არქივი

მატროსოვის გმირობა

1beeb4358620

ალბათ, გსმენიათ მეორე მსოფლიო ომში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გმირობაზე, რომელიც მთელმა საბჭოთა კავშირმა ელვის სისწრაფით შეიტყო და ლეგენდად აქცია…

საუბარია რიგით მებრძოლ ალექსანდრ მატროსოვის თავგანწირვაზე. საყოველთაოდ ცნობილი ვარიანტი მისი გმირობის შესახებ ასე გამოიყურება:
1943 წლის 27 თებერვალს, მეორე ბატალიონმა მიიღო დავალება, შეეტიათ გერმანელთა საყრდენი პუნქტისთვის, სოფელ ჩერნუშკის რაიონში. ბატალიონი დაიძრა ტყის გავლით და როდესაც სოფელს მიუახლოვდნენ, მებრძოლები ძლიერ წინააღმდეგობას გადააწყდნენ: სპეციალურად მოწყობილი გამაგრებებიდან(ძოტებიდან) მტრის სამი მეტყვიამფრქვევე გამანადგურებელ ცეცხლს უშენდა მატროსოვის ბატალიონს. პირველი და მეორე ტყვიამფრქვევის ჩახშობა მოხერხდა, მაგრამ მესამე სროლას განაგრძობდა და ახლოს არ უშვებდა მებრძოლებს. მისი განადგურების რამდენიმე ცდა წარუმატებლად დასრულდა. მაშინ ძოტთან მისვლა მოახერხა
ორმა ჯარისკაცმა: პეტრე აგურცოვმა და რიგითმა მატროსოვმა. აგურცოვი მძიმედ იყო დაჭრილი, ამიტომ მატროსოვმა ოპერაციის დასრულება თავის თავზე აიღო. მან ამბრაზურაში(ძოტში) ყუმბარები შეაგდო. ტყვიამფრქვევიც მყისვე დადუმდა. გახარებული თანამებრძოლები წამოიმართნენ და შეტევაზე გადასვლა სცადეს, მაგრამ მოულოდნელად ტყვიამფრქვევიდან სროლა კვლავ განახლდა და რამდენიმე ჯარის-აცი უსულოდ დაეცა მიწაზე. მაშინ მატროსოვმა მიიღო გადაწყვეტილება და თავისი ტანით დაფარა ტყვიამფრქვევის ცეცხლი, რამაც საშუალება მისცა ბატალიონს, მესამე ტყვიამფრქვევიც გაენადგურებინათ და მისია შეესრულებინათ. მატროსოვის გმირობა საყოველთაოდ იქცა გმირობისა და სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ. მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მისი ბოლო
სიტყვები იყო: ,,მე ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,, .

bf2b144e9338

მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. როგორც ყოველთვის, ლეგენდებს ყოველთვის ყავთ მისი დამსხვრევის მსურველები. გმირობა, რომელიც ფართო მასებმა სწრაფად აიტაცეს და მის სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია, ერთეულებისთვის ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა. მათი ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, მატროსოვს არ მიუღია მსგავსი ,,გმირული,, გადაწყვეტილება. ის, უბრალოდ, ცდილობდა,
ავტომატით მოეკლა მეტყვიამფრქვევე, თუმცა როდესაც წამოიმართა, დაიჭრა და ისე გაჩერდა, რომ მეტყვიამფრქვევეს გადაეფარა, რითაც დრო მისცა მის ამხანაგებს.

მეორე ვარიანტში განხილულია, თუ რამდენად რაციონალური გადაწყვეტილება იყო მსგავსი საქციელი, შესაძლებელი იყო თუ არა სხვა საშუალებით ჩაეხშო ცეცხლი მატროსოვს ან მის ამხანაგებს

94cf1d72be81

ყოფილი მეთაურის, ლაზარ ლაზარევის აზრით, ადამიანს, ამ შემთხვევაში მატროსოვის სხეულს არანაირად არ შეეძლო, სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია გერმანული ტყვიამფრქვევის ტყვიებისთვის. ის ვარაუდობს, რომ მისი გმირობა თვითმხილველების გაზვიადებულია. შესაძლოა, მატროსოვი სწორედ იმ მომენტში მოკლეს, როდესაც ის ყუმბარების სროლას აპირებდა და სწორედ ამ მომენტში დაფარა ტყვიამ-
ფრქვევის სროლის არეალი, რაც მისმა ამხანაგებმა გააზრებულ ქმედებად მიიჩნიეს. ცხადია, საბჭოთა კავშირის ლიდერებს აწყობდათ, რომ ხალხში ეს ამბავი ამ სახით გავრცელებულიყო, რათა საზოგადოებასა და არმიაში სულისკვეთება აემაღლებინათ
და დაერწმუნებინათ მთელი მსოფლიო, თუ რა გმირი ადამიანები იზრდებოდნენ საბჭოთა კავშირში(საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა უნაკლოდ მუსაობდა) ასეა თუ ისე, მატროსოვმა თავისი სახელი უკვდავყო (შესაძლოა, თავისდაუნებურადაც) და სამუდამოდ ჩაიწერა მისი სახელი ისტორიის ფურცლებზე.

0013d20a0808

P.S. მსგავსი გმირობა არც მანამდე იყო უცნობი და მის მერეც ბევრი მოხდა, თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი მაინც მატროსოვის გმირობამ გამოიწვია (გასაგებია, რატომაც). ასეთი გმირობები ხშირი იყო პირველ მსოფლიო ომში, აშშ-ს სამოქალაქო ომში, თუნდაც, აფხაზეთში.
საქართველოში ყველაზე ცნობილი მსგავსი გმირობა მოხდა რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოჭრისას, როცა ბრძოლები კოჯორსა და ტაბახმელასთან მიმდინარეობდა. მაშინ ახალგაზრდა შალვა ერისთავმა თავისი ტანით დაფარა ტყვიამფრქვევის ლულა, თუმცა მისი გმირობა საქართველოს საზღვრებს არ გასცელია, მაგრამ ქართველი ერის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button