კულტურა

ქართული სუ-25უბ

d59db6607d27
ზოგადი ცნობები
შემმუშავებელი: პ. ო. სუხოის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო (რუსეთი), “თამ–თბილავიამშენი” (საქართველო).
ქარხნის მიერ სერიულად იწარმოება 1995 წლიდან. სულ აგებულია 10–ზე მეტი თვითმფრინავი.
სუ–25უბ მიეწოდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს.
დანიშნულებაtrans

სასწავლო–საბრძოლო, ორადგილიანი თვითმფრინავი გამოიყენება მფრინავი შემადგენლობისათვის პილოტირების ტექნიკის, დღითა და ღამით მარტივ და რთულ მეტეოპირობებში თვითმფრინავით მოძრაობის და ამავე პირობებში ხილული მიზნების მიმართ მისი გამოყენების სწავლებისათვის.

თვითმფრინავისათვის ტიპიურ მოწინააღმდეგე ობიექტებად ითვლებიან:
ტაქტიკური რაკეტები და არტილერია საცეცხლე პოზიციებზე, მარშებზე და თავმოყრის რაიონებში;
ტანკები და მოტოქვეითი ძალები საბრძოლო და წინასაბრძოლო ან სალაშქრო მდგომარეობაში, საყრდენ წერტილებში და თავმოყრის რაიონებში;
ქვეითი ჯარების მმართველობის ელემენტები, არმიული ტაქტიკური ავიაცია;
არმიული ავიაციის ვერტმფრენები (თვითმფრინავები) მოედნებზე და ჰაერში;
საცეცხლე სექციები და საზენიტო საშუალებები.

880973189d0c
ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები
ეკიპაჟი
2 კაცი
გეომეტრიული მონაცემები
თვითმფრინავის ზომები:
– სიგრძე, მ
15,53
– გაქანი, მ
14,36
– სიმაღლე, მ
5,20
ფრთის ფართობი, მ²
30,10
მონაცემები წონის შესახებ
ცარიელი თვითმფრინავის წონა, კგ
10050
ასაფრენი წონა:
– ნორმალური, კგ
15100
– მაქსიმალური, კგ
18500
დასაჯდომი წონა:
– ნორმალური, კგ
11825
– მაქსიმალური, კგ
13200
მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ
4000
შიდა ავზებში გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ
3430
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-800 (4 ცალი), ლ
820 (თითო)
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-1150 (2 ცალი), ლ
1160 (თითო)
ძალოვანი დანადგარი
ძრავების ტიპი და რაოდენობა
2 ТРД Р-195
წევა საგანგებო რეჟიმში, კგძ
2 х 4500
საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები
პრაქტიკული ჭერი, მ
7000
მაქსიმალური სიჩქარე:
– მიწასთან, კმ/სთ
940
– სიმაღლეზე
М=0.82
ფრენის პრაქტიკული სიშორე:
– მიწასთან, კმ
495
– სიმაღლეზე, კმ
1000
– 4хПТБ-800–დან, კმ
1980
გაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური ასაფრენი მასით, მ
500
– მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ
1050
დაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური დასაჯდომი მასით, მ
550
– მაქსიმალური დასაჯდომი მასით, მ
750
მაქსიმალური საექსპლუატაციო გადატვირთვა
+6,5/-2,0
შეიარაღება
საქვემეხო შეიარაღება:
– ჩაშენებული საქვემეხო მოწყობილობა
ВПУ-17А, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 250 ტყვია
– მოსახსნელი მოძრავი საქვემეხო მოწყობილობა (4 ცალი)
СППУ-22-01, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260 ტყვია თითოეულზე
სარაკეტო შეიარაღება:
– “ჰაერი–ჰაერის” ტიპის მართვადი რაკეტები
Р-60 (Р-60М)
– “ჰაერი–მიწა” ტიპის მართვადი რაკეტები
Х-25 (Х-25МЛ), С-25Л, Х-29Л
– უმართავი ჭურვები
С-5, С-8, С-13, С-24, С-25
ბომბარდირული შეიარაღება:
– საავიაციო ბომბები
100, 250, 500
– ამთები ავზები
ЗБ-500
– მცირე ტვირთების კონტეინერი
КМГУ-2
– ერთჯერადი საბომბე კასეტები
РБК-250, РБК-500
შეკიდების წერტილების რაოდენობა  10
მოკლე ცნობები თვითმფრინავის შესახებ
თვითმფრინავი წარმოადგენს ბგერამდელ მცირესიმაღლიან ორადგილიან მონოპლანს მომატებული საბრძოლო სიცოცხლისუნარიანობით და მანევრირების მაღალი მახასიათებლებით ფრენის მცირე სიჩქარეებზე.
თვითმფრინავი საშუალებას იძლევა მოხდეს მისი ექსპლუატაცია ბეტონირებული ასაფრენ–დასაფრენი ზოლიდან და თოვლისაგან გაწმენდილი გაყინული გრუნტიანი აეროდრომებიდან, ასევე აეროდრომის მაღალმთიანი მდებარეობის (ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლეზე) პირობებში.

