სამხედროსაქართველო

С-60


С-60 საბჭოთა 57 მმ კალიბრიანი ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხია. აღნიშნული ქვემეხი შემუშავდა 1940-იანი წლების შუა პერიოდში. იარაღს აგრეთვე იყენებდა ვარშავის ხელშეკრულების, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც.

შექმნის ისტორია

57მმ საზენიტო ქვემეხზე მუშაობა დაიწყო ვასილი გრაბინის საკონსტრუქტურო ბიუროში, ლევ ლოკტევის ხელმძღვანელობით 1944 წელს მიხეილ ლოგინოვის თეორიულ საფუძვლებზე, С-60 УСВ-ის პირველი გამოცდა მოხდა 1946 წლის ბოლოს დონგუზის პოლიგონზე. აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდა და 1950 წლის იანვარში მიღებული იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაზე 57მმ ავტომატური საზენიტო ქვემეხი С-60-ს სახელით. ამავე წელს დაიწყო მისი სერიული წარმოება.

С-60 გახდა პირველი საბჭოთა სახმელეთო დისტანციური დამიზნების ქვემეხი. С-60 იყო ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხი რომელიც მაგრდებოდა ოთხსაბურავიან სადგამზე, რაც საშუალებას იძლეოდა მისი გადატანა გამხორციელებულიყო სატვირთო მანქანით. იარაღის მის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება, ხოლო უკან საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას 2 წუთი.

С-60-ს მოქმედი და ყოფილი ოპერატორები აღნიშნულია წითლად

მოდიფიკაციები
АК-725- С-60-ს სამხედრო-საზღვაო ვერსია მიღებული 1958 წელს.
ЗИФ-72- სრულად ავტომატიზირებული სამხედრო-საზღვაო ვერსია.
ЗСУ-57-2- С-60-ს თვითმავალი ვერსია 2 ცალი 57 მმ-იანი С-60ის ქვემეხით.
Type-80- ЗСУ-57-2-ის ჩინური ვერსია.
ტექნიკური მახასიათებლები
კალიბრი – 57მმ
მომსახურე პერსონალი – 8 კაცი
წონა საბრძოლო მდგომარეობაში – 4.8 ტ
ჭურვის საწყისი სიჩქარე – 1000 მ/წ
საცეცხლე ზონა სიშორის მიხედვით – 6000 მ
საცეცხლე ზონა სიმაღლის მიხედვით – 4000 მ
საჰაერო მიზნის მაქსიმალური სიჩქარე – 450 მ/წ
სროლის ტემპი – 120 გასროლა/წთ

წყარო GOOGLE .GE

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close