არქივი

საქართველოს ოქროს ხანა (ნაწილი II)

44609b8f0b72
ვაგრძელებ პოსტების წერას საქართველოს ძლიერების ეპოქაზე. ამჯერად შემოქთავაზებთ საქართველოს XI საუკენეში.

გიორგი I
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი თორმეტი წლის ვაჟი გიორგი I (1014-1027). მეფის მცირეწლოვნობით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და ეს მხარე კვლავ ჩამოაშორეს ერთიან საქართველოს. კახეთ-ჰერეთის მეფე კვირეკე დიდი გახდა (1014-1037). გიორგი I-ს შეეძლო დაეწყო ბრძოლა კახეთ-ჰერეთის შემოსაერთებლად ან თბილისის ამირას დასამორჩილებლად, მაგრამ მეფემ საქართველოს ერთიანობისთვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე აირჩია. ეს იყო ბიზანტიის იმპერია.
X საუკუნეში ბიზანტიის იმპერია დიდ სირთულეებს შეეჯახა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც მას ბულგარეთის ძლიერი სამეფო დაუპირისპირდა. ბასილ II-ს ოცდაათწლიანი ომი დასჭირდა ბულგარელების დასამარცხებლად. იმპერატორი საშინელ სისასტიკეს იჩენდა. მისი ბრძანებით თვალები დასთხარეს ტყვედ ჩავარდნილ 15 ათას ბულგარელს, მხოლოს ყოველ მესამეს დაუტოვეს ცალი თვალი და ისე გააბრუნეს უკან. ბასილ II-ს ამის გამო ეწოდა ბულგართმმუსვრელი.

eb316a8d298b
ბასილ II ბულგართმმუსვრელი. მის ფერხთით დამარცხებული ბულგარელები.

ასეთ ძლიერ და სასტიკ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდა გიორგი I. გიორგიმ ისარგებლა იმით, რომ ბასილი ბულგარელებს ებრძოდა და ძალით დაიკავა იმიერ ტაო- დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელო. ბულგარელებთან გამარჯვების შემდეგ (1018წელს) ბასილი სასწრაფოდ გამოემართა ტაოსკენ გიორგი I შეეცადა კოალიცია შეექმნა ბიზანტიის წინააღმდეგ. იგი დაუკავშირდა ეგვიპტის სულთანს ალ-ჰაქიმს, მაგრამ ალ-ჰაქიმი მოკლეს და ამაში ბიზანტიელების ხელიც ერია.
ბასილმა გიორგის დაკავებული ტერიტორიების დატოვება მოსთხოვა. გიორგიმ უარი განაცხადა და ბიზანტიის იმპერატორი საქართველოსკენ დაიძრა. ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ბიზანტიელთა დამარცხება. გადამწყვეტი შეტაკება მოხდა 1021 წელს შირიმთან. ბრძოლა ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა მეფე გიორგიც. მან თავისი სიმამაცით ყველა გააკვირვა. ბასილმა ააოხრა თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი და უკან დაბრუნებული ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I დროის მოგებას ცდილობდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ამასობაში ბიზანტიაში ნიკიფორე ქსიფესა და ნიკიფორე ფოკას აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებს ურთიერთობა ჰქონდათ გიორგისთან. ბასილმა დაამარცხა მეამბოხეები და ფოკას მოკვეთილი თავი გიორგი I-ს გამოუგზავნა. გიორგი I იძულებული გახდა 1023 წელს ბიზანტიასთან ზავი დაედო, რომლის თანახმადაც იმიერ ტაო კვლავ ბიზანტიას დარჩა. ამასთან ერთად კონსტანტინოპოლში მძევლად გააგზავნეს ბაგრატ გიორგის ძე.
1027 წელს გიორგი I გარდაიცვალა. მეფე დაკრძალეს ქუთაისში.