პილოტების კაბინები ჯავშნიანია, აღჭურვილია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. პილოტების ჟანგბადით კვების მიზნით კაბინები აღჭურვილია ჟანგბადის აპარატებით. კაბინებში დაყენებულია კატაპულტირების საშუალების მქონე სავარძლები.

უკანა კაბინაზე დაყენებულია პერისკოპი, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს წინა ნახევარსფეროს ხილვადობა აფრენის, დაჯდომის და ფრენის დროს. ინსტრუქტორის უკანა კაბინა დამატებით აღჭურვილია წინა კაბინის საპილოტაჟო–ნავიგაციური ხელსაწყოების და სისტემების მწყობრიდან გამოსვლის იმიტატორით, ასევე პრიორიტეტული მოქმედების მქონე მართვის ორგანოებით.

თვითმფრინავის რადიოტექნიკური მოწყობილობა უზრუნველყოფს თვითმფრინავის კავშირს მიწისზედა ობიექტებთან და თვითმფრინავებთან თვითმფრინავის მოქმედების სიმაღლისა და რადიუსის ყველა დიაპაზონში, ასევე საპასუხო გამოსაცნობი სიგნალების გაგზავნას.თვითმფრინავზე დამონტაჟებული ახლო და შორეული ნავიგაციის რადიოტექნიკური სისტემები უზრუნველყოფს ფრენას და დაშვებას დღე–ღამის ნებისმიერ დროს, მარტივ და რთულ მეტეოპირობებში.

თვითმფრინავის სამიზნე მოწყობილობა უზრუნველყოფს მიზნის განადგურებას მათი ვიზუალური ხილვადობის პირობებში.

იარაღის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომზადებას, იარაღის ტიპის შერჩევას, მისი გამოყენების რეჟიმებს, ამფეთქებლებისა და საავიაციო იარაღის სხვა ელემენტების მართვას თვითმფრინავის დატვირთვის სხვადასხვა ვარიანტების შემთხვევაში.

ქვემეხებიდან სროლის და რაკეტების გაშვების შედეგების კონტროლის მიზნით თვითმფრინავზე დაყენებულია კინოგადამღები აპარატი და ფოტოკონტროლის ხელსაწყო.

თვითმფრინავის თავდაცვის სისტემა შეიცავს მომუშავე რადიო სალოკაციო სადგურების აღმომჩენ აპარატურას და პასიური ინფრაწითელი ხარვეზების დამდგენ ავტომატს და დიპოლურ ამრეკლავებს.

თვითმფრინავის ძირითად განსაკუთრებულობას წარმოადგენს:
საფრონტო ავიაციის სხვა თვითმფრინავებთან შედარებით უფრო მაღალი სიცოცხლისუნარიანობა, მიღწეული სპეციალური საშუალებების კომპლექსის ხარჯზე;
მძლავრი სარაკეტო, ბომბარდირული და საარტილერიო შეიარაღება;
განმეორებითი გაფრენის მომზადებისათვის საჭირო მცირე დრო, შეიარაღების ვარიანტის შეცვლის შემთხვევაშიც კი;
პილოტირების ტექნიკის შედარებითი სიმარტივე;
თვითმფრინავის მაღალი საექსპლუატაციო ტექნოლოგიურობა;
ავტონომიური საბრძოლო ქმედებების წარმოება მოუწყობელი აეროდრომებიდან;
მოწყობილობების, აგრეგატების და სისტემების მუშაობის მაღალი საიმედოობა;
კარგი ხედვა პილოტის კაბინიდან.
დაყენებულია უფრო მძლავრი ძრავები, რომელსაც აქვს უფრო ნაკლები ინფრაწითელი გამოსხივება

ამ ვიდეოში არის კადრები სუ 25უბ-ს გამოცდის შესახებ

წყარო: aviacia.do.am და army.ge

თუ რაიმე უზუსტობას აღმოაჩენთ იმედი მაქვს ძალიან არ გამაკრიტიკებთ

მსგავსი ამბები

Back to top button