გართობაუცნაური

უცნაურად ღორმუცელები

5b9811342afb
ამ პოსტში წარმოგიდგენთ უცნაურად ღორმუცელა ადამიანებს რომლებიც უცნაურად ბევრს და უცნარ საგნებს ჭამენ :)

10.ინგლისელმა ცხოველების მომთვინიერებელმა განაცხადა,რომ 5 მეტრიან პითონს ცოცხლად გადაყლაპავდა,მაგრამ ნომერი არ გამოუვიდა,რადგან პითონმა მომთვინიერებელის ხახაში ჩაძრომაზე სასტიკი უარი განაცხადა.თუმცა მაყურებელი მაინც კმაყოფილი დარჩა. :D

9.ტერეზა მინესი გიჟდება კბილის პასტებზე.ის კბილის პასტის დამამზადებელ ქარხანაში მუშაობს და “ნუგბარს” მხოლოდ სამსახურში კი არა,შინაც სიამოვნებით მიირთმევს. :papa:

8.დეტროიტელი ჯეიმსი წინააღმდეგი არაა,რომ ერთბაშად 27 სიგარა შეჭამოს.სხვათა შორის,ის მწეველი არ არის,მაგრამ ახალა ნიკოტინის სუნის გარეშე ვეღარ ძლებს. :boli:

7.1990 წელს გაზეთებმა დაბეჭდეს ინფორმაცია ვინმე ქერიმ ჰანასზე,რომელიც ქვებსა და ხეს მიირთმევდა,რის შემდეგაც რადიოტალღების გავრცელებას ხელს უშლიდა და ტელევიზორი ცუდად მუშაობდა.ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო,რაც ქერიმს ავტომობილი გაუფუჭდა და ღამე უკაცრიელ ადგილას გაატარა. :no:

6.1928 წელს,43 წლის ქალბატონს ექიმებმა კუჭში 2522 უჩვეულო ნივთი აღმოუჩინეს.მათ შორის 929 ინგლისური ქინძისთავი (ე.წ. “ბულავკა”).ქალმა აღიარა,რომ მათ შეჭმისაგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა. :evil:

5.42 წლის ამერიკელი ქალბატონი,ნატალი სტივენსი ფეხმძიმობის დროს პლასტმასის ჭიქებს,ჩუსტების ძირებს,ფეხსაცმლის ლანჩს მიირთმევდა.ქმარი ამ ყველაფერს საკმაოდ მშვიდად ხვდებოდა.”სამაგიეროდ,ის კარგი ცოლი და დედაა და დანარჩენ დროს ჩვეულებრივი ადამიანია”-ამბობდა მეუღლე. :aaa:

4.სან-დიეგოს მცხოვრები,33 წლის ემისთვის დელიკატესად რეზინი მიიჩნევა.მას ორსულობის დროს რეზინის ჭამის დაუძლეველი სურვილი უჩნდებოდა.რა თქმა უნდა ფეღმძიმე ქალები ყოველთვის მიილტვიან უცნაური კერძებისაკენ,მაგრამ ემის მენიუში ავტომობილის ხალიჩები,საბურავები,ბავშვის სათამაშოები შედის. :)

3.ამერიკელ კამილა დეპარკს მეტსახელად ნიანგს უწოდებენ.ის თევზს უმად,ფარფლიანად და ფხიანად მიირთმევს.მისი ორგანიზმი ყველაფერს მშვენივრად ამუშავებს.ამაზე კი მისი ვარდისფერი ლოყები და ურყევი ჯანმრთელობა მეტყველებს. ;)

2.იაპონელი აკიდო ხიშიმირო ყოველდღე 200 კვერცხს ჭამს.აკიდო 135 კილოგრამს იწონის და მიუხედავად იმისა,რომ ქოლესტერინის დიდ რაოდენობას იღებს,მაინც ხარივით ჯანმრთელია. :lol2:

1.ღორმუცელობაში მსოფლიო ჩემპიონს,პიტერ დოუდოველს 200 რეკორდი ეკუთვნის სხვადასხვა საკვების სწრაფად ათვისებაში:113 ფუნთუშა-7 წუთში,17 ბანანი-1 წუთში,13 უმი კვერცი-1 წუთში.ჩვეულებრივ ცხოვრებაში პიტერი მშვიდად და აუჩქარებლად ჭამს. :sackali:

მსგავსი ამბები

Back to top button