ბრძნული აზრები ( ნაწილი II )
ბრძნული აზრები …
ლაუბი : გენიოსია დამიანი, რომელიც ესვრის მიზანს, რომელსაც ვერავინ ხედავს და ათიანში ახვედრებს.
ჩაპეკი: ყველაზე სწრაფი მეთოდი საკუთარ ყურადღების მისაქცევად, სიბრიყვის თქმა ან ჩადენაა.
სარტრი: ყველაზე საშიში ცოდვა, ნაწილობრივ ჩადენილი ცოდვაა.
მენკენი: დემოკრატია, ეს არის რეჟიმი, როდესაც შეგიძლია თქვა, რასაც ფიქრობ, მაშინაც კი, როცა არაფერს ფიქრობ.
ტოლსტოი: იმისთვის, რომ სიკეთის გვჯეროდეს, საჭიროა მისი კეთება დავიწყოთ.
დეკურსელი : ნდობა ბადებს ნდობას.
ავერბახი: ვინც არ არის კმაყოფილი იმით, რასაც ფლობს, ის არც მაშინ იქნება კმაყოფილი, რასაც უნდა, რომ ფლობდეს.
პიკასო: დამწყები მხატვრის ესმის მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, ნამდვილი მხატვრის გაცილებით ცოტას.
კოკტო: ნამდვილ მხატვარს შეუძლია დახატოს მორბენალი ადამიანი ფეხების გარეშე.
რენარი: სიცოცხლე ხანმოკლეა, ეს გასაგებია; მაგრამ რასთან შედარებით ?
ლიხტენბერგი : იმისთვის, რომ სამართლიანად მოიქცეთ, საკმარისია მინიმალური ცოდნა, მაგრამ იმისთვის რომ იყოთ უსამართლო, საჭიროა კანონების ძირფესვიანად შესწავლა.
ეშენბახი: არავინ არ იცის საკმარისი; ძალიან ბევრმა იცის ძალიან ბევრი.
მანდელშტამი: ინტელიგენტის ბიოგრაფია წაკითხული წიგნების სიაა, ხოლო ჩემი წაუკითხავი წიგნების სია.
ლანდაუ: ხელოვნება დიალოგია, სადაც მოსაუბრე დუმს.
მორავია:კულტურა იწყება აკრძალვით.
ჩერჩილი : სიმართლე მრავალწახნაგაა, სიცრუე კი მრავალხმოვანი.
სენეკა: ადამიანებს კი არ სჭირდებათ კანონები, არამედ, კანონებს ადამიანები.
კიმიუ: რევულუციებს ამზადებენ მოაზროვნეები, ხოლო ასრულებენ ბანდიტები.
გოიტი: თუ ქალი მამაკაცის გაგებას შეძლებს, ეს ან ქორწინებით მთავრდება, ან გაყრით.