ბაგრატ IV
გიორგის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ძე ბაგრატ IV (1027-1071). 1028 წელს საქართველოში ბიზანტიელთა ჯარი შემოიჭრა. ბიზანტიელებმა იგივე ტერიტორიები ააოხრეს, რაც თავის დროზე ბასილ II-მ. ამის შემდეგ მტერი კლდეკარის ციხეს შემოადგა. კლდეკარი მიუდგომელი ციხე იყო და ერისთავმა ლიპარიტ IV ბაღვაშმა შეძლო ბიზანტიელთა დამარცხება. ამ შემოსევის დროს აზნაურთა ნაწილი მტერს მიემხრო, თუმცა საქართველოს გმირი დამცველებიც ჰყავდა, მაგალითად საბა მტბევარი.
ამ შემოსევიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბიზანტიაში ელჩობა ჩავიდა მარიამ დედოფლის წინამძღოლობით და მოახერხა ზავის დადება 1031 წელს.

9710a5f811d5
კლდეკარის ციხე

642dffa80556
ახალქალაქის ციხე

1032 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასცემ თბილისიდან გაიტყუეს და შეიპყრეს ამირა ჯაფარი, მეფეს მიჰგვარეს და თბილისის დაკავება შესთავაზეს. ლიპარიტ ბაღვაში ერთ-ერთი უდიდესი ფეოდალი იყო მისი სამფლობელო უშაოლოდ ესაზღვრებოდა თბილისის საამიროს და ალბათ ლიპარიტი ახალი ტერიტორიების შემოერთებას გეგმავდა. სავარაუდოდ, ლიპარიტის მოწინააღმდეგეებმა მცირეწლოვან ბაგრატს ამირას გაშვება ურჩიეს და მეფემაც ჯაფარი გაათავისუფლა. 5 წლის შემდეგ, ისევ ლიპარიტის ინიციატივით ბაგრატ IV-მ თბილისს ალყა შემოარტყა. ალყა ორ წელს გაგრძელდა. მეფის ლაშქარმა დაიკავა ორი მნიშვნელოვანი ციხე – ორბეტი და ფარცხისი. ამირა მზად იყო, განძაში გაქცეულიყო, მაგრამ ლიპარიტ ბაღვაშისგან ფარულად დიდებულების ნაწილმა ბაგრატს დაზავება ურჩია. ბაგრატი ამირას დაუზავდა. მეფის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, იმანაც იმოექმედა რომ გავრცელდა ხმა ამირას დასახმარებლად დიდი არაბული ლაშქარი მოემართებოდა. ლიპარიტ IV როგორც ჩანს ძალზედ ენერგიული და ჭკვიანი მოღვაწე იყო. ბაგრატის მეფობის დასაწყისში იგი მეფის ერთგულია.

