირველი წარმატებების შესახებ გამოაცხადეს. 2007 წელს პენტაგონის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის თანახმად, უნდა შეიქმნას რობოტი-თვითმფრინავები და ავტომობილები, რომლებიც იაპონური სათამაშო ქაღალდის ორიგამის მსგავსად, სხვადასხვა ფორმით დაიკეცებიან.

ჯერჯერობით რაც შეიქმნა, ეს პატარა, მილიმეტრის სისქის ფურცელი-რობოტია, რომელსაც შეუძლია ნავის, ან ქაღალდის თვითმფრინავის ფორმაზე დაიკეცოს. მეცნიერები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ამავე ტექნოლოგიით უკვე სრულყოფილი ზომების, სხვადასხვა დანიშნულების რობოტ-თვითმფრინავებსა და რობოტ-ავტომობილებს დაამზადებენ, რომლებიც ფორმას საჭიროების მიხედვით შეიცვლიან.

მეცნიერთა უახლოეს და ყველაზე ამბიციურ გეგმებში თვითმფრინავის ფრთების ახალი ტექნოლოგის შექმნა შედის, რომელიც მის აეროდინამიკურ ფორმას ფრენის პერიოდში შეცვლის. პერსპექტივაშია ასევე სატრანსპორტო საშუალების შექმნა, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილივით გადაადგილდება, საჭიროების შემთხვევაში კი ცაში აფრინდება.

ეს სატრანპორტო საშუალება საუკეთესო იქნება წყლისა და ძნელად გასავლელი ლანდშაფტის დასაძლევად, ასევე დანაღმულ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის.

პენტაგონის ამ პროგრამის თანახმად, რომელიც 43 მილიონი დოლარით განისაზღვრა, პირველი საცდელი მოდელი 2015 წლისთვის შეიქმნება. ამ ტექნოლოგიების დახვეწას სამხედროების გარდა მედიკოსებიც ელიან, რომლებსაც ტრანსფორმერ-მოწყობილობები ტრანსპლანტაციაში გამოადგებათ.

წყარო:ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close