საკითხავისამხედროსასარგებლო

სეირეტ მატკალი-სპეცსამსახური ქალების გარეშე

9fcf6a6d8b6e

ინფორმაცია სეირეტ მატკალის შესახებ.

ისრაელის თვდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სადზვერვო ჯგუფის,სეირეტ მატკალის უმთავრეს ამოცანას მტრულად განწყობილ არაბულ ქვეყნებში(ეგვიპტე,სირია,იორდანია,და სხვა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენს.

მოსადისგან განსხვავებით,სეირეტ მატკალი ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი,რაც მას საშუალებას აძლევს,უხმაუროდ განახორციელოს მნიშვნელოვანი სპეცოპერაციები.სეირეტ მატკალი ქვეყნის სპეცდანიშნულების სამსახურებს დონით თუ არ აღემატება, არც არაფრით ჩამოუვარდება.ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრები, ბარაქი და ნეთანიაჰუ თავის დროზე სწორედ სეირატ მატკალში მსახურობდენ.

სეირეტ მატკალმა შექმნიდან-1957 წლიდან დღემდე ორიათასამდე გასაიდუმლოებული ოპერაცია ჩაატარა.მათგან ერთ-ერთი რომელმაც საზოგადოებაში გაჟონა და ყველაზე ცნობილია,1968 წელს განხორციელდა:არაბმა ტერორისტებმა ისრაელის ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი მაშინ გაიტაცეს,როცა ლაინერი ციურიხი ათენის რეისს ასრულებდა. აერობუსის და მისი მგზავრების გადარჩენის სპეცოპერაცია სეირეტ მატკალს დაევალა.ამ სპეცსამსახურმა მაშინ გაიბრწყინა მთელი სიკაშკაშით-თვითმფრინავის გატაცებიდან რამდენიმე საათში სეირეტ მატკალმა ბეირუთის საერთოშორისო აეროპორტში დივერსიული ჯგუფი გადასხა,რომელმაც არაბული ავიაკომპანიების 13 თვითმფრინავი გაანადგურა.

სხვათა შორის სეირეტ მატკალი ისრაელის სპეცსამსახურებს შორის ერთადერთია,რომელსაც თავის რიგებში სუსტი სქესის წარმომადგენლები არ ჰყავს.

წყარო:ჟურნალი არსენალი

მსგავსი ამბები

Back to top button