a0ec2a2f5153
ანაკოფიის ციხე

თბილისის შემოერთების ამ ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, როგორც ჩანს გამწვავდა ურთიერთობა ლიპარიტსა და ბაგრატს შორის. კლდეკარის ერისთავი აუჯანყდა მეფეს. ბაგრატ IV-მ ზიდიზედ ორჯერ იწვნია მარცხი ერისთავთან.
XI საუკუნის II ნახევარში დიდი ცვლილებები მოხდა მახლობელ აღმოსავლეთში. გამოჩნდნენ თურქ-სელჩუკები. XI საუკუნეში სელჩუკები შუა აზიიდან დაიძრნენ. მათ მალე დაიკავეს ხორეზმი, ხორასანი, ირანი, აზერბაიჯანი, XI საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდნენ სომხეთში. 1055 წელს სელჩუკებმა ბაღდადი აიღეს და არაბთა ხალიფამ სელჩუკის ერთ-ერთი შთამომავალი თოღრულ-ბეგი სულთნად აღიარა. განსაკუთრებით გაძლიერდნენ სელჩუკები ალფ-არსლანისა და მალიქ-შაჰის პერიოდში. სელჩუკების სამეფო დედაქალაქი იყო ისპაჰანი.
სელჩუკების მოსვლის ჟამს სომხური სამეფოები აღარ არსებობდა., ისინი ბიზანტიის იმპერიამ დაიპყრო და გააუქმა. ბიზანტიელებს ახლა თურქ-სელჩუკებთან მოუწიათ შეტაკება, მათ მხარეზე იბრძოდა ლიპარიტი. ბიზანტიელები დამარცხდნენ და 1048 წელს ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა, მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხდა მისი გამოხსნა. კონფლიქტი ლიპარიტსა და ბაგრატს შორის განახლდა. ლიპარიტს ზურგს უმაგრებდა ბიზანტია, ამით იგი ცდილობდა საქართველოს საქმეებში ცხვირის ჩაყოფას. ბაგრატ IV კონსტანტინოპოლსი ჩავიდა, რათა ბიზანტიის იმპერატორის შუამდგომლობით მოეხერხებინა ლიპარიტის შემორიგება. იმპერატორმა “შეარიგა” ისინი.ლიპარიტი ცნობდა ბაგრატ IV-ს თავის მეფედ და პატრონად, მაგრამ, ამავე დროს, ის ხდებოდა მთელი სამხრეთ საქართველოს (მესხეთის) მთავარი.
ლიპარიტ ბაღვაშის ასეთი გაძლიერება არ მოეწონათ სხვა დიდებულებს. 1058 წელს სულა კალმახელმა სეიპყრო ლიპარიტი და მეფეს მიჰგვარა. ლიპარიტი ბერად აღკვეცეს და ბიზანტიაში გააგზავნეს, ათონის ივერთა მონასტერში.
ბაგრატ IV-მ გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის
მაგრამ 1064 წელს საქართველოში სელჩუკები შემოიჭრნენ. მათ თავად სულთანი ალფ-არსლანი მეთაურობდა. სამდღიანი ალყის შემდეგ სელჩუკებმა ახალციხე აიღეს. მიხწეული წარმატბების, მიუხედავად სულთანმა დატოვა საქართველო და ანისი აიღო, სომხეთში.
1068 წელს სელჩუკებმა აღმოსავლეთ საქართველო დალაშქრეს
1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია სასტიკად დამარცხდა. მან დაკარგა მთელი აღმოსავლეთ პროვინციები.
1072 წელს ბაგრატ IV გარდაიცვალა.

გიორგი II
ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფე გახდა მისი შვილი გიორგი II (1071-1089)
გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ გიორგი II-ს აუჯანყდნენ დედებულები: ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში, ვარდან სვანთა ერისთავი და ნანია ქუაბულის ძე. მეფემ ამბოხებულებთან შერიგება მიწების დარიგები შეძლო. 1073 წელს სელჩუკები კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში =. ამჯერად გიორგი II-მ მოახერხა მტრის დამარცხება ჯავახეთში. მეფემ დაიბრუბუნა ანაკოფიის ციხე, რომელიც თავის დროზე ბაგრატ IV-ის ნახევარძმამ დემეტრემ გადასცა ბიზანტიას. ქართველებმა აიღეს ქალაქი კარიც. კარის აღებას სულთნის ახალი საპასუხო ლაშქრობა მოჰყვა. 1080 წლიდან კი დაიწყო დიდი თურქობა. აღმოსავლეთ საქართველოს დიდი საფრთხე დაემუქრა. სელჩუკები მომთაბარე მეცხოველეობას მისდევდნენ, მაღალკულტურულ საქართველოს საძოვრებად გადაქცევა დაემუქრა. 1083 წელს გიორგი II ისპაჰანში ეახლა მალიქ-შაჰს და ხარკის გადახდის პირობით ზავი ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ზავს იხდიდნენ სელჩუკები მაინც განაგრზობდნენ ქვეყნის აოხრებას. ამას ზედ დაერთო დიდი მიწისძვრა.
შექმნილ უმძიმეს ვითარებაში სამეფო კარზე მიიღეს გადაწყვეტილება- ჩამოეშორებინათ გიორგი II სამეფო ტახტს და გაემეფებინათ მისი 16 წლის ძე დავით IV. “ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამანა, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა” – ასე აფასებს დავითის ისტორიკოსი დავით IV-ის სამეფო ტახტზე ასვლას.
ოფიციალურად დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა.

XI საუკენეში აგებული ტაძრები:

da2e8ecc5ce0
ბაგრატის ტაძარი

e60066123df6
მანგლისი

aece9c16671b
ნიკორწმინდა

743341f653dc
სამთავისი

d08c04021aec
ალავერდი

წყარო:საქართველოს ისტორია, ვაჩნაძე